ან ნორმატიული აქტი არააქვს მნიშვნელობა
მოკლედ რას ვგულისხმობ ეხლა..
ყველამ მშვენივრად ვიცით რომ ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა ფატალური შედეგებით დასრულებული ავარიები,რაც უაღრესად დამამწუხრებელია.
მიზეზებზე რომ ვილაპარაკოთ, ალბათ ორ ძირითადზე დავალთ:
1. აქამდე ბაიკი არ ყოლია,დაჯდა სპორტზე აილეწა და მოკვდა
2.მანქანის მძღოლის უყურადღებობა
ყველას მოგეხსენებათ თუ როგორ ხდება იგივე ტრაილერის ან სამარშუტო ტაქსის მართვის მოწმობის აღება,რამდენიმე წლიანი მართვის გამოცდილება არის საჭირო რომ გავხდეთ ამ კატეგორიების მართვის უფლების მქონე პირები.
ჩემი აზრით საჭიროა დაიყოს მოტოს მართვის ა კატეგორია რამდენიმე ქვეკატეგორიად :
50-250 ცც
250-500 ცც
600-+++ ცც
ყველა ეს კატეგორია უნდა ბარდებოდეს შესაბამისი კუბატურის მოტოებზე,ამავე დროს ისიც ვიცით რომ 250 ცც-ს თუ ატარებ დაუშვათ 600-საც გაატარებ ,ეს მიდგომა საერთოდ უნდა იქნეს ამოღებული რადგან ძირეულად არასწორად მიმაჩნია.
საჭიროა თოთოეული ქვეკატეგორიიდან უფრო მაღალზე გადასვლისას განსაზღვრული იყოს დრო ,რომელიც დაახლოებით ესე წარმომიდგენია:
50-250 ცც იღებთ პირველივე გამოცდაზე
250-500 ცც იღებთ 2 თვის შემდეგ
600+++ცც იღებთ მინიმუმ ერთი წლის შემდეგ(ჩოპერ-კრუზერი ამ კატეგორიაში არ უნდა შედიოდეს).
აი დიფერენციით ავირიდებთ თავიდან გამოუცდელი მძღოლების დაჯდომას არაშესაბამის კატეგორიაზე და რასაკვირველია გარკვეულ პროგრესს მივაღწევთ სიკვდილიანობა-ალეწვის შემცირების კუთხით.
ეხლა რაც შეეხება მძღოლების უყურადღებობას,აქ შეიძლება საქმე უფრო მარტივად მოგვარდეს .
საჭიროა ახალი საგზაო ნიშნის მიღება ,ნიშანი უნდა შეესაბამებოდეს ფრაზას "იყურე გვერდით სარკეში".
მაქსუმალური რაოდენობით უნდა დაიკიდოს ეს ნიშნები,ტრასაზე ყოველ კილომეტრში,ქალაქში უფრო ახლოსაც.
იმის ილუზია არ მაქვს რომ ტაქსისტები დაფაცურდებიან და გვერდით სარკეებს თვალს არ მოაცილებენ, მაგრამ ბევრი მძღოლი და ქალი მძღოლი განსაკუთრებითი ყურადღებით მოეპყრობა ნიშანს რომელიც ყოველ 200 მეტრში კიდია
ზოგადად იდეა ეგ არის,რას იტყვით?
This post has been edited by LARSI on 20 Jul 2011, 13:15
ისა, უკაცრავად, ცხინვალს ვაძინებ და ცოტა იქეთ იხმაურეთ რა...
არ დათმო და დაგითმობენ.
ვაჟკაცი ხარ მაშინ როდესაც ცხოვრობ ისე როგორც შენ გინდა.