მოგესალმებით მეგობრებო
ვინც არ იცით დავაარსეთ ქართული მოტო ხელსაწყოების და ტუნინგ დეტალების მწარმოებელი კომპანია
BIKER TOYS. ამ საქმის წამოწყების მიზანი არის ის, რომ მეტ ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი ხარისხიან პროდუქტზე.
ეს სფერო ყოველწლიურად იზრდება, უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ბაიკებით, საქართველო კი ამ სფეროში (კიდევ სხვა უამრავშიც) არ აწარმოებს არაფერს, შესაბამისად უზარმაზარი თანხები გადის ქვეყნის გარეთ და ამით კიდევ უფრო ვღარიბდებით. ეს სტარტაპი ერთგვარი იმედის ნაპერწკალია, რომ ადგილობრივმა ხარისხიანმა პროდუქტმა ჩაანაცვლოს რაღაც დოზით მაინც იმპორტული საქონელი და ჩვენი წილი საქმე გავაკეთოთ ამ ქვეყნის წინ სვლაში
პირველი პროდუქტი არის მოტოციკლის სტენდები როგორც სტანდარტული, აგრეთვე მონო მაიატნიკიანი ბაიკებისთვის. ეტაპობრივად კი სხვა პროდუქტებზე გადავალთ. რაც მთავარია ფასები კონკურენტუნარიანი იქნება.
შეძენა ამ ეტაპზე შეგიძლიათ Moto Laguna-ში და აგრეთვე ონლაინ ჩვენი ფეისბუქ გვერდიდან. გვაქვს მიტანის სერვისიც.
ესეც ჩვენი ფეისბუქ გვერდი. ნუ მოგერიდებათ დალაიქება
https://www.facebook.com/BikerToysRacing#სიამაყითქართული
* * *
* * *
This post has been edited by StreetBaron on 5 Oct 2021, 22:40