დღეს გადავწყვიტე გავსულიყავი, ეგრევე დავგეგმე მარშრუტი და დღიურის ძირითადი თემატიკაც. გუშინწინ ჰანტერ ტომპსონის წიგნი ვიყიდე, ჰანტერი ავტორია წიგნისა "ჯოჯოხეთის ანგელოზები ბორბლებზე". მინდოდა ამ წიგნის თარგმნა, მაგრამ მეგობრებმა მითხრეს, რომ ბაიკერები წიგნებს არ კითხულობენ. მეც ცოტას ვკითხულობ...
ესეც ჩემი შენაძენი

ამაზე ფილმიც არის გადარებული
\http://en.wikipedia.org/wiki/Fear_and_Loathing_in_Las_Vegas_(film)
ჯონი დეპი და ბენისიო დელტოროა მთავარ როლში.
...
ჩემი მეგობარი და მე ვკამათობდით, ერთხელ წიგნის კითხვის აუცილებლობაზე, მე "ვაწვებოდი" რომ წიგნი გიშტამპავს გონებას, რომ რაღაც რაღაცეებზე მზარმზარეულ წარმოდგენას გაწვდის, და დაღეჭილ ლუკმას გავს, რომ თვითონ ჯობია გამოსცადო ვიდრე წაიკითხო სხვამ რა განიცადა, კიო მაგრამო ერთი ცხოვრება არ არის საკმარისი ბევრი რამის განსაცდელადო, რაღაც მასტერკარდის რეკლამასავით მიდის ლოგიკა: ბევრი რამე შეიძლება გამოსცადო ერთ ცხოვრებაში, უფრო მეტისთვის არსებობს წიგნი ))) არა არ გამოვა ჩემგან წიგნის პროპაგანტისტი, ბოლოს შარშანწინ წავიკითხე გოგონა დრაკონის ტატუთი, ჯობია ეს საქმე სხვამ აკეთოს

))
ამის წინ გავიარე ტრენინგი გერმანული ღვინოების კლასიფიკაციაში. იწყება ახლად დაკრეფილი მწვანე ყურძნისგან დამზადებული ღვინით ("კაბინეტი") და მთავრდება კეთილშობილურად დამპალი ცვარნამ ნაპკური, ყინვა მოვლილი ყურძნისგან დამზადებული Eiswein Trockenbeerenauslese - ით. (ამ დასახელებაზე სულ ევრო ტურის ფატალური სცენა მახსენდება

) რთულია მაგრამ ისე მომეწონა ეს კეთილშობილური სიდამპლე, თანაც ყივნა და ცვარნამ გამოვლილი ყურძნის ღვინო რომ დავიმახსოვრე " აისვაინ ტრონეკბერენაუსლეზე

)
ჯერ ადრეა, მაგრამ კი მინდა კეთილშობილურად დავბერდე, კეთილშობილური სიბერის გარიჟრარჟზე ტრიუმფის ბონევილზე გადავჯდები უთუოდ
* * *
ღვინის ტრენინგზე ღვინოს ვწრუპავდით და ტრენერი ამბობდა რისი გემო ჰქონდა, აი ეს არის მაყვლის, კვამლის, ძირტკბილას მქრალი არომატით და ბროწეულის სურნელით, აი ეს ტროპიკული ხილის არომატით, გვირჩევდა ღვინო კარგად გაგვეჩერებინა პირში, ენა უნდა აბანავო ღვინოში, რადგან ყველა სენსორმა აღიქვას ღვინოო, მერე გრძნობ ტანინს, სიმჟავეს, სიტკბოს არომატებს, სადღაც შიგნიდან გიტრიალდება სუნი და ადის ცხვირში

) (აჰ, რა დახვეწილად სექსუალური ყოფილა ეს ღვინო... როგორც სექსს თავიდან არ უყვარს სიჩქარე, თითოეულ წამს აგემოვნებს, როგორც ღვინის თითოეულ მილიგრამს, შლი სუნებად და არომატებას

) გრეით
ჰოდა ერთ ერთი ტრენინგის დამსწრე მეკითხება, რომ არ ვიცი როგორია ეს ტროპიკული ხილი როგორ გავიგო რისი არომატები აქვს ამ შპატლეზესო (გერმანული ღვინის ერთ ერთი კატეგორიაა), აი აქ გამახსენდა... ყველაფრის განცდას ვერ მოასწრებ, ყველაფრის მხოლოდ წარმოდგენა შეიძლება...

ესეც ჩემი მოტო, თავიდან მოკლევადიანი ურთიერთობა დავგეგმეთ, მაგრამ ასე გამოვიდა, ისე შევეწყვეთ ერთმანეთს აგერ უკვე ერთი წელიწადია მოვდივართ.. P)))
* * *
გავედი, გეზი ბანოჯისჯენ ავიღე, ბანოჯიდან უნდ აგადამეხვია წყალტუბოსკენ, დაახლოებით 7-8 კილომეტრია ჩემი სახლიდან წყალტუბომდე.
ეს აბრა ჩემს ბავშვობაში გააკეთეს ჩემი ქუჩის დასაწყისში, ვასილ კიკვიძის ბარელიეფი

ვასილი ბოლშევიკური რევოლუციის ქართველი გმირია, მერე დრო შეიცვალა და რამდენჯერმე ითქვა, რომ ბარელიაფი ჩამოსატეხიაო, მაგრამ მიავიწყდათ, მეორეხარისხოვანი გმირებს სულ ასე უმართლებთ, რაღაცით გვანან უნიჭო პოლიტიკოსებს, დროს უძლებენ. აი ლენინის ძეგლები ხომ ჩამოხსნეს, სტალისიც (მერე დადგეს, მერე კიდე ჩამოხსნენს), აი მეორეხარისხოვან გმირებს კი უმართლებთ, ისინი არავის ახსოვთ )) რჩევიან მეორეხარისხოვან ქუჩებში, მაგრამ ხანგრძლივი ვადით

) საინტერესო ბარელიეფის ჰეროიკული პათოსი, რაღა გიორგი სააკაძე და რაღა ვასილ კიკვიძე
* * *
აი ეს ბანოჯის ტრაფიკი ჩემი აღმოჩენილი მგონია ძალიან ლამაზია, ვიწროა, დიდ სიჩქარეს არ აგაკრეფიებს, უმანქანოა და მააგრი ხედებით, მიდიხარ თავს ანიავებ, რაღაცეებზე ფიქრობ

ოცება მაქვს ოდესმე აქ მწვანე დასახლება გავაკეთო, სადაც დაცული იქნება ეკოლოგიური სტანდარტები, იქნება კორტები, იქნება აუზები, იქნება ველო ტრეკი, და ყველაფერი რაც ჯანრთელი ცხოვრებისთვის არის საჭირო

ძალიან შორს ხვამლის მთის კონტრუი ჩანს, ლეგენდის თანახმად ფარნავაზმა აქ იპოვა ნადირობისას სიმდიდრე, რომელიც მერე მტრისგან სამშობლოს გათავისუფლებაში გამოიყენა

) ხვამლი იქით იყოს, ლამაზია ბანოჯა

)

აი ასეთი საფეხბრთო სტადიონი მგონი ჯამში 5 შემხდა, ძაან ფეხბურთედიქტედ მოსახლეობა ყავს როგორც ჩანს ბანოჯას, ეს ოდესმე უთუოდ გამოიღებს სედეგს და ერთ დღეს ბანოჯა შობს მესის თუ არა რონალდუს მაინც
* * *
რა მუღამი აქვს მარტო სიარულს? მარტო ხარ, კონცენტრირებული ხარ, და მოტოც უფრო გიჯერებს, მსუბუქადაც მიდიხარ და ფიქრობ. თუმცა მარტოხელა რაიდერობა ჩემი მოწოდება არ არის.
უკან როცა ზის, როცა აჩქარებისას სრულად მომეკვრება, როცა სარკეში გავხედავ და ცაში იყურება, როცა სახიფათო მომენტებში ფეხებს შემომაჭდობს, როცა ხიფათის გავლის შემდეგ მოვეფერები სადღაც მუხლის ზედა ნაწილში წამიერად, ვივლით, ვივლით და მერე მივადგებით მიტოვებულ მონატერს და შევალთ და მოვინანიებთ ამ საღამოს ჩასადენ ცოდვებს... შით... ღირს ცხოვრება, ძალიან ძვირი ღირს...
ეს ბანოჯის მარშრუტი

) ხო პატარაა, მაგრამ რამხელა შთაბეჭდილებებში შეიძლება გაგახვიოს. ამიტომ ვამბობ რომ სულ უნდ აიარო, ისეირნო და რაც შეიძლება შორს წახვიდე, როგორც ქრისტე, ყველაზე ქრისტიანებად ყველაზე მოგზაურები მიმაჩნია, დადიან აზირებენ და იზიარებენ... რაც შეიძლება ბევრი უნდ ავიაროთ, რომ არ დავრჩეთ იქ სადაც ახლა ვართ. თუმცა ესეცაა, მარტო სიარულიც არ გვიშველის, აი ბევრი ხომ არის წავა ევროპაში და ჩამოიტანს აიფონით სურათებს ეიფელთან, და კომენტარებს რომ გაპიდარასტდა ევროპა

) გეგონება ერთხელ წასვლამ არ უშველა, მაგრამ მიდის მეორეჯერაც და ახალი სურატები ჩამოაქვს ეიფელიდან და კიდე შთაბეჭდილებები გაპიდარასტებულ ევროპაზე, ასეთებს რა უნდა უქნა, მოგზაურობიდან მხოლოდ საოჯახო ალბომს რომ იმდიდრებენ და თავში ფეხი რომ უდევთ, ვერაფერს უზამ... უნდა მიუტევო და მერე შენც მოგეტევა რაღაც...
This post has been edited by serpico on 10 May 2014, 01:55