ზდ ყველას. მოკლედ რა ხდება. ძალიან მინდა მოტოს შეცვლა (89-წლიანი Xl250 მყავს ეხლა) ხო და დაახლოებით იგივე კუბში მინდა რამის ყიდვა, რატო ეგ მეორე თემაა, დაზღვევა წლიური გადასახადი გზებით მომსახურების და რა თქმა უნდა წვაც. ხო ასევე წონაც

მოკლედ ბევრი რო არ გავახურო ბევრი ვიარე ბევრი მაღაზია შემოვიარე და რასაც ვეძებდი ვერ ვიპოვე. აღარ დავწერ რას ვეძებდი თორე შემაგინებს ვეღაცა ბოლო 3 წელია ვეძებ
ხო და ძალიან მომეწონა Yamaha V star 250, ტესტზეც რო გავიარე მაგრად ვისიამოვნე. დიდად რაკეტაა და უი რა ვნახე არაა იასნად მარა თავის საქმისთვის არ არის ცუდი. მოკლედ ძალიან ინტერესში ჩავარდი და უფრო ინტერესით დავიწყე ძებნა მსგავსი მოდელის და Rebel 250-ც ვნახე მაგრამ განსხვავება ისაა რომ Yamaha 21 ცხენიანია Honda 17(16.1ოფიციალური მონაცემებით) წონა თითქმის ერთია 6 კილოა სხვაობა. დიდი განსხვავება თითქოს არაფერია მაგრამ რომელი ჯობია ვეღარ გავიგე განსხვავება თითქოს მარტო ცხენშია მონაცემების მიხედვით, მოკლედ თქვენი აზრი მაინტერესებს არ დაიზაროთ