Andgulaტოიოტას ცენტრის გვერდით ხსნიან სიტროენის ცენტრს (ფაქტიურად გახსნილია) და მაგ შენობაში აქვთ.
ოფიციალურობას რაც შეეხება, არ ვიცი მაგრამ ერთმა მომენტმა მიიბყრო ჩემი ყურადღება - ფული რომ გადავიხადე, ტრანზაქცია ტოიოტას ცენტრის სახელით დაფიქსირდა.
ალბათ სიტროენსაც ეგენი ხსნიან, იამაჰას ცენტრიც მაგათია...
192Poundგაგიმარჯოს
მე აქ ვიყიდე უბნელისგან. 2014-იანია
ჩამოყვანით, რა ვიცი აბა

ალბათ ყველა ჩამოიყვანს
არ მქონია ეგეთ კომპანიებთან ურთიერთობა და ვერ გავუწევ რომელიმეს რეკომენდაციას
კიდევ ერთი პატარა ფაქტი მინდა გაგაცნოთ/მოგიყვეთ Yamaha-ს ცენტრის შესახებ
მოკლედ, ჩემი მოტოციკლის სცეპლენიის ძებნა რომ დავიწყე (ორიოდე ავტორიტეტული საიტია პრინციპში), გავიქექე partzilla-ზე
ამოვკრიფე ნაწილები და გამოვიდა 500$ +/-30. ჰოოდა მაგრა გამიტყდა, მიემატებოდა მაგას განბაჟება ტრანსპორტირება და უხეშად 700$ ზე ავდიოდი.
ეს ნაწილები მაინც დავაზუსტე იამაჰას ცენტრის ხელოსანთან (ერთი კაცი ჰყავთ მარტო

გოჩა ჰქვია)
თან დავიწუწუნე და... მიდიო აბა ნახე ჩვენთან ამოაღებინე ფასები და შეადარეო.
წავედი მივეცი part number-ები და მითხრეს რომ ტრანსპორტირებიანად დამიჯდებოდა +/- 500$
გადავირიე სიხარულისგან და ახალი ტროსიც მივაწერინე ზედ და პრუჟინებიც

ოღონდ წინასწარ გამაფრთხილეს, შეიძლება ტრანსპორტირების ფასი შეცვლილიყო, მეტობით ან ნაკლებობით, ოღონდ უმნიშვნელოდ.
მოკლედ, შევუკვეთე და დავიწყე ლოდინი (მაქსიმუმ 1 თვე დაჭირდებაო)
მივედი იქამდე, რატომაც დავიწყე ამ ყველაფრის მოყოლა -
ერთი დღეც არის და მირეკავენ Yamaha-დან (მაიკო) და მეუბნება რომ ჩემი ნაწილები ჩამოვიდა და კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავიც მაქვსო
ფასი რაც დაჯდა, იმას კიდევ 300 ლარი გამოაკლდებაო, ხდება ხოლმე ეგრეო

ჰოდა ძაან მესიამოვნა რა, მე მაგ ამბავს ვერც გავიგებდი და ეგეთ კეთილსინდისიერებასაც არ ვართ ნაჩვევები ჩვენს ქვეყანაში
ასე რომ, ძალიან დიდი პლიუსი და მადლობა იამაჰას ცენტრს.
რაც შეეხება თვითონ სერვის ცენტრს, როგორც გითხარით ერთი კაცი მუშაობს და ჰქვია გოჩა
ეს გოჩა არის Yamaha-ს მიერ სერთიფიცირებული ინჟინერი (ვნახე სერთიფიქატები) და კაი ცოდნის "ბაგაჟიც" აქვს
სერვისს აქვს წინასწარ განსაზღვრული ფასები და ვიღაც ელიავას მუშებთან ვაჭრობა არ გიწევს (ფასები ლოიალურია)
ტექნიკა, ხელსაწყო იარაღები და მსგავსი ამუნიცია აქვთ ძალიან მაღალი ხარისხის, დავუთვალიერე და ყველაფერი იაპონური ჰქონდათ.
მოკლედ, რეკომენდაციას ვუწევ რა

პ.ს. ეს გოჩა ცოტა უჟმური ტიპია მარა მაინც კეთილია