#61408755 · 17 Jul 2024, 00:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ. მაქვს სამსუნგი ნოუთ 3, ვიცი ძველი ტელეფონია ძალიან, თუ არ ვცდები 2013 წლის მოდელია, მაგრამ მუშაობდა ნორმალურად აქამდე. ბოლო წელი იქნება ბატარეა ჯდება ძალიან მალე (ეს არაა პრობლემა, დიდი ხნისაა და გასაგებია), მაგრამ ფლეი სთორში ვეღარ შევდივარ. სინქრონიზაციას აღარ აკეთებს, ამოვშალე ექაუნთი თავიდან შევედი, სხვა ექაუნთიც ვცადე მაგრამ მაინც არაფერი იცვლება, კვლავ ვერ შევდივარ. ქუთაისში მივიტანე რამდენიმე ტელეფონის პროგრამისტთან და ყველამ უარი მითხრა, ვერ გავაკეთებთო. იქნებ თქვენ იცოდეთ როგორ კეთდება ან ვინმე აქეთ ვისაც შემიძლია მივუტანო. ფლეი სთორმა რომ იმუშავოს და აპების გადმოწერა შევძლო. თამაშებს და რაღაც ასეთებს არც ვიწერ, მესენჯერი, ვოთსაფი, მსგავსების გადმოწერა მინდა.
|