კონტიოლატიმ რა გვაჩვენა:
1. ელვირა ობერგის წელი მგონია, როგორ იქნა ჩაიცვა ყვითელი მაისური! ისევ ყველაზე სწრაფია და ისევ ცუდად ისვრის, თუმცა ველოდები რომ შედარებით დაასტაბილურებს და წლის ბოლოს გლობუსსაც აიღებს. ჰანაზე აქვე დავწერ, ტარეის ბედს იზიარებს, 1-2 სადღაც მოიგებს კიდევ.
2. ვირერმა მშვენივრად ისრიალა, ვიტოცი სად არის? რა გამოვტოვე გასულ წელს? მინდა დორომ 1-2 გამარჯვება გაიფორმოს.
3. ფრანგებს ახალი ტალანტები ყავთ, სიმონი და განსაკუთრებით ჟუსტინი ფორმაში არიან, ველოდები ჟუსტინი წელს უკეთესი იქნება და გლობუსზე გაიწევს ან სულაც მოიგებს, მაგრამ ელვირასთან პაექრობა გაუჭირდება. ლუ ჟანმონოს სტაბილურობა მომწონს.
4. მაკულას სპრინტი ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო, თუმცა სასიხარულოა უმაღლეს საფეხურზე დაბრუნება.
5. გერმანელი და ნორვეგიელი ქალებისგან განსაკუთრებულს არაფერს ველოდები, ტალანტები არ არიან. ინგრიდს კიდევ გულის პრობლემები აქვს, პულსის დარეგულირება უჭირს, ინდივიდუალურში 30 წამით გაჩერდა სრიალისას რომ დაერეგულირებინა

ეხვეწებოდნენ წადი კვლევებზეო