Jedi Warriorგაიხარე ძმობილო, კუპეზე მეც ვფიქრობდი
თუმცა 4 კარიანი პრაქტიკულია ყოველდღიურობაში და მაგიტომაც შევაჩერე არჩევანი.
2 ვარიანტი მქონდა ყიდვისას
I მეყიდა მანქანა რომელიც იქნებოდა მართლა მოყვარულის ხელში ნამყოფი და მოვლილი.
II მეყიდა მისახედი მანქანა და ეტაპობრივად გამეკეთებინა ჩემს გემოზე.
ანუ თუ პირველ ვარიანტზე გავჩერდებოდი მეტი ფული უნდა მიმებშვნა თავიდანვე თუმცა წვრილმანები მაინც იქნებოდა მისახედი დრო და დრო.. მანქანის ასაკი თავისას შვება.
სწორედ მაგ ვარიანტს ვეძებდი უფრო, რადგანაც იაფიანი მანქანები განადგურებული იყვნენ.
კაიფი ისაა, რომ ძვირად რაც იყიდებოდა ისიც განადგურებული მანქანიდან აღდგენილი გაკუკლავებული ვარიანტი ოყო ხშირ შემთხვევაში.
ანუ 2000$ ფარგლებში ვეძებდი მანქანებს და ცოტა მეტადაც. ეს იყო ჩემი ბიუჯეტი, შეიძლება ცოტა იყო მაგრამ ამ ფასებში რაც ვნახე დიდათ არაფრით არ განსხვავდებოდა თუნდაც 1500$ იანი მანქანებისგან. შესაძლოა გადაღებილი ყოფილიყო ისიც უხარისხოდ + სალონში ქიმდასუფთავებით.
ანუ ტექნიკური კუთხით 1500იანიც და 2000+ ისინიც ერთნაირად დაღლილი იყო.
ყოველ შემთხვევაში 20+ მანქანა მაინც ვნახე და ეგ დასკვნა მაგის საფუძველზე გავაკეთე.
გულით მინდოდა მართლა იდეალური მანქანის ყიდვა + ფულის სესხებაზეც ვფიქრობდი რომ დამემატებინა, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვნახე.
ხო და ბოლოს შევიძინე ეს მანქანა 1150$ ად
საშუალო მანქანაა კარგი ძრავით და ნორმალური ძარით.
სავალი ნაწილი მისახედი, სალონიც მისახედი + 1000 წვრილმანი.
ხო და დღეს დღეობით 500$+ დავახარჯე და ვიზუალად არაფერი ეტყობა ჯერ ))
ვაგროვებ ფულების ვშვნას და ვგონებ რომ ავცდები 2000$ს მაგრამ ჩემე გემოზე იქნება მანქანა და ყველა დეტალი ეყებება ხარისხიანი ბრენდი და არა ჩინურ-თურქული მაიმუნობა.
ბოლო-ბოლო მერსედესია და ტიპები 4500$ ებს იხდიან პრიუსში ))
თუმცა აქ მგონია რომ არაა დაფასებული ეს მოდელი. რუსეთში/უკრაინაში ბევრად ძვირი სიამოვნებაა კარგი 124
ვცდილობ ყველაფერი ჩემით გავუკეთო, ბევრი საათი მივახარჯე ამ მანქანას, თავიდან გაქვს ის გრძნობა რომ რა მინდოდა, რას ვყიდულობდი ამ ბებერს, მეყიდა გამართული ნიასან მიკრა.. )) მაგრამ რომ აფინიშებ ჩხიკინს დაღლის და სიამოვნების გრძნობა გეუფლება და გავიწყდება ყველაფერი.
ასევე ყველაფერს გავიწყდებს მანქანით გადაადგილების პროცესში ყოფნა.
გრძნობ, რომ მერსედესის ჯერ კიდევ სწორი ფილოსოფიით შექმნილ ისტორიის ნაწილს მანთავ.
მოკლედ ფინანსურალი კუთხით თუ შევხედავთ სჯობს იყიდო იდეალურთან მიახლოებული მანქანა და გადაიხადო ბევრი თუ რათქმაუნდა იშოვი ეგეთს.
დინოზავრებივით არიან ანუ როგორც ის ბავშვი იყიდა ვიდეოდან )) ამოწყდნენ..
თუმცა ისმის კითხვა..
კარგ ეგზემპლარად როგორი მანქანა ითვლება?
ახალი შეღებილი და ტონანახევარი შპაკლით დამძიმებული? (საღებავის სკანერი მაქვს და თუ დაგჭირდეს დაგეხმარები შემოწმებაში)
"გარისკა"_ს ავაწყობინა ძრავი ძმა ახალი "ვასმოიში" ნაყიდი დეტალებით"?
ჩაპრესილი ხადავოით და დატენილი ამოტიზატორებით?
მოკლედ მანქანის კონდიციის შეფასება არც ისე მარტივი საქმეა..
ვიზუალით არ უნდა დაბოლდე და ტექნიკურ მხარეებზე არ უნდა დახუჭოს თვალი.
ხშირად აკუკლავებენ მანქანას რომ "ტავადნი ვიდი" ქონდეს.
ანუ ჩვეულებრივი მყიდველსაც ჯერ "ვიდზე" მოყავს მანქანა, ღებავს ცუდად და აყენებს 17 იან დიდ დისკებს და ა.შ
მე უკუღმა გზით მივდივარ )) ანუ ჯერ ტექნიკური კუთხით ვაწესრიგებ და ვიზუალი მეორე + პლანზეა.
რამდენი ვწერე ))
მოკლედ თუ რამე დაგჭირდეს 124 ის თემაზე შეგიძლია მომართო დაგეხმარები რითაც შევძლებ.
წარმატებები!
Brian_2JZმიხარია 124 ის ჭეშმარიტ მოყვარულს რომ ვხედავ.
კი მანდ ძალიან ჭირს კარგი მანქანა, ზამთარში გზებზე რეაგენტები იყრება და 25+ ასაკის კი არა 2-3 წლის მანქანებიც ქვემოდან შეჭმულია კოროზიით.
თან იაფი არ ღირს მანდ არათუ კარგი არამედ ცუდი მანქანაც.
საქართველოში ბევრად კარგი ფასები გვაქვს და უფრო ცოცხალი მანქანა მოგდის.
წარმატებები მეგობარო! ნამდვილად კარგი მიზანი გაქვს და დროის ამბავია უბრალოდ განხორციელება.
აქ თუ დააპირებ ყიდვას შენს გვერდით მიგულე აგარჩევინებ კარგ ეგზემპლარს, უკვე იმდენი 124 ვნახე ჩემსას როცა ვყიდულობდი, რომ საკმაოდ კარგად გავერკვიე ამ მოდელში.
KDIმადლობა მეგობარო, მე რესტაილინგზე მეტად ძველი ვერსია უფრო მეკლასიკება რაღაცნაირად. იმასაც ვფიქრობდი რესტაილინგი რომ მეყიდა გავაძველებდი ))
მონობლოკები ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ვარიანტია რისი დაყენებაც 124 ზე შეიძლება, უბრალოდ მე მაინც 15 იანის მომხრე ვარ და ამ მანქანაზე არ ვფიქრობ დისკების შეცვლას, მონობლოკი 17 მაინც უნდა დააყენო და მანდ უკვე კომფორტს კარგავ, ამ მანქანით ბევრ სიარულს ვგეგმავ და მირჩევნია სტოკი იყოს.
#######################
მოკლედ ნელ-ნელა აღვწერ პროცესს რა გაკეთდა..
პირველ რიგში მოვხსენი წინა ბამპერი, ფარები და ციმციმები.

აქამდე არასდროს არ მომიხნია ან დამიყენებია არც-ერთ მანქანაზე ბამპერი და მინდა გითხრათ რომ საკმაოდ მარტივია..
4 ბოლტი და 2 გაიკაა მოსაშვები მხოლოდ.
არავინ არ მომხმარებია არც მოხსნაზე და არც დაყენებაზე. ფიზიკურად არ მჭირდებოდა დახმარება, მარტო მუშაობას ვარ მიჩვეული, მართალია დროში შესაძლოა იწელება, მაგრამ მგონია, რომ კარგად გამომდის.
ბამპერი დაზიანებული იყო ქვემოდან + მარცხენა ნიკელი დეფორმირებული.




შევიძინე მეორადი ორიგინალი წინა ბამპერი, ნიკელები გადავიტანე და ავაწყვე.
ჩემდა სასიხარულოდ ვიშოვე ზუსტად ის ფერი ბამპერი რაც მჭირდებოდა.
მარცხენა ფარის შუშა შეცვლილი იყო და დაწებებული იყო 3 ლარიანი სილიკონით + სკოჩი მე დავამატე დროებით )) სადმე, რომ არ გამზვრალიყო.
ფარის ამრეკლის ირგვლივი პლასტმასის ჩარჩო იყო ჩინური.
თვითონ ამრეკლებიც გახუნებული + ფარის სამაგრი მოტეხილი.
მოკლედ შევიძინე 2 დონორი ფარი და + ჩემი 2 და ამ 4 ფარიდან ავაწყვე 2 კარგი ))
კარგი ამრეკლებით, ორიგინალი Hella კომპონენტებით და სათანადო მყარ გემრეტიკზე დავსვი.




ამ ფარების მთავარი პრობლემა არის ამრეკლი ე.წ ნიკელებზე კოროზია.
მონიკელებაზე ან მოქრომვაზე ვფიქრობდი და მოვიძიე კიდეც მაგ საქმის პროფი უბრალოდ ძალიან ბევრი შრომა ჭირდებოდა და ცალი ამრეკლი 80 ლარიო, სულ 4 ამრეკლი აქვს ამ ფარს შესაბამისად ისევ დონორი ფარების ყიდვა ჯობდა და გადაწყობა.
კარგი ფარი ცალი 100-150 ლარი ღირს, რომელსაც გახსნა და გაწმენდა არ აწყენდა, შესაბამისად ბარემ დონორები ვიყიდე მაგის ნახევარ ფასად, ჩემით ავაწყვე ჩემს გემოზე.
შედა ჩარჩოს პლასტმასები განვაახლე 3000იანი ზუმბარას ქაღალდით (შკურკა)
დავაყენე კარგი ამრეკლებიც, ორიგინალი Hella შუშები და საბოლოო შედეგმაც არ დააყოვნა.. საკაფოდ "სვეჟი ვიდი" მისცა და რაც მთავარია მანქანა იდეალურად ანათებს.
ძმაკაცს ყავს კამრი და იმასაც კი შეშურდა )) ჩემი არ ანათებს ასეო..

ფაქტობრივად შევისწავლე ფარის ანატომია და შესაბამისად ტექ. დათვალირებისთვის ჩემითვე გავარეგულირე ელემენტარულად.
ასევე აღვადგინე/გამავაგრე ფარის გაბზარული სამაგრები "პაიალნიკით" ("პლასტმასშიკ" საკმაოდ დავამუღამე ასე თუ ისე მოტოციკლის გადამკიდე )






ციმციმები არაორიგინალი ეყენა ღია ფერის, რომელსაც ვერ ვიტან )) სწრაფადვე გავაჩუქე.
ისნის და ელიავას დაშლილებში 2-3 დღიანი ბოდიალის შემდეგ ვიშოვე ორიგინალი ქარვისფერი Hella ციმციმები (მარჯვენა ისანში და მარცხენა ელიავაზე )) )
ფერი ერთი და იგივე დაჯდა.


ასევე შევიძინე რადიატორის ქრომის ჩარჩო თავის შიდა უდეგექტო სეტკით.
რაც მანქანას მოყვა ოდნავ დეფორმირებული იყო + სეტკის კბილებიც ჩამოტეხილი იყო აქა-იქ და ვიზუალს უფუჭებდა.

მოკლედ საბოლოო ვიზუალი ასეთი გამოვიდა..

ვიზუალის კუთხით თითქმის აღარაფერი გამიკეთებია.
დანარჩენი ცვლილებები ტექნიკურ მხარეს დაეთმო და ყველაფერს მოგითხრობთ დრო და დრო..
This post has been edited by shuka on 9 Jun 2019, 16:47