KDIკი ეგრეა, სანისლეს თავისი დანიშნულება აქვს და ყვითელი უნდა იყოს მაქსიმალურად.
ქარხნულად ფრანგული და ამერიკული ბაზრისთვის აწყობილ 124ებში ყვითელი ამრეკლი აყენია ხშირად.
სხვა ყველაფერს რომ თავი დაანებო ძალოან ლამაზია, რეტრო შეხედულებას აძლევს..
ფერის შეცვლას ვფიქრობდი მაგრამ შევიკავე თავი. ყვითელ ლაქს ასხავენ, მაგრამ არაფერს ამბობენ რამდენად გაუძლებს თერმო ზემოქმედებას. მოსპილენზება ან რამე ეგეთი უნდა თუ ხარისხიანად გინდა გააკეთო და მაგ თემაზე მაქვს ზედმეტი ამრეკლკლი და ექსპერიმენტირებას ვაპირებ სამომავლოდ ყველა ტექნიკურ საკითხს რომ მოვრჩები.
2.2 სიდიაი გადსარევი ძრავია, მე არც ვიფიქრებდი უფრო დიდ ძრავიანზე.
გამძლე, ეკონომიური, სწრაფი.
124 ებში ძაან ოლდსქული დიზელები დგას.
2.0დიზელით ვიარე ცოტა ხნის წინ, 1 წელი იდგა მანქანა გარეთ და 1 გადაწევით დაიქოქა. ტყვიაგაუმტარი კია, მანქანა, მაგრამ კუა სიარულში. ქარხნულად 20+ წამი უწერია 0-100კმ/სთ
2.5ჯობია ყველას ატმოსფერული ან 2.5 ტურბო დიზელს თუ იშოვი საერთოდ კანფეტის, მაგრამ ძალიან იშვიათი.
3.0 დიზელიც არსებობს, მაგრამ მანდ უკვე დიზელის მუღამი იკარგება. წვა აქვს დიდი და შეიძლება შენი 2.2უფრო სწრაფი იყოს.
ქალაქს რაც შეეხება.. ქალაქში 124ით კი არა მოტოციკლითაც საცობში გიწევს ყოფნა ))
პიკის საათებში არ გამომყავს მანქანა, ჯობია საზ. ტრანსპორტი. ნაკლები თავის ტკივილია.
zigmundi32არაფრის მეგობარო, ფორუმებზე მოიძიე, ბევრი დეტალი მსგავსი აქვს მერსედესს და ბეემვეს. მაგალითად M102 ძრავი ბეემვეს ძველი ძრავის ბაზაზეა შექმნილი.
სწორედ ის ძრავი 190 ევოშო რომ დგას.
Z-ownerკი ეგაა.
უკან სავალს რომ ვცვლიდი წავაწყდი ეგეთ ბერკეტს..
ერთი შტანგა უძრავად არ არის მიმაგრებული ძარაზე, მცირე მოძრაობის საშუალება აქვს ლუფტივით და როგოც ჩანს ეგაა. მოხვევისას მასის გადანაწილების ცვლილების ხარჯზე ახვევინებს როგორც ჩემი ლოგიკით ვხვდები.
bizonikluchiსალონს ჩემით ვაპირებ აღვადგინო, ცოტა კერვაც მეხერხება თუ გავქაჩე, თუ არადა მკერავს მივუტან მოხსნილ ნაჭერს და დაზიანებულ ნაწილს ახალს ჩავაკერინებ და ისევ უკან ავაწყობ.
უკვე ვცადე ჩემი ძმის 124ის სავარძლის დაშლა და უმარტივესია.
+ ზუსტად იგივე ფერი ნაჭერი ვიშოვე (უკანა სავარძელი ვიყიდე დონორად)
სალონის რესტავრატორები ძალიან ბევრს ითხოვენ, არადა თუ დრო გაქვს არაფერი რთული არაა..
არაფერ განსაკუთრებულს არ ვუპირებ ამ მანქანას, უბრალოდ ვანახლებ ყველა ბმულს, ასე ვთქვათ გაახალგაზრდავება ბებერს ))
იქნება ქარხნული მაქსიმალურად.
ჩვეულებრივი რესტავრაცია/განახლების პროცესში ვარ რა..
კი "პრავოდკის" პრობლემურია ამ მოდელზე და ჩემი მთელია სასიხარულოდ.
როგორც ვიცი ტაივანური სპილენძია გამოყენებული, რომელიც ცუდ კლიმატურ პირობებში უბრალოდ კოროდირდება და იბშვნება.
ბევრს აქვს შეცვლილი ბეემვეს შნურებით..
ჯერ-ჯერობით არანაირი ხარვეზი არ აქვს, ვიზუალური დათვალიერებით ცოცხალია. თუ მოუწია შეცვლა ჩემით ვაპირებ შეცვლას ))
0 გამოცდილება მაქვს მანქანის პრავოდკაში, მაგრამ არსებობს სქემები, ასევე შეგიძლია ფოტო/ვიდეო გადაუღო დაშლის პროცესს და უკუ მიმართულებით ააწყო. საკმაოდ მარტივადაა 124 დაპროექტებული, რასაც მოვკიდე ხელი ყველაფერი გამოვიდა.
დინამოს ჩოთქების შეცვლას ვფიქრობ თავის დაზღვევის მიზნით, ასევე ჰიდროგამაძლიერებლოს სალნიკის..
2 ვერ მუშაობს მაგრამ 440.000 აქ გავლილი მანქანას და სასურველია განახლდეს.
ინტერნეტი სავსეა მსგავსი ინფორმაციით.
ფოტოებს დავდებ აუცილებლად დრო და დრო..
* * *
ბევრი აწონ-დაწონა, შედარების და რჩევების მერე თეგეტაში შევიძინე Riken road performance საბურავები ქარხნული ზომა 195/65R15
ჩემს ძმასაც ესეთები უყენია124ზე წელიწადზე მეტია და მშვენივრად მუშაობს იმისდამიუხედავად, რომ არ არის პრემიუმ სეგმენტის ბრენდი. Bridgestoneის შვილობილი ბრენდია riken და იწარმოება სერბეთში.
ფაქტობრივად ჩინურის ფასია + დამატებით კარგი ფასდაკლებით ვიყიდე და რაც ყველაზე კარგია ამ ბრენდს გარანტია მოყვება ანუ ბორტი რომ დაზიანდეს ან რამე ეგეთი გიცვლიან ახლით. ცუდი რომ იყოს არ იქნებოდა ესეთი გარანტია.
შეცვლიდან პირველად რომ გავიარე მანქანით მაგრად მერბილა, მეგონა რომ სრულად გამირემონტეს სავალი ნაწილი ))
კარგად ეჭიდება გზას, სველზეც და მოხრეშილზეც. უკვე ვიარე და გაიარა ტესტირება.
2019 ის ჩამოსხმა )) რეზინა თავის საქმეს როგორც საჭიროა ასრულებს რა..
დანიშნული მაქვს ოდომეტრზე და მაინტერესებს რამდენს გაირბენს და რამდენი წელი მეყოფა.
მე მგონია რომ 50.000+ უნდა ირბინოს უპრობლემოდ..