mesxi85 4-5 საათში ერთხელ აჭამე.
ხვალე დილით მარტო მოაწოვებინე. შუადღისას აადუღე რძე, გააგრილე, მოხადე ნაღები, აიღე ჭიქა და 3 გრამიანი შპრიცი. შეათბე რძე 35-40 გრადუსზე დაუმატე მეხუთედი წილი ანადუღარი წყალი ( მაჯაზე დაწვეთებით გასინჯე ჭმევის წინ თორემ შეიძლება დაწვა) და დაუწყე ჭმევა. პირველ ჭამაზე არაფრით ჩაიდებენ პირში შპრიცს ამიტომ ცოტა ძალადობა მოგიწევს. ცოტ ცოტა მიასხურე და გემოს რომ გაიგებენ შეჭამენ. პირველ ჭმევაზე 2 შპრიცი დაალევინე ნელნელა და 2-3 ჭმევაზე ისწავლიან უკვე.
შენ ჩემებზე დიდი გოჭები გყავს და მაგათ შეიძლება არ ეყოთ ეგ დოზირებები და თუ შეატყობ რომ არ ყოფნით მაქ მსხვილი გოჭების რაციონიც.
მეორე დღისებს პირველ. მეორე და მესამე ჭამად მისცემ 6-6 გრამს. მეოთხე მეხუთე ჭამად 10 გრამს. მესამე დღეს 20 გრამს. მეოთხე დღეს 30 გრამს. მეხუთე დღეს 35 გრამს და შემდეგ დღეში 1 შპრიცის დამატებით აიყვან 60 გრამზე 10 დღემდე. დოზების გაზრდა უნდა მოხდეს არა ერთბაშად 10 გრამიდან 20 ზე გადახტომით არამედ ნელ ნელა ყოველ ჭმევაზე 1 შპრიცის დამატებით.
წინა გვერდზე რა რაციონიც მოგწერე ეგ რაციონი წვრილ და საშუალო გოჭზეა გამოცდილი 5 ნაყარი გავზარდე მაგ რაციონით.
მსხვილზე ეს რაციონიც გამოცდილია და სანდო. ძროხის რძე საშუალო ცხიმიანობის იშოვე ზოგი წყალივითაა და არ ვარგა
* * *
kaxaberski66 ეგ ტატუირებული ჩემი იორკშირია

მაგ ჯიშის გოჭები უნდა ვიშოვო როგორმე და დიუროკთან შევაჯვარო იქნებ მივიღო საბეკონე მიმართულების გოჭები და კარგი რძიანი ღორი

14 გოჭს თუ თავისით ზრდიდნენ მართლა მაგარი ჯიში ყოფილა. ეხლა ჩემსას 5 რომ დავუტოვო იმათაც ვერ გაზრდის თავისით... სალის ამბავში როგორები იყვნენ?...
mesxi85 შენ ჩემი ნაწერი უნდა გენახა პირველად რომ ვიყიდე ანდროიდი რას ვწერდი მეთვითონ ვერ ვიგებდი

დაილოცოს კნოპკებიანი ტელეფონი სულ არ ვუყურებდი ჯიბეშივე ვკრეფდი მესიჯებს

.
ჩაკრულორა ევროქარდ მასტერქარდი? განვადებაზე წინა გვერდზე კი დაწერე მაგრამ არ დავკვირვებივარ კარგად
ვალუტის გაცვლითი კურსი....
1$=2.4ლ
1€=2.14ლ
მადლიერი თვალები=???????????
დაეხმარე სხვას უანგაროდ!
მიიღე შეუფასებელი ანაზღაურება.