ორგანული ვაზის წამლობაზე ვნახე საინტერესო სქემა, ვინმე იყენებთ მაინტერესებს და რა შედეგები გაქვთ...
I წამლობა
კვირტების დაბერვის ფაზა მარტის 3-4 დეკადა
ტკიპების და ფოთოლხვევიების წინააღმდეგ
ტურინგენი 5 ლიტრი ჰექტარზეზე
ორგანიკა 8 ლიტრი ნიადაგის განოყიერების მიზნით
II წამლობა
როდესაც პირველი ორი ფოთოლი მიაღწევს ნორმალურ სიდიდეს აპრილის 1-2 დეკადა
ჭრაქის წინააღმდეგ
1 პროცენტიანი ბორდოს ნარევი (5კგ 1 ჰექტარზე) .
III წამლობა
ყვავილების კოკრების განცალკევების ფაზა (ბუტონიზაცია) მაისის 1-2 დეკადა
ჭრაქის და ნაცრის , ტკიპების , ყურძნის ჭიისა და ცრუფარიანების მოხეტიალე მატლების წინააღმდეგ
1 პროცენტიანი ბორდოს ნარევი(7 კგ ჰექტარზე)
0.5 პროცენტიანი ტიოვიტ-ჯეტა (გოგირდი 2.5კგ ჰექტარზე)
3 ლიტრი ტურინგენი
3 ლიტრი ლეპიდიდინი
IV წამლობა
ყვავილობის ფაზა ივნისის 1-2 დეკადა
ჭრაქის და ნაცრის, ცრუფარიანების და ყურძნის ჭიას წინააღმდეგ
ფითოკატენა 10 ლიტრი
ლეპიდინი 5 ლიტრი
ტურინგენი 5 ლიტრი
V წამლობა
ისვრიმობის პერიოდი ივნისის 3 დეკადა
ჭრაქისა და ნაცრის, ყურძნის ჭიის წინააღმდეგ
1 პროცენტიანი ბორდოს ნარევი (8 კგ ჰექტარზე)
0.5% პროცენტიანი თიოვიტ -ჯეტა (3.5 კგ ჰექტარზე )
ლეპიდინი 6 ლიტრი
VI წამლობა
მარცვლის დამსხვილების ფაზა ივლისის 1-2 დეკადა
ჭრაქის და ნაცრის, ცრუფარიანების და ყურძნის ჭიის წინააღმდეგ
ტიოვიტ-ჯეტა 0.5 % (5 კგ ჰექტარზეზე)
ფიტოკატენა 12 ლიტრი
აგროკატენა 12 ლიტრი
ლეპიდინი 6 ლიტრი
ტურინგენი 6 ლიტრი
VII წამლობა
შეთვალების ფაზაში ივლისის 3 დეკადა
ჭრაქისა და ნაცრის, სიდამპლეებისა და ყურძნის ჭიის წინააღმდეგ
ფიტოკატენა 6 ლიტრი
ბიოაკტენა 12 ლიტრი
ლეპიდინი 6 ლიტრი
ორგანიკა 3 ლიტრი ფოთლოვანი გამოკვების მიზნით
VIII წამლობა
სიმწიფეში შესვლის ფაზა აგვისტოს 1 დეკადა ნაცრის სიდამპლის და ყურძნის ჭიის წინააღმდეგ
ფიტოკატენა 6 ლიტრი
ბიოკატენა 6 ლიტრი
ლეპიდინი 4 ლიტრი
სასუქისა და პრეპარატების ხარჯი 1 ჰექტარზე მთელი სეზონის მანძილზე
ორგანიკა 11 ლიტრი
ფიტოკატენა 34 ლიტრი
ბიოკატენა 18 ლიტრი
აგროკატენა 12 ლიტრი
ბორდოს ნაზავი 20 ლიტრი
თიოვიტ - ჯეტა 11 ლიტრი
ლეპიდინი 30 ლიტრი
ტურინგენი 19 ლიტრი
წყარო
http://bioagro.ge/ge/produqtsia/sqemebi?product=50http://organica.com.ge/ This post has been edited by guriaaa on 15 Mar 2015, 17:01