Eulerგაგიმარჯოს
მოკლედ, ვკითხე ჩემს მეუღლეს და არ შემშლია...
ეგ ჯიშები ჩავყარეთ - ძველშავი და ცოლიკაური და ქვიშხური.
ქვიშხური იგივე გორული მწვანეა, სახელმა არ დაგაბნიოს, იმერეთში ეძახიან ქვიშხურს
დაახლოებით მაისის დასაწყისში.
მანამდე შარშან შემოდგომაზე გადავხანით ნაკვეთი, რომელშიც მანამდე სიმინდი და ლობიო ითესებოდა.
და გაზაფხულზეც კიდევ ტრაქტორი გადაატარეს, ზუსტად არ მახსოვს გადახნეს თუ გადაფარცხეს.
ასე ოციოდე ძირმა არ გაიხარა, 400-დან.
ამიტომ ახლა, ივნისის პირველ ნახევარში შევავსებთ მწვანე ნერგებით.
ჩვენ ნერგები ადგილზე ვიყიდეთ და ძალიან ძვირი დაგვიჯდა - 4,50 ლარი
ძაან იღორეს, მე მაპატიეთ, ადგილობრივმა გლეხებმა
ნუ, ისარგებლეს კონკურენციის არარსებობით!
სამწუხაროდ, გვიან გავიგეთ, რომ მუხრანში (მცხეთის რაიონი) მშვენიერი ნერგები,
სანთლით დამუშვებული, კარგად გაძლიერებული ღირს 2,5 - 3 ლარი.
მუხრანიდან სუფრის ჯიშები წავიღეთ, ოციოდე ძირი და ჯერჯერობით ყველამ გაიხარა და კარგად გრძნობს თავს.
ჯერჯერობით ორი-სამი ფოთოლუკა აქვთ ყველას.
5 დღეში ერთხელ ვწამლავთ (ვრწყავთ, როგორც იმერეთში ამბობენ

)
ეს აუცილებელია, იმიტომ, რომ პატარა ნერგი დაავადებას ვერ გადაიტანს და დაიღუპება.
მოკლედ, მიწა თუ გაქვს მზად, ახლაც შეგიძლია დარგო მწვანე ნერგი...
რამე თუ გაინტერესებს, მკითხე და დაგიზუსტებ
iks საჩხერეც ზემო იმერეთია...
This post has been edited by nia4u on 2 Jun 2016, 13:40