მოგესალმებით ყველას
ერთი ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ... ისე .. უბრალოდ ”ინფორმაციისთვის”

ბოლო 4 წლის მანძილზე საქართვლოში გაყინული ბოცვრის ხორცი იმპორტირებული იქნა :
2011 - 142 000 დოლარი
2012 - 221 000 დოლარი
2013 - 181 000 დოლარი
2014 - 91 000 დოლარი
2014 წლის ნოემბერში საფრანგეთიდან იმპორტირებული იქნა 24 384 კგ გაყინული ხორცი 91 440 დოლარად (საინვოისო ღირებულება) ანუ ერთი კგ 3.75 დოლარი , ამას დამატებული დღგ 18% = 4.42 მაშინდელი კურსი 1.75 .. ლარში ერთი კგ-ს თვითღირებულება გამოდის 7.73 ლარი
გარდა ამისა ამ თვითღირებულებაში არ შედის ტრანსპორტირების ფასი (საფრანგეთი-საქართველო) და ასევე არ შედის დასაწყობება-დისტრიბუციის ღირებულება (მაცივრის ქირაობა და სხვა.) დღევანდელ კურსზე რო გადაიყვანოთ 3.75+ 0.67 (18%) = 4.42 * 2.4 = 10.60 ლარი ( ასევე შეიძლება შემოტანისას შეიძლება იბეგრებოდეს 4 ან 5 % იმპორტის გადასახადით, ეგ ზუსტად არ გადამიმოწმებია)
ეს ინფორმაცია ამოვკრიბე სტატისტიკის სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ანგარიშებიდან.
აღსანიშნავია რომ 2014 წელს იყო მხოლოდ ერთხელ შემოტანა, ნოემბრის თვეში.
2015 წლის სექტემბრის მდგომარეობით მხოლოდ 40 კილოა შემოტანილი (ალბად საცდელი?)