მოკლედ დღეს 17 თებერვალია და მივაკითხე ინკუბატორს.
მაგრამ მანამდე 12 თებერვალს ჩავიტანე კიდევ კვერცხი 15 ცალამდე და ჩემს იხვის კვერცებს შევავლე თვალი, დაქნეულებს მთელი 4 დღით ადრე გადაუტანიათ საჩეკში, ანუ ხო იყო 13 ცალი და 17 თებერვალს უნდა გამომეყვანა, ანუ 14-ში უნდა გადასულიყო საჩეკში ეგენი, ამათმა კიდე თავიანთი სიშტერის გამო ადგნენ და 13-ს რო შეხედეს ეგონათ 13-ში გამოსაჩეკიაო და გააქანეს 10 რიცხვიდან საჩეკშI უკვე :@
ნაცვლად 14-ისა საჩეკშI გადავიდა 10-ში.
ახლა შედეგი როგორი ცუდი იქნებოდა მგონი არც სჭIრდება ბევრი აღწერა, 13 ცალიდან 2 ცალი ჯანმრთელი და 1 გასაცოდავებული გამოვიდა, თითქმის ყველა კვერცხი შევამოწმე (7 ცალი) და ყველაში იყო უკვე იხვი :@
იმ გასაცოდავებულს, აი სახლშI რო მივიყვანე ისე იყო რომ აი სუნთქავს თU არაო იმას ვუყურებდი, ოდნავ სუნთქავდა, პატარა კოლოფში ჩავსვი (ცოცხალს ხო არ გადავაგდებთქო ცოდოათქო) დავდგი რადიატორზე, 10 წუთში თითI დავადე და უკვე დაიყვირა ძალიან ჩუმად ოღOნდ, თვალებიც გაახილა, ცოდა მერე ხოხვაც დაიწყო, ახლა რო ვუკვირდებოდი და ვერ ჭამა კი დახოხავს მაგრამ საჭმელს და წყალს მგონი არ მიირთმევს, ცოტა კვერცხის გული კი ჩავაყარე პირში მაგრამ რავიი ვერ გავიგე გადაყლაპა თუ ვერა, მერე ავდექი და შაქრიანი წყალი ჩავასხი, მოაცოცხლა, მეორედ რო მივაკითხე შაქრიანი წყლით ხელში უკვე გამიჭIრდა თავის დაკავება რო ჩამესხა ისევ ეგეთი ნარევი წყალი, ცოტა უფრო აქტიურია მაგრამ არ ვიცი რამდენ ხანს გაქაჩავს თუ ჭამა არ დაიწყო თავად. მარტო შაქრიანი წყალი მოშიმშილეები რო იყვნენ ხოლმე ედიკას დროს ეგ იყო მაგათი საკვები ხოდა ახლა იხვი მყავს მკაცრ შიმშილობაზე

რაც შეეხება ინკუბატორის თანამშრომლებს არ ვიცი რა ვუწოდო ასეთ ხალხს, კიდევ კარგი არ გაბედეს და ამ სამი ცალის ფული არ მთხოვეს თორე დედის რაკებს დავაცვამდი თავზე :@
ახლა სხვა ინკუბატორს ვეძებ იქნებ მისაღები ვარიანტი ვნახო ან ნაცნობი ვინმე სანდო და მცოდნე.
არადა იმათთან კიდევ 20 ცალი 27 რიცხვში უნდა იყოს და კიდევ 15 ცალამდე მარტის შUა რიცხვებშI.
შარშან მაგათთან ვიყავი ხოლმე სულ და არ ვიყავი უკმაყოფილო ახლა რა ეტაკათ არ ვიცი.
ხო რაც მთავარია 2 ცალი ხო გარეცხილი კვერცხი მქონდა იქ და ერთერთI გამოჩეკილია.
მაგრამ ახლა ვერ გამოიტან მაინც ვერანაირ დასკვნას რააა . . .
ამ 20 ცალიანშI არის 3 ცალი მაცივარში ნამყოფი თU არ მეშლება, ჩანაწერებში კი მაქვს ზუსტად.
ასევე არის 2 ცალი გარეცხილიც.
და 1 თუ 2 ცალი ეზოშI ნაპოვნი კვერცხი.
ახლა კიდევ ერთი პრობლემა შემემთხვა, როგორც ადრე ვფიქრობდი და მგონი აქაც დავწერე კალცის ნაკლებობამ იცის კვერცხის დების შემცირებათქო ეგრეც აღმოჩნდა ფაქტიურად.
ბოლო 3-4 დღეში 2-3 ცალ კვერცხს ვიღებ ხოლმე და ერთ ხელშI ორი ცალი რო დავიჭირე გატყდა ერთი, სულ ოდნავ შეიფშვნა ერთი მხრიდან, ანუ რო დამერტყა ხო იცით როგორც ტყდება კვერცხი დიდი ბზარი უჩნდება, ამას კიდევ სულ აი ნემსის ყუნწზე ოდნავ ფართოდ დაებზარა ერთ გვერდზე, ერთ კვერცხს კიდევ ციფრის დაწერის დროს ფანქრით ვაწერ ხოლმე და იმან შეამტვრია არადა სულ ოდნავ ვაწვები.
თხელკანიანი და სუსტი ნაჭუჭითაა ამიტომ დავქექე რუსული ფორუმები და ვნახე რომ კალცი გლუკონატი (მგონი სწორად ვამბობ) უნდა გაურიო 3 ლიტრ წყალში 5მლ-იანი ამპულა და დაალევინო ყოველ მესამე დღესო 4-5 ჯერ გაუმეორებ და შეივსებს კალცის ნაკლებობით გამოწვეულ დისბალანსსო.
მოკლედ 2-3 საათის წინ გავუმზადე და ჩავუსხი ხვალ წვეთიც აღარ იქნება იმ წყლისგან.