საღამო მშვიდობის და ერთი - ორი ამბავი მეც გამახსენდა მწყემსებზე.
ადრე, 90-იანებში სოფელში ბევრი საქონელი ყავდათ, ვიდრე დღეს არის. მაგალითად 300 კომლიან სოფელში 3 ნახირი იკრიბებოდა, თითოში 100 სულამდე.
მეც მყავდა 3 სული და შესაბამისად 3 დღე მიწევდა მორიგეობა 3 თვეში ერთხელ.
ალბათ ადრე გითხარით პაპა-ბებიასთან ვიზრდებოდი და ძალიან ადრე ჩავერთე მეურნეობის ორომტრიალში. 13 წლიდან.
მაშინ 12 წლისა ვიყავი,როცა ბატონმა სახლს მომაშორაო, ხომ იცით ეგ ამბავი?!
ხოდა ამბავი ნომერი 1:
გავირეკე ეს საქონელი და მთელი დღე ყოჩაღად ვურბენდი თავსა და ბოლოში.
მაშინ არეულობა იყო და თბილისიდან ხალხი სოფელს მოაწყდა, ყველა მიწის ნაგლეჯი შემოღობეს, თესავდნენ, თიბავდნენ და იყო გაწამაწია. თუ ვინმე 1 მეტრით გადმოაბიჯებდა სხვის ნაკვეთში, თოფით და სასამართლოთი ირჩეოდა საქმე.
სოფელი სოფელს არ ინდობდა. საძოვრებიც კი პიორბითად იყო განაწილებული. (ეხლა სულ გაჯაგდა და გატყევდა)
მე კი ჩემი გაჭირვება მქონდა, არ უნდა დამეკარგა ძროხები, თორე იმის ზღვას (ანაზღაურებას) ვერ აუვიდოდით.
ამასობაში სხვა სოფლის საძოვარში გადავედი ჩემი ძროხებიანად. ხევში წყალი დალიეს და ვეღარ გადმოვრეკე უკან.
ნუ რაც არის არის თქო ვიფიქრე.
თან სკოლის წიგნები დამქონდა, გაკვეტილებს იქ ვსწავლობდი ხოლმე.
გავიხედე და 2 კაცი მომადგა, ორივეს თოფი ჰკიდია ზურგზე.
რატომ გადმოხვედი სხვის საძოვარშიო, მეკითხებიან.
ხევში წყალი დალიეს და ვეღარ მოვაბრუნე უკანთქო, ვუპასუხე.
ეხლა ავდგებით და ამ ძროხებს სულ დაგიხოცავთო, თან მოიხსნა თოფი და ვითომ ამის გაკეთებას მართლა აპირებდა.
მაგრად შემეშინდა. ჯერ უცხოები არიან, მერე შეიარაღებულები, თან ისეთი დროა ყაჩარობა ჩვეულებრივი მოვლენაა.
მოკლედ მაგრად გავცერი.
იმათ ის საქონელი არ დახოცავთ. ბოლოს გამაფრთხილეს აქეთ აღარ გადმოხვიდეო და წავიდნენ.
ეს ორი ტიპი დავიმახსოვრე.
პრინციპში ერთი. მეორეს არაფერი არ უთქვამს საერთოდ.
ის დღე შეშინებულმა გადავაგორე და რომ დავბრუნდი სოფელში უფროსებს ვკითხე, ესეთი და ესეთი კაცი ამ სოფელში ვინ არისთქო.
გავიგე ვინც იყო. მალევე ვნახე და დავრწმუნდი რომ ის იყო.
გავიდა 12 წელი და ეს კაცი შემთხვევით მოხვდა ჩემთან სახლში.
გავახსენე ეს ამბავი და იმის ადგილას მტერს არ ვუსურვებდი ყოფნას. ადგა და წავიდა.
ამბავი 2:
ზუსტად იგივე დღეში ვარ, ნახირში მიწევს მორიგეობა და მაგრად წვიმს. ერთი კაცი იყო, ძველ ანანურში კარის მეზობლები ვიყავით.
ანანური იყოფა ძველ და ახალ დასახლებად.
და ახალ ანანურშიც მეზობლებლად აღმოვჩნდით.
თუ ავენისში მოგვიწია ქეიფი, მერე გავაგრძელოთ ამ საკითხზე საუბარი

ამ კაცს ერქვა ვალიკო ნათელაშვილი. მაგარი ხუმარა და თან ძალიან ყოჩაღი კაცი იყო.
გამოიყვანა ვალიკომ თავისი ძროხები ნახირში და რომ დაინახა მე ვიდექი იქ, მკითხა მარტო მივდიოდი თუ არა.
მერე გაბრუნდა, ისე რომ არაფერი უთქვამს, მალევა მოვიდა უკან საწვიმრით, ზურგჩანთით და ჯოხით.
შენთან ერთად მოვდივარო. მარტო ცოდო ხარო.
მოკლედ წავედით ერთად.
იმ დღეს გამოიდარა. ამან თავისი ნაცნობი მწყემსი ნახა, ზუსტად იმ სოფლიდა, საიდანაც ის ორი ვაჟბატონი ბრძანდებოდა. ცხვარი ჰყავდა. იმას 1 ლიტრი არაყი ჰქონია წამოღებული. პაპა ვალიკომ უცბად მოიფიქრა, ჩავირბენ (მესამე) სოფელში, ჩემი ძმაკაცი ალექსა ისე არ იქნება თევზი არ ყავდეს დაჭერილიო. მართლაც 1 საათიც არ დაჭირვებია და 3 კაი მოზრდილი, ლამის კილოიანი მოხარშული თევზი ამოიტანა. ყველი, პური, კიტრი, პამიდორი ჩვენც გვქონდა და გავშალეთ სუფრა.
დღესაც ტკბილად მახსენდება ეს დღე. სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის და ღმერთმა გაანატლოს მისი სული.
ის ორი დურაკი კი ...
მეორე მართლა არ მახსოვს და არც მიკითხავს ვინ იყო. ჩუმად იდგა. პირველი კი - დღესაც ვეუბნები იმის სოფლელებს, რომ ჩათლახი კაცია.
This post has been edited by straight away on 18 Feb 2020, 22:45