JUVENTINO11მათემატიკურად აფასებს შენი შეცდომის ხარისხს რაც უფრო დაბალი გაქვს PR მით უკეთ თამაშობ
სურათზე ჩანს რომ დამწყები მოთამაშე ხარ
პროფესიონალად რომ ითვლებოდე მინიმუმ 6.5 ზე მაინც უნდა თამაშობდე
4.5-5.5 ეს დიაპაზონი ვორლდ კლასია 3.5.4.4 სუპერ კლასია და სულ 50 კაცს თუ ექნება მსოფლიოში
მე 4.7 ზე ვარ ჯერჯერობით
მაგრამ არის რაღაც საიდუმლოებები რომელსაც ეს პროგრამა ვერ ხსნის ეს არის მოწინააღმდეგის თამაშის სტილი და ინტელექტი რომელიც არ გააჩნია პროგრამას

მე ე.წ ფიშს მოვუგებ იმაზე მეტი პროცენტით ვიდრე ეს მათემატიკური პროგრამა შეძლებდა

ძაღლის თავი დამარხულია დავებით თამაშში
პოკერის მოთამაშისთვის ადვილი გასაგებია ეს
როცა მოთამაშეს ეთამაშები ხვდები ის დონქია ფიშია თუ ნიტია რა კატეგორიასთან გაქვს საქმე...
მაგალითად ფიშია ასეთ შემთხვევაში ეგრევე როცა დავია სათქმელი არ ეუბნები გაატარებ გაგორებას და ეუბნები დაგვიანებით ამ დროს კომპიუტერი ასკვნის რომ ეს შეცდომაა რადგან კომპიუტერი საკუთარ თავს ეთამაშება და თვლის რომ მათემატიკურად ეს არ იყო სწორი
რატომ ვეტყვი 60% უპირატესობაზე დავს როცა ვიცი რომ 75% ზე ოპონენტი თეიქს მიიღებს და დედაც ეტირება
ამიტომ ჩემს გადაწყვეტილებებს თვლის არასწორს და მიგდებს რეიტინგს სინამდვილეში კი ეს სვლები იმაზე მომგებიანია ვიდრე კომპიუტერი ითამაშებდა...
სვლებშიც არის მსგავსი სიტუაციები ოღონდ ცოტა მაგალითად 2 დაახლოებით ერთნაირი სვლაა მეორე სვლას ვირჩევ და მცირე შეცდომაა
სიტუაცია ასეთია მე შემიძლია კამათელს მივანდო მათემატიკურად გამართლებული გადაწყვეტილება მივიღო.
ამ დროს მეორე სვლა ოდნავ ცუდია სამაგიეროდ ვიცი რომ მოწინააღმდეგეს მოუწევს თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები სადაც უამრავ შეცდომას დაუშვებს აბა რაღატომ მივანდო კამათელს საქმე? მირჩევნია 1 პატარა შეცდომა მე გავაკეთო და 2 უხეში შეცდომა ოპონენტს დავაშვებინო.
რაც მეტ შეცდომას დაუშვებს ოპონენტი მით მეტი პროცენტულობით მოვიგებ თამაშს... :-)
This post has been edited by exploit on 20 Oct 2013, 06:29