Statistics for Day 4:
ტურნირების რაოდენობა:28(80)
ITM: 4 - 14% (20 - 25%)
ფინალური მაგიდა: 1(10)
I ადგილი: 0 (0)
II ადგილი: 0 (4)
III ადგილი: 0 (1)
IV: ადგილი: 0 (2)
პროფიტი: - 0.142 K
ბანკროლი: 0.969 K
გუშინ გვიან დავამთავრე თამაში. ძალიან გრძელი, რთული და ემოციურად დატვირთული სესია იყო. გადავწყვიტე სესიის დამთავრებისთანავე, ცხელ გულზე არ დამეწერა არაფერი და ცივი გონებით გამეკეთებინა ანალიზი დღეს.
ქვემოთ მოვიყვან რამდენიმე მიზეზს, რომლის გამოც დღე საკმაოდ დიდი მინუსით დავამთავრე:
1) თამაშის მუღამის არქონა - არის დღეები, როდესაც გრძნობ, რომ რეალურად არ გინდა თამაში. ტვინს უნდა რომ სხვა რამე აკეთოს. ასეთ დროს, სიამოვნებას თითქმის საერთოდ ვერ იღებ თამაშით, ვერ აკეთებ თამაშზე კონცენტრირებას, არ ხარ მობილიზებული, გრძნობ მოტივაციის ნაკლებობას, შესააბამისად ვერ აჩვენებ შენს საუკეთესო თამაშს, ე.წ. A-game-ს. როცა ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ჯობია ან საერთოდ არ ითამაშო, ან ძალიან ცოტა. join.me ამიტომ ვცადე, რომ თამაშის მუღამზე მოვსულიყავი. როცა სხვა გიყურებს, გინდა რომ შენი საუკეთესო თამაში ითამაშო და ყველას დაანახო რომ ყველაზე ძლიერი "იგროკი" ხარ მთელს მსოფლიოში.

ამ დროს კონცეტრაციაც და მოტივაციაც თავის ადგილზეა და თამაშობ შენს საუკეთესო თამაშს, როგორც წესი. სამწუხაროდ, join.me-მ კომპიუტერის შენელება და გაჭედვები გამოიწვია. ამიტომ, გადავწყვიტე შემეჩერებინა პირდაპირი ტრანსლაცია.

)
2) ტილტი - დღე ძალიან მძიმედ დიწყო, დროის მოკლე მონაკვეთში რამდენიმე გადამწყვეტი ხელი წავაგე ბედბითების და ქულერების გამო. ეს უარყოფითი გამოცდილება მთელს სესიას გასდევდა ფონად და რამდენჯერმე ტილტის მიზეზიც გახდა. ძალიან ბევრი შეცდომა რომელიც ამ სესიაზე დავუშვი ტილტის ბრალი იყო. მთელ რიგ მომენტებში, ვითამაშე იმაზე გაცილებით აგრესიულად, ვიდრე ამას სიტუაცია მოითხოვდა. მომავალში რაც არ უნდა მოხდეს თამაშის დროს, უნდა შევეცადო, რომ პოზიტიური განწყობა შევინარჩუნო და დაველოდო ჩემს მომენტს(შანსს).
3) ზედმეტად ხანგრძლივი სესია. გადაღლილობა - რადგან შედეგი უარყოფითი მქონდა გადავწყვიტე უფრო მეტი ტურნირი მეთამაშა, რომ დღე პლიუსით დამემთავრებინა. შესაბამისად, სესია ძალიან დიდხანს გაგრძელდა. დაახლ. 14 საათის განმავლობაში, უწყვეტად ვთამაშობდი.
სესიის(დღის) პლიუსით დამთავრება - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დამანგრეველი სინდრომი, რომელიც დამწყებ (გამოუცდელ) მოთამაშეებში ძალიან ხშირად გვხვდება. გამოცდილ მოთამაშეებსაც აქვთ ხოლმე ეს პრობლემა, თუმცა შედარებით იშვიათად. საბოლოო შედეგი კი, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, უფრო დიდი მინუსია. როცა გრძნობ, რომ არ არის შენი დღე და ვერ თამაშობ შენს საუკეთესო თამაშს, აჯობებს რომ იმ დღეს საერთოდ შეწყვიტო თამაში. მესმის რთულია, წაგებულის როლში ყოფნა. მაგრამ ჩემი აზრით, ეს არის საუკეთესო გამოსავალი ასეთ დროს. ერთი პატარა სესია, არაფერს არ წყვეტს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ პოკერის თამაში ერთი დიდი სესია. ასე რომ, დღის(სესიის) მინუსით დამთავრება არ არის კატასტროფა. (ამას რომ ვწერ, არ ვცდილობ რომ ვინმეს ჭკუა დავარიგო და მორალი ვუკითხო. პირველ რიგში საკუთარი თავისთვის ვწერ, რომ სხვა დროს, როცა ამ პოსტს ვნახავ, გამახსენდეს და მსგავსი შეცდომა აღარ გავიმეორო.)

)
4) არასწორი ტურნირების შერჩევა - როგორც ადრე აღვნიშნე არ ვაპირებდი მეთამაშა, Hyper-turbo, Rush და Turbo-rebuy ტურნირები. თუმცა რადგან მინუსში ვიყავი და მეტი ტურნირი ფიზიკურად არ იყო. მაინც გადავწყვიტე თამაში. ამ ტურნირების თამაშს არ ვაპირებდი იმის გამო, რომ ძალიან დისპერსიულია და ჩემი ჩელენჯისთვის არ არის მიზანშეწონილი მათი თამაში. მირჩევნია პატარა, მაგრამ სტაბილური პროფიტი მქონდეს. ამ ჩელენჯის განმავლობაში, რაც არ უნდა მოხდეს, ამათ აღარ ვითამაშებ. სესიის ბანკროლის ნახევარზე მეტი სწორედ ამ ტურნირებზე წავაგე. ლობიში დავაყენე უკვე ფილტრი. ასე რომ, ეს ტურნირები ვეღარ მოხვდნენ ჩემი სათამაშო ტურნირების სიაში.
5) HUD - შეიძლება პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, Holdem Manager-ი ცუდად მოქმედებს ჩემს თამაშზე. დამავიწყდა აღმენიშნა, რომ წინა სამი სესია, ჰოლდემ მენეჯერის გარეშე ვითამაშე. ბოლო სესია კი HM-ით. რიცხვები და სტატისტიკა, რაღაცნაირად ძალიან მზღუდავს თამაშის დროს. შეიძლება იმიტო, რომ მე ე.წ. Feel player-ების კატეგორიას მივეკუთვნები და პოკერის მათემატიკის ძალიან ღრმა ცოდნა, არ არის ჩემი ძლიერი მხარე. თუმცა რაღაც დონეზე მესმის და ვცდილობ ყოველთვის განვვითარდე ამ მიმართულებით. რეალურად რომ შევხედოთ, სრული ინფორმაციის პირობებში, პოკერი სუფთა მათემატიკა და ალბათობებია. ამიტომ რაც მეტი იცი ამ მიმართულებით, მით უფრო სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებ. თუმცა, ვთვლი რომ მხოლოდ მათემატიკის ცოდნით ბევრს ვერაფერს მიაღწევ. რადგან თითქმის არასდროს არ გაქვს სრული ინფორმაცია ამ თამაშში. მათემატიკა კი ზუსტი მეცნიერებაა. პოკერი ადამიანების თამაშია. კომპიუტერი ვერასდროს ვერ მოუგებს ადამიანს, ისე როგორც ეს ჭადრაკში ხდება. კომპიუტერს ყოველთვის ექნება რაღაც ტენდენციები, ძირითადად მათემატიკაზე დამყარებული. ადამიანი შეისწავლის ამ ტენდენციებს და მაინც დაამარცხებს. შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს შეკითხვა კომპიტერსაც ხო შეუძლია გამოიყენოს ადამიანის ტენდენციები? კი შეუძლია, მაგრამ ადამიანს ყოველთვის შეუძლა შეცვალოს. ადამიანი უფრო მოქნილი და მოძრავია, ვიდრე კომპიუტერი და ადრე თუ გვიან მაინც მოუგებს. მოძრავი ყოველთვის მოუგებს უძრავს ადრე თუ გვიან, როგორი ძლიერიც არ იყოს უნდა ეს უკანასკნელი. გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ არის ბეთი და რეიზი ზოგადად უფრო მომგებიანი სტრატეგია პოკერში, ვიდრე პასიური ქოლი? მოკლედ, ძალიან ფილოსფიურ საკითხში გადავიჭერი და არაა ეს 21-ე საუკუნეში განსახილველი თემა. 22-23-ე საუკუნეებში შეიძლება ილაპარაკონ ასეთ საკითხებზე

))
ხოდა, გადავწყვიტე HM - აღარ გამოვიყენო თამაშის დროს, როგორც მინიმუმ ამ ჩელენჯზე. თამაშის გარეთ, ანალიზის დროს აუცილებლად გამოვიყენებ. მაგრამ თამაშის დროს მირჩევნია, უშუალოდ დავაკვირდე მაგიდის დინამიკას, ოპონენტებს, ვაკეთო ნოუთები და სრულად ვიყო ჩართული თამაშში. ასეთი მიდგომა ხელფეხს უხსნის კრეატიულ მუვებს თამაშის დროს, რაც ასე აუცილებელია, განსაკუთრებით ტურნირის გვიან სტადიაზე. ეს მეთოდი ძალიან ეფექტურად მუშაობდა ჩემთვის წინა სამი დღის განმავლობაში და მომავალშიც ასე გავაგრძელებ. ძირს HM, ძირს სტატისტიკა და რიცხვებზე მიჯაჭვულება, გაუმარჯოს თავისუფალ, კრიაწიულ თამაშს

ძალიან ბევრი ვწერე. მაგრამ საჭირო იყო. მოგვიანებით როცა ანალოგიურ სიტუაციაში აღმოვჩნდები ვნახავ ამ პოსტს. რას ვფიქრობდი ასეთ დროს და უფრო გამიადვილდება გამოსავალის პოვნა.
დღეს სესიის თამაშს არ ვაპირებ, გავარჩევ გუშინდელ ჩემს ნაცოდვილარს და საღამოს სტარსზე ვითამაშებ ცოტას. ხვალიდან კი ახალი ენერგიით და შემართებით დავიწყებ ჩელენჯის მე-5 სესიას. GL me. Let's go!

)
This post has been edited by Dasisdas on 20 Oct 2013, 13:44