ვახ რა პოსტები გამიმაზია
ყველა საკუთარი გადმოსახედიდან რო უყურებს

კარგია ბევრს რო გული აქვს აცრუებული, უბრალო სამსახურები რო ურჩევნიათ, ახლებიც იმდენად რო აღარ/ვეღარ ემატებიან, ნუ ბუნებრივი პროცესია რა. ცუდია რო უცხოელ რეგებზეც აკეთებენ აქცენტს რუმები და ##ეობა აქციებში რო ისვრიან ფულებს
10კ+ რო იგებდნენ ხოლმე და დღეს ვეღარაფერს იგებენ, იმათ მარტო საკუთარ თავს დააბრალონ, იმდენი დრო ქონდათ და იმდენი ფული განვითარებისთვის, მაგრამ ვერ გამოიყენეს.
თორნიკეს რო ეკითხებით რო მოიგე რა იყიდეო თუ რაღაცა, ხელფასიანებმა ხო რასამბობ აღარ იციან სად დახარჯონ ამდენი ფული

რავი ძმაო ყველას ვალები აქვს, ყველა თვის ბოლოს ელოდება, ყველას ხელფასამდე 200 ლარი ჭირდება

100 ლარიან ტელეფონებს განვადებით ყიდულობენ ხოლმე. ივლისში ისე მოხდა რო 100 ლარიანი ბანკროლით მომიწია ყველაფრის ახლიდან დაწყება ფაქტიურად და ბოლო 2 თვეში ეხლა რო დავფიქრდი 5კ მდე მექნება ნაყიდ/დახარჯულ/გასესხებულები

(ყოველდღიური და წვრილი ხარჯების გარდა), ჩემთვის კომფორტული ბრ-ც დავიბრუნე ისევ და მოკლედ აღარ გავაგრძელებ
ვიღაცა თუ სამსახურის გარეშე ყოფნას ვერ ეგუება, მე პირიქით, ვერ წარმომიდგენია უბრალოდ როგორ უნდა ავდგე ყოველ დილით 9 ზე, უბრალოდ იმიტო რო ვიღაცის წინაშე ვარ ვალდებული (და არა ჩემი თავის, ძალიან დიდი სხვაობაა) და ველოდო დასვენებიის დღეებს და შაბთ კვირებს და შვებულებებს. სამსხურსაც გააჩნია რა თქმა უნდა, ძალიან მცირე პროცენტს აქვს ის სამსხური რაც უყვართ და არ ბეზრდებათ, მაგრამ უმეტესობა ცხოვრების 1/3-ს ატარებს იმის კეთებაში რაც არ უყვართ. ყოველდღიური სესიები მეც ყელში მაქვს და ძალიან მეზარება მაგრამ ასე თუ ისე მთლიანობაში პოკერი მიყვარს და კმაყოფილი ვარ ჩემი საქმიანობით. რაღაცას მაინც გავიხსენებ ისეთს რის გამოც ღირდა ამ საქმის კეტება, აი მთელი ცხოვრება რო ბუღალტერია მაგალითად ტიპი, იმან რა უნდა გაიხსენოს, მოგება ზარალის ანგარიშგება თუ ზედნადები ხარჯები?

ყველა პროფესიაზე არ ვამბობ რა თქმა უნდა