Boost ტურნირი ვითამაშე გუშინ და ფორმატი ძალიან მოსაწონია.
თუმცა ამ ტიპის ყველა ტურნირი რაც მე ვნახე რებაია.
საინტერესო იქნებოდა ამ ხასიათის ტურნირის ფრიზაუთ ვერსიაშიც ნახვა, მე მაგალითად მიკრო და ნაწილობრივ საშუალო ლიმიტებზე დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი.
თან კარგი იქნება, თუ უფრო რეგულარული ხასიათი თუ ექნება.
ტურნირების სიმრავლეა ისე ზოგადად. უსისტემობის განცდას მიტოვებს. თავად ფაქტი, რომ ტურნირი ბევრია ცუდი არაა. მრავალფეროვანი შესაძლებლობაა და ასარჩევად აქვს საქმე მოთამაშეს. თუმცა რომ ითამაშებ რამდენჯერმე მერე ხვდები ზუსტად რა ფორმატისაა ტურნირი. მაგრამ ალბათ გარკვეული ინფო უნდა იდოს ვებ-ზე მათ შესახებ, რომ გადაიკითხოს კაცმა და მისთვის საინტერესო ტურნირი აარჩიოს. მაგალითად როგორც პოკერსტარის გვერდზეა. ისეთი ფორმატით დევს ტურნირებზე ინფო, რომ არ მიჩნდება ზედმეტი კითხვა. თქვენთან კიდევ ტურნირებზე მარტო განრიგი დევს, სადაც ტურნირზე ბევრუ ინფორმაციია არაა. მარტო ბაიინი, დაწყების თარიღი და ასე შემედგ.
მაგალითად გუშინ ONLY 3 STAY ALIVE ვითამაშე. მეგონა გარკვეული ლიმიტის მერე ვისაც ყველაზე მეტი ჩიპი ექნებოდა ის გადადიოდა შემდეგ მაგიდაზე. აღმოჩნდა, რომ სანამ მაგიდაზე 3 არ რჩებოდა მანამდე თამაში არ წყდება. ნუ მე გავიგე არასწორედ და გასაგებია. მაგრამ ვფიქრობ მაშინ როდესაც ამდენი ახალი აქტიური ტურნირი გაქვთ, უფრო მეტი ინფორმაცია სადღაც უნდა ეწეროს, ვიდრე ეს ტურნირის ლიბია. სხვა ბევრი ტურნირიცაა და დარწმუნებული ვარ ისინიც საინტერესო იქნება, მაგრამ არ მინდა ტურნირის თამაშის დროს ვარკვევდე რა წესებია

მითუმეტეს ყველა მოთამაშე ვერ გაერკვევა ერთი შეხედვით ტურნირების შინაარსში, მაგალითად როგორც მე.
ასევე ბევრი აქტიური ტურნირის გამო მათი დაფილტვრა ცოტა ძნელია. კარი იქნება, თუ კონკრეტული ტურნირების მონიშვნეაც შეგეძლება ფილტრში, რადგან თუ ერთ რომელიმეს ირჩევს ესე უფრო ადვილია. და კიდევ, მგონია რომ სით&გოუ ტურნირებს ცალკე განყოფილება უნდა ქონდეს. მათი ტურნირების განყოფილებასთან გაერთიანება პრობლემას ქმნის. ძალიან ბევრი ტურნირია ესე.
ერთი იდეა მაქვს კიდევ. ახალი ტურნირის, სადაც სპეციალური წესით მოხდება საპრიზოს გადანაწილება. ჩემი აზრით ქართველ მომხმარებლებს მოეწონებათ. ოღონდ მის გასაზიარებლად ბოლომდე მზად არ ვარ. ცოტა უკეთ უნდა ჩამოვაყალიბო. თუ გნებავთ პრინციპს გაგიზიარებთ.