Tengiz@@შეარჩიე კომპიუტერი?
რომელ სოკეტზე გინდა აწყობა? ან რა პროცესორს ფიქრობ? თუ ვერ ერკვევი საერთოდ?
მოკლედ სისტემის ასაწყობად გჭირდება :
Case - იგივე ქეისი რაშიც სისტემა იწყობა
Motherboard - იგივე დედაპლატა რაზეც ეწყობა სხვა დანარჩენი ნაწილები
CPU - იგივე პროცესორი პატარა ყლინჯი ნაწილი როა ხშირად ყველაზე ძვირი რაც ღირს ხოლმე
CPU Cooler - იგივე პროცესორის გაგრილება (აქ 2 ვარიანტი გაქვს შეგიძლია აიღო წყლის ან ჰაერის გაგრილება, მე წყალს გირჩევ, რადგან არის უფრო გრილი, მუშაობს ჩუმად და არ ტოვებს კვალს ანუ მტვერს)
RAM - იგივე ოპერატიული მეხსიერება ანუ გრძელი მწვანე ფირფიტები როა დენდის დისკებს გავს
GPU - იგივე ვიდეოკარტა
PSU - იგივე კვების ბლოკი ანუ დენს რაც აწვდის სისტემას
SSD - იგივე ვინჩესტერი ანუ მეხსიერების ბარათი (ამას გირჩევ 10ჯერ სწრაფია ჩვეულებრივ HDD-ზე)
HDD - იგივე ვინჩესტერი ასევე მეხსიერების ბარათი
ეს ვიდეო მაინც მშვენიერი ვარიანტია ამ ფასად, არ დასჭირდება ძლიერი კვება და შენი საქმისთვის გეყოფა პახოდუ სხვა თამაშებსაც გათამაშებს უპრობლემოდ და ნებისმიერ კვების ბლოკზე წავა. მაგრამ შეიძლება უკეთესი ვარიანტების ნახვაც.
GIGABYTE Radeon RX 460 WINDFORCE OC 4GB SSD-ს (Kingston 120გბ-იანს) და წყლის შტამპოვკას (Deepcool Maelstorm 120-mmიანს) მაღაზია ივერსში იყიდი ბელიაშვილზე ან ვაჟას დასაწყისში.
რამე ნორმალურ ქეისსაც მაგალითად Deedcool Teseract-საც ივერსში ან სადმე ნორმალურ მაღაზიაში სადაც ყველაზე იაფი იქნება.
დაგრჩება კომბო : მაზერი + პროცესორი + ოპერები.
ნორმალური მაზერი გჭირდება არც მთლად ისეთი ძველი კოსმოსში ჩაკრული რითიც გაგზავნეს და არც ისეთი ძვირიანი ბილ გეითსს რომ უდგას სახლში 100-120 ლარიანი მაზერი ყელში ამოგივა + ოპერები მინ 8გბ ნუ 16-ს თუ იყიდი სამომავლოდ გამოგადგება და პროცესორია მთავარი. 1155 სოკეტზე თუ ააწყობ მინიმუმ i5 2500 ან i5 3470 მაგალითად ეს:
I5 3470 LGA 1155 მაგრამ მე მაინც 1150 სოკეტს გირჩევ არც მთლად ძველია და არც ახალი და ამ სოკეტზე რომ აიღო მაგ: i5 4590 სანამ პოკერის თამაშით მარილზე არ გავა 20 წლის შემდეგ მანამდე 70 მაგიდას ჩართავ და თითონ ითამაშებს
მოკლედ ჩამოყალიბდი დაახლოებით რანაირი სისტემა გინდა ბიუჯეტი რამდენი გაქვს და მოგეხმარები
This post has been edited by Sh3rMa on 8 Dec 2016, 08:19