სალამი მინდა ჩემი პატარა გამოცდილება გაგიზიაროთ ლაივ ქეშ გეიმზე...
2 კვირით ვიყავი ბათუმში... 2-3 დღე ჩავაგდე... დანარჩენი დღეები ნონსტოპ ვთამაშობდი მაგიდის გახსნიდან თითქმის სულ მაგიდის დაშლამდე (საღამოს 7-დან დილის 7-მდე)... ყველა სესია ვითამაშე ეკლიპსში ერთის გარდა... ლიმიტები 1/3 5/5 $
საბოლოო შედეგი - 1605$ + ხარჯი... იქ ცხოვრება და ა.შ...
ფილდი? ფილდი არის NL5-NL50 ფილდის 80%... არიან ტოპ-ებიც... ონლაინ NL200+ რომ იგებენ, მაგრამ ეგ ნაწილი არ გაწუხებს მაგიდაზე, რადგან ისინიც ცდილობენ დისპერსია შეამცირონ და ძირითადად იმ 80%-ზე ნადირობენ...
ეხლა რატომ წავაგე...
1. ბანკროლი და ისევ ბანკროლი... რახან ლაივია და ხალხი ბევრად მეტ ხელს თამაშობს და მეტი ფიშია არ გეგონოთ, რომ პატარა ბრთიც შეძლებთ თამაშს... ვერა... ვერ იზამთ...
2. გამოუცდელობა ლაივ თამაშის... სანამ ბათუმში წავიდოდი 2-3 თვე მოთელვა გავიარე ცინცაძეზე როიალ-ში (საკმაოდ კარგი +ით), მაგრამ არ იყო მაინც საკმარისი...
3. ცუდი რანი... ცუდი რანი ლაივში ათმაგად გირტყავს ვიდრე ონლაინში...
დასკვნა და რჩევა:
1. 20ბი-ზე ნაკლებით თამაში = გემბლინგს
2. მაგიდაზე ყურადღებით თამაში და ლაივ თელსების აღება ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ზედმიწევნით სწორი რეინჯების ცოდნა და GTO სოლვერისთვის პირში მიცემა...
3. კომუნიკაცია... მაგიდაზე მკვდარი თევზივით არ უნდა იდო... უნდა ილაპარაკო და გაერთო... სხვებიც ერთობიან ამით და შენც და უფრო მეტსაც გიქოლავენ როცა საჭიროა...
მეტი არაფერი მახსენდება... ვინმეს რაიმე კითხვა თუ აქვს გიპასუხებთ..
This post has been edited by თორნიკეე on 2 Aug 2022, 00:44