მეგობარს აქვს ბარათი დაზიანებული . ნეოლითის სალაროში თანხა არ მისცა ოპერატორმა. ასე უთხრა სხვასთან გადაითამაშე და ისე გაიტანეო. ჩემთან გადავითამაშეთ და მე საერთოდ დამბლოკეს

იკაიფეთ რა დონის ხალხი ზის

გადათამაშების მერე შევედი ისევ ნეოლითის სალაროში თანხის გატანა მინდა მეთქი და თურმე ეს ქალი ბარათს მიმზადებს. არ მინდა მეთქი ბარათი და პირადობას ისე არ დაგიბრუნებ ხელი თუ არ მომიწერე ბარათის აღებაზეო

არადა საერთოდ არ მჭირდება ეს ბარათი და არც არავის უკითხავს გინდა თუ არაო.
უბრალოდ გული მერევა ამ დონის კომპანია და ხალხი როდემდე უნდა იყოს ამ ქვეყანაში ვერ გავიგე. საზიზღარი კანტორაა. აუცილებლად დავაბლოკინებ ჩემს ანგარიშს.
ჯერ იყო და მოგვატყუა და დააბლოკინა ჩვენი თავი , მერე კიდევ ბარათს მტენის უკითხავად.
This post has been edited by BaTuMiFuN on 20 Jun 2020, 19:54