მას შემდეგ, რაც გაიგებ თუ როგორ მუშაობს, მერე ადვილია, ყოველშემთხვევაში ძაან ძნელი არაა

შევეცდები ძალიან ძალიან მარტივი ენით ავხსნა. პრობლემა ისაა, რომ აქ ფორმულები ვერ იწერება.
ოკ, დავიწებ და დროდადრო ნელა ნელა შევავსებ, თუ როს გამოვნახავ ხოლმე.
n-p-n ტრანსისტორი: p -ტიპის ნახევარგამტარს (მუხტის გადამტანები ხვრელებია) ორი მხრიდან მიერთებული აქვს n ტიპის ნახევარგამტარი (მუხტის გადამტანები ელექტრონებია). ელექრონს უარყოფითი მუხტი ადააქვს, ხვრელს დადებითი.
თითოეულ ფენას მიერთებული აქ ელექტროდები (ლითონის გამტარი).
p -ის ელექტროდს ეწოდება ბაზა. იმ n - ს, რომელიც კვების წყაროდ + სს უერთდება ეწოდება კოლექტორი, ხოლო იმ n-ს, რომელიც მინუსს უერთდება - ეწოდება ემიტერი.
როცა კოლექტორზე და ემიტერზე მიერთებულია კვების წყარო, და ბაზა არაფერს არ უერთდება (მასზე პოტენციალი ემიტერის მიმართ არის 0), მაშIნ
ტრანსისტორი "ჩაკეტილია" - დენი არ გადის.
ხვდები ალბათ, რომ დენმა უნდა გაიაროს გზა: ბატარეია + მერე n კოლეკტორი, მერე p ბაზა (შუა თხელი ფენაა n სა და n-ს შორის), მერე n ემიტერის ფენა და მერე მივიდეს ბატარეის მინუსზე.
როცა ბაზა "ჰაერში კიდია", იგულისხმება მასზე პოტენციალი 0 ია ემიტერის მიმართ, მაშIნ n-p-n გზას აქვს ძალიან დიდი წინაღობა.
p->n გზა, ანუ p დან n --ისკე დენი ადვილად გადის, როცა p ზე + დადებითი ძაბვაა, მარა უკუღმა, ანუ n-p ვერ გადის დენი, როცა n ზე + ძაბვაა.
ესეიგი, დენი კოლექტორ ბაზა გზას ვერ გადალახავს, ამიტომ ტრანსისტორი ჩაკეტილია.
მას შემდეგ რაც ბაზაზე დამატებით დადებით ძაბვას მოვდებთ (დადებითი ძაბვაში იგულისხმება ბაზაზე მოდებული + და ემიტერზე კი მინუსი), დენი გაივლის ბაზა-ემიტერში ( n-p ) , ბარიერი სუსტდება და დენი ადვილად გაივლის მთელ n-p-n გზას, ესეიგი ტრანსისტორი "გაიღება".
ნახაზზ 1 -ზე დახაზულია კოლექტორის დენის დამოკიდებულება კოლექტორ-ემიტერის ძაბვაზე, ბაზის დენის სხვადასხვა მნიშვნელობისათვის.
რაც დიდია ბაზა-ემიტერის დენი, მით მეტი დენი გაივლის კოლექტორ-ემიტერის წრედში.
შენიშნე, რომ კოლექტირის დენი შეზღუდულია რაღაც მინშვნელობით. ანუ, მოცემული ბაზა-ემიტერის დენის მნიშვნელობისათვის, კოლექტორის დენი იზრდება იზრდება და მერე გაჯერდება, მეტს აღარ იზრდება.
This post has been edited by asphurcela on 11 Oct 2011, 13:10
მიმაგრებული სურათი