სამბოს პირველი სპორტული ჯგუფი საქართველოში
პირველი სპორტული სამბოს ჯგუფი საქართველოში შეიქმნა 1933 წელს თბილისის ფიზკულტურის ტექნიკუმში. პირველი მასწავლებელი იყო ილო სვანელი (თომაშვილი). უნდა აღინიშნოს. რომ ძიუდოს განვითარება ამ პერიოდში საბჭოთა კავშირში შეჩერდა. ძიუდოს დანერგვა და განვითარება განახლდა XX საუკუნის 60-იანი წლებიდან..
პირველი ჩემპიონი სამბოში
1939 წლის 25-26 ნოემბერს ლენინგრადში (ახლანდელი პეტერბურგი) ჩატარდა საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატი ჭიდაობა სამბოში. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რვა წონით კატეგორიაში. 87 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ კონსტანტინე კობერიძემ. იგი არის აგრეთვე პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მან ეს გამარჯვება პრაღაში (ჩეხოსლოვაკია) 1947 წელს მოიპოვა.
პირველი საერთაშორისო შეხვედრა
1957 წლის შემოდგომაზე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა ქართველ სამბისტთა პირველი საერთაშორისო შეხვედრა საქართველოს ”დინამოს” და უნგრეთის მონათესავე სპორტსაზოგადოება ”დოჟა”ს შორის. გაიმარჯვეს ქართველმა სამბისტებმა: ბიძინა მაზიაშვილმა, გურამ სიმონიშვილმა, შოთა დაუშვილმა, ოთარ სინჯიკაშვილმა (მწვრთნელი -ქრისტეფორე ნინიაშვილი).
ქართველი სამბისტების პირველი ოლიმპიური მედლები
1964 წელს ტოკიოში გამართულ XVIII ოლიმპიურ თამაშებზე პირველად შეიტანეს პროგრამაში ძიუდო. ამ ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოასპარეზე ქართველმა სამბისტებმა ანზორ კიკნაძემ და ფარნაოზ ჩიკვილაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვს.
პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონები სამბოში
1973 წელს ირანის დედაქალაქ თეირანში ჩატარდა პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი სამბოში. სხვათა შორის პირველად ჩატარდა ერთ ქალაქში სამი მსოფლიო ჩემპიონატი ერთმანეთის მიყოლებით ჭიდაობის სამ სახეობაში - კლასიკურში, თავისუფალში და სამბოში. თეირანის ფარახის სტადიონზე პირველი მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ გენადი გიორგაძე 48 კგ წონით კატეგორიაში და ლევან თედიაშვილი 90 კგ წონით კატეგორიაში. უნდა აღინიშნოს, რომ ლევან თედიაშვილმა მაშინ მსოლიოს ჩემპიონის წოდება თავიშუფალ ჭიდაობაშიც მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი ფალავანი რომელსაც ორ სხვადასხვა სახეობაში ჰქონდა მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო.
სამბოს სართაშორისო ტურნირები საქართველოში
1997 წლის 9-11 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდა მსოფლიოს 21-ე ჩემპიონატი სამბოში. გუნდურ პირველი ადგილი საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა. 1997 წელი მსოფლიოს ჩემპიონატი, თბილისი 2008 წლის 28აპრილი-2მაისს ევროპის 26-ე ჩემპიონატი, თბილისი. 2010 წელი მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის, თბილისი.
პირველი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული
1967 წლის 15-17 დეკემბერს რიგაში (ლატვია) ჩატარდა პირველი საერთაშორისო ტურნირი სამბოში, სადაც პირველი ქარტველი ჩემპიონი გახდა ანზორ მარტყოფლიშვილი (66კგ), რომელმაც ერთი წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა ძიუდოში.
როდის უწოდეს სამბო?
თავისუფალი ჭიდაობისგან განსხვავების მიზნით 1947 წელს საბჭოთა კავშირში სხვადასხვა ხალხების ჭიდაობებზე დაფუძნებულ ამ ორთაბრძოლას სამბო უწოდეს. ეს რუსული აბრევიატურაა და თავდაცვას უიარაღოდ ნიშნავს. (Само зашита без оружия ).
ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სამბისტი
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჯონდო მუზაშვილი არის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სამბისტი. იგი 1995-1996-1997 წლებში ზედიზედ სამჯერ ფლობდა ამ ტიტულს 74 კგ წონით კატეგორიაში. მას მოპოვებული აქვს აგრეთვე ევროპის ჩემპიონატის ოქრო 1994 წელს და არის მსოფლიო თასის მფლობელიც. ამას გარდა არის მსოფლიო ჩემპიონატის სამგზის და ევროპის პრიზიორი. ჯონდო მუზაშვილი ამჟამად საბერძნეთში მოღვაწეობს.
ლევან თედიაშვილი
ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა მოჭიდავემ ლევან თედიაშვილმა თეირანში 1973 წელს 10 დღეში ორ სხვადასხვა სახის ჭიდაობაში, თავისუფალში და სამბოში, მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ლეგენდარული მოჭიდავე ლევან თედიაშვილი საბჭოთა კავშირის ვერცხლის პრიზიორი იყო სამბოში ჭაბუკთა შორის. ეს ტიტული მან 1966 წელს ლენინგრადში მოიპოვა 70 კგ წონით კატეგორიაში.
ქართველი მსოფლიო ჩემპიონები სამბოში
გენადი გიორგაძე
1973 წ. 48 კგ. თეირანი.
(პირველი მსოფლიოს ჩემპიონი სამბოს ისტორიაში
იოსებ მაღალაშვილი
1974 წ. 52 კგ. ულან-ბატორი (მონღოლეთი)
მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში, 1975 წ. 52 კგ მინსკი (ბელორუსია) მსოფლიოს მეორე პრიზიორი, სსრკ სპარტაკიადის (1975, 1979 წწ) ორგზის და სსრკ სამგზის ჩემპიონი (1974, 1976, 1977 წწ). მსოფლიო თასის მფლობელი.
ჯემალ მჭედლიშვილი
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში 82 კგ (1987 წ. მილანი (იტალია), 1989წ. ვესტორანჟი (აშშ)). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1987 წ. სოფია (ბულგარეთი), 1989 წ. ჰერნბეი (დიდი ბრიტანეთი)). მსოფლიო თასის მფლობელი. საქართველოს ორგზის ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1985, 1986 წწ.). სსრკ სპარტაკიადის მეორე პრიზიორი ძიუდოში.
ვალერი პარუნაშვილი
მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში +100 კგ. (1991 წ. შამბერი (საფრანგეთი)). მსოფლიოს მეორე პრიზიორი (1993 წ. ). მსოფლიოს მესამე პრიზიორი(1995წ.). საქართველოს ფალავანი (1995წ.). დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიოს ჩემპიონი.
ჯონდო მუზაშვილი
1974 წ. 52 კგ. ულან-ბატორი (მონღოლეთი)
მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში, 1975 წ. 52 კგ მინსკი (ბელორუსია) მსოფლიოს მეორე პრიზიორი, სსრკ სპარტაკიადის (1975, 1979 წწ) ორგზის და სსრკ სამგზის ჩემპიონი (1974, 1976, 1977 წწ). მსოფლიო თასის მფლობელი.
ბადრი ჯანიაშვილი
მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში 57 კგ. (თბილისი (საქართველო)). მსოფლიოს სამგზის პრიზიორი 1993 წ.-III, 1996 წ.-II, 2002 წ.-III. ევროპის ორგზის პრიზიორი 1996, 2003 წწ.
იოსებ ახალბედაშვილი
მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში 100 კგ (1997 წ. თბილისი (საქართველო)). ევროპის ჩემპიონი (1998 წ. შაულიაი (ლიტვა)). მსოფლიოს ორგზის მესამე პრიზიორი 1995, 1998 წწ. ევროპის სამგზის პრიზიორი 1995, 1997, 1999 წწ. მსოფლიო თასის მფლობელი.
მინდია ბოდაველი
მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში 90 კგ. (2006 წ. სოფია (ბულგარეთი)). ევროპის ორგზის ჩემპიონი - 2006 წ. ბელგრადი (სერბეთი), 2007 წ. კრავეცი ბულგარეთი. მსოფლიოს მეორე პრიზიორი - 2005წ, მსოფლიოს მესამე პრიზიორი - 2010წ. ევროპის მესამე პრიზიორი - 2005 წ. და 2009წ., ევროპის მეორე პრიზიორი - 2010 წ.
მირიან პავლიაშვილი
მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში 100კგ. (2007 წ. პრაღა (ჩეხეთი)). ევროპის ჩემპიონი- 2008 წ. თბილისი (საქართველო). მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი - 2002 წ.
ლევან თედიაშვილი
1973 წ. 90 კგ. თეირანი
მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 1973, 1974, 1975 წწ.), ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონი (XX, XXI ოლიმპიადები 1972, 1976 წწ.) ევროპის სამგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1974, 1976, 1978 წწ.) სსრკ სპარტაკიადის და სსრკ სამგზის ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი. ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი
სერგეი ტერნოვიხი
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში 52, 57 კგ.(1984 წ მადრიდი, 1985 წ სან-სებასტიანი (ესპანეთი)). სსრკ სპარტაკიადის მეორე პრიზიორი 1983 წ.s
მალხაზ ბერუაშვილი
მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში + 100კგ (1990 წ მოსკოვი (სსრკ)). სსრკ სპარტაკიადის ჩემპიონი ძიუდოში 1983 წ. საქართველოს ხუთგზის ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1979, 1982, 1984, 1987, 1989 წწ.).
არჩილ ჩოხელი
მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში 68 კგ. (1993 წ. ომსკი (რუსეთი)). მსოფლიოს ცხრა გზის პრიზიორი. მსოფლიო თასის მფლობელი.
დავით ხახალეიშვილი
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში +100 (1996 წ. ტოკიო (იაპონია), 1997 წ. თბილისი (საქართველო)). 1992 წ. XXV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ძიუდოში (ბარსელონა, ესპანეთი).
მამუკა კურდღელაშვილი
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში 62 კგ. (1997 წ. თბილისი (საქართველო), 1999 წ. ხიხონი (ესპანეთი)). მსოლიოს ორგზის მეორე პრიზიორი 1994,1996 წწ. მსოფლიო თასის მფლობელი.
აკაკი ხანიშვილი
მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში 57 კგ. (2002 წ. პანამა (პანამა)). მსოფლიოს მეორე პრიზიორი 2001 წ.
უშანგი კუზანაშვილი
მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში 52კგ. (2007 წ. პრაღა (ჩეხეთი)). . მსოფლიოს მესამე პრიზიორი - 2006 წ.
ქართველი ევროპის ჩემპიონები სამბოში
მევლუდ მელაძე
ევროპის ჩემპიონი სამბოში 57 კგ. (1991 წ. ტურინი (იტალია)). ევროპის ორგზის მესამე პრიზიორი - 1992, 1993 წწ.
მურთაზ თურქია
ევროპის ჩემპიონი სამბოში 62 კგ. (1991 წ. ტურინი (იტალია)). ევროპის ორგზის პრიზიორი 1992, 1995 წწ.
ნიკოლოზ ბიბილაშვილი
ევროპის ჩემპიონი სამბოში 82 კგ. (2000 წ. მადრიდი (ესპანეთი)). ევროპის ოთხგზის პრიზიორი.
გელა ბარათაშვილი
ევროპის ჩემპიონი სამბოში 57 კგ. (2004 წ. შაულიაი (ლიტვა)).
ნესტორ ხერგიანი
1974 წ. 52 კგ. ულან-ბატორი (მონღოლეთი)
ევროპის ჩემპიონი სამბოში 62 კგ. (2009 წ. მინსკი (ბელორუსი)).
გია ნაცვლიშვილი
ევროპის ჩემპიონი სამბოში 68 კგ. (1991 წ. ტურინი (იტალია)).
ვანო გამხიტაშვილი
ევროპის ჩემპიონი სამბოში 90 კგ. (1999 წ. სოფია (ბულგარეთი)). ევროპის ექვსგზის პრიზიორი და მსოფლიო თასის მფლობელი.
ზვიად ჩინჩალაძე
ევროპის ჩემპიონი სამბოში +100 კგ. (2003 წ. ალბენა (ბულგარეთი)). ევროპისა ორგზის პრიზიორი
დავით სვიმონიშვილი
ევროპის ჩემპიონი სამბოში 62 კგ. (2009 წ. მილანი (იტალია)). ევროპის პრიზიორი.
ლევან წიკლაური
ევროპის ჩემპიონი სამბოში 82 კგ. (2008 წ. თბილისი (საქართველო)). ევროპის პრიზიორი.
უშანგი კუზანაშვილი
ევროპის ოთხგზის ჩემპიონი - 2007 წ. კრავეცი (ბულგარეთი), 2009 წ. მილანი (იტალია), 2010 წ. მინსკი (ბელარუსი), 2011 წ. სოფია (ბულგარეთი). ევროპის სამგზის მეორე პრიზიორი - 2004,2006, 2008 წწ.
საქართველოს ნაკრები ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე
ვახტანგ ჩიდრაშვილი (57), კახა მამულაშვილი (74), დავით კარბელაშვილი (90), ნოდარ მეტრეველი (+100), შორენა შარაძე (60), თეა სუხიტაშვილი (68)