ვოვ, რა მაგარი ვიქენდი გვქონდა კრივის ფანებს ! ! !
არ ვიყავი ქალაქში, შესაბამისად ეხლა დავწერ ამ ვიქენდის განხილვას:
დავიწყოთ პრაისით, ვულოცავ მოგებას... (?) მაგრამ, არ ვიცი როგორ ადრით ამ კაცს ვაილდერს... 1-2 რაუნდი წააგო პრაისმა ქულებით. ვერასოდეს ვერაფერს ვერ მიაღწევს ჩემი აზრით, ჭკვიანი ბოქსიორი ყოველთვის დაარტყავს ,,კისერში'' და ვსო ეგაა 10-8 რაუნდი გარანტირებული აქვს.
შენონ ბრიგსმა მოიგო (ვიღაცასთან... კლიჩკო უნდა

)
მანუელ ჩარმა მოიგო ასევე (მარა აზრი არ აქვს, ჰევივეითში მაგის ყოფნას)
ჯესი ვარგასმა მოიგო, მომეწონა პერფომანსი, მაინტერესებს უკვე რას იზავს ვარსკვლავების წინააღმდეგ.
და მთავარი ივენთი

რა ბრძოლა და რა შოუ:
პაკმენ VS ბრედლიშესავალი:
ძალიან საინტერესო იყო, რამდენს მიაღწია პირველი ბრძოლის მერე ბრედლიმ, ასევე ძალიან საინტერესო იყო, დაბრუნდებოდა თუ არა ,,ძველი პაკმენი'' რინგზე...
გამოჩნდა, რომ ბრედლიმაც ბევრს მიაღწია და პაკმენიც დაბრუნდა ზოგიერთ რაუნდებში... მაგრამ ორივეს ცოტა დააკლდა: ბრედლიმ ვერ მიაღწია იმდენ საკმარისს, რომ პაკმენისთვის მოეგო და პაკმენი აღარ არის ის პაკმენი რაც ადრე იყო (გარდა რამოდენიმე რაუნდისა, სადაც კომბინაციით 7-8 დარტყმით ძველი პაკმენი გამახსენდა).
დამწყები რაუნდები 1-6:
პაკიაომ გვიან დაიწყო, ან ერთ მომენტში მისი გეგმაც იყო ეს... ბრედლი პირველი რაუნდის მერე ფანჩერობაზე გადავიდა... იქნევდა დიდ ჰუკებს, ბევრს არტყავდა პაკმენს, პირველი რაუნდები ბრედლიმ მოიგო და HBO-ს ლიდერმენიც სქორ ქარდიდაც და ჩემი დათვლილი ქულებითაც 1 ქულით გაუსწრო პაკმენს რაუნდებში... ბრედლი ბევრს ბლოკავს, იცელს დარტყმებს და პასუხობს ისეთი დარტყმებით რასაც ხალხი და ჯადჯები ხედავენ... პაკმენის პატარა კომბინაციებიც იყო დამწყებ რაუნდებში, მაგრამ 3-4 თუ მოხვდებოდა იქედან ბრედლის... და ამ 3 დარტყმას 1 ცალი ბრედლის ფოუვერ ფანჩი ანეიტრალებდა... ბოდი შოთები ისროლა ბრედლიმ ძალიან კარგი და ბრედლი ყოველთვის უტევდა სწრაფად რაუნდის დასაწყისში და ამან ბრედლი 1 ქულითაც კი წინ წაიყვანა... ასევე მე-4 რაუნდის დიდმა გარტყმამ, კარგად კი გაარტყა, თუმცა ეს ის არ იყო, რეებსაც ბრედლი იქამდე ისროდა ან იმის მერე 2 რაუნდი, უბრალოდ ახლო იყო ძალიან და ბევრი ძალა ვერ ჩადო.
შუა რაუნდები: 6-10
მე-6 რაუნდიდან ბრედლის ჰუკები შენელდა, დაიღალა ფანჩერობით, მითუმეტეს რომ პაკიაომ მე-4 რაუნდის მერე აცელები დაიწყო და ბრედლი მთელს ენერგიას ხარჯავდა როცა დიდ ფანჩებს ისროდა ჰაერში... პაკიამ დაიწყო თავისი შეტევები 4-5 დარტყმით, შუა რაუნდებში ისეთი შეტევებიც ჩაატარა რასაც ადრე აკეთებდა 8-9 დარტყმა ელვის სისწრაფით, თუმცა ცოტა მიზანი აკლდა, მაგრამ 4-5 მაინც ხვდებოდა ბრედლის... ბრედლი ნელ-ნელა ,,frustrated'' (ვერ გადავთარგმნე

) ხდებოდა... გიჟდებოდა რომ ვეღარ ყვებოდა პაკიაოს ტემპს... პაკიაო ურტყავდა ბრედლი ისროდა და აცელდა... სანამ ბრედლი 2 ჰუკს მოიქნევდა რომელსაც 2 წამი ჭირდებოდა იქამდე პაკიაო 5ს ურტყავდა... გვიან რაუნდებში (9-10) საერთოდ მოეშვა ბრედლი, ძალიან დაიღალა ფანჩერობის სტილით (მაგრამ როგორც ჩანს მთელი ტრეინინგ კემპი ფანჩერობაზე უვარჯიშებია და არ ქონდა პლან B და ა.შ.) რაუნდები მიდის პაკიაოს ლიდერობით, რაუნდის ბოლოს ბრედლი დადგებოდა კუთხესთან პაკიაო 9-10ს დაარტყავდა და ზარამდე ბრედლი წინ წამოიწეოდა 3-4 ძლიერი დარტყმით საიდანაც პაკმენს მხოლოდ 1 ხვდებოდა. (1 რაუნდი მოიგო აქედან სადღაც ბრედლიმ, ისიც შემთხვევით, გაუვარდა რაღაცეები, როცა ფანჩერობა და თავისი ძველი ტექნიკური სტილი აურია ერთმანეთში, თან თავთან ხელები აწია)
ბოლო რაუნდები: 11-12
ბრედლიმ აღარ იცის რა გააკეთოს ან სად წავიდეს, დაღლილობა ძალიან ეტყობა და აღარ იცის მეტი რა გააკეთოს რინგზე რომ პაკიაოს წინააღმდეგობა გაუწიოს, პაკიაო 3-4 დარტყმის კომბინაციით ისევ უტევს და უტევს ბრედლის, ბრედლის მეტი აღარაფერი რჩებოდა და თავს იქნევდა მარტო არ მხვდება ან არ მტკივაო... ბრედლი ზედ პაკიაოს დარტმებზე მიდიოდა რომ თვითონაც გაერტყა რამე, აღარავითარი დაცვა ან აცელები.
1-2 ბრედლის მძიმე დარტყმა (რომელშიც დაღლილობისგან ძალა აღარ იყო) 4-5 პაკიაოს კომბინაცია, რომელსაც ასევე ძალა აღარ ქონდა უკვე რომ ბრედლი უკან გადაეგდო... და ზარი.
დასკვნა:
ძალიან მაგარი ბრძოლა იყო, დიდი ხანია ასე არ მისიამოვნია ტექნიკური მატჩით... ყოჩაღ ორივე მებრძოლს, ძალიან მაგარი გული და ტექნიკა აჩვენეს...
115-113 UD მენნი პაკიაო! ჩემი ქულებით (მაგრამ არაფრით მეტით ნაკლები პაკიაოს, ასევე მშვენიერი შედეგი იყო 2 ჯადჯისგან 116-112, უბრალოდ მე მგონია (2ჯერ ვუყურე) რომ მე-6 რაუნდი ბრედლიმ მოიგო, ლიდერმენმა პაკმენს მისცა) პაკიაომ საკმარისი გააკეთა ნამდვილად რომ მოეგო... არასწორი გეგმით გამოვიდა ბრედლი და პაკიაომ ეს არ აპატია...
პაკმენი:
კარგად იმუშავა, ის არ იყო რაც მეგონა და რაც მინდოდა უკვე ბოლო რაუნდებში რომ ბრედლი მაგრად ეცემა და დაესაჯა, მაგრამ უკვე ახალი პაკმენისგან მშვენიერი პერფომანსი იყო, სწრაფი კომბინაციები, გაცლა დარტმებისგან... არ დაიბნა ბრედლი რომ ფანჩერობით გამოვიდა და აუღელვებლად აკეთებდა თავის საქმეს.... კომბინაციები, კომბინაციები და აცელა... სანამ ბრედლი არ დაიღალა... შემდეგ კი სრული შეტევა ბრედლიზე... დარწმუნებული იყო თავის თავში რომ მოიგებდა და შეძლო კიდეც ეს... უბრალოდ მინდოდა უფრო მეტი ემუშავა და 100% ძველი პაკიაო დაბრუნებულიყო, უფრო აგრესიული.
როგორც ჩანს ძველ პაკმენს ვეღავ ვიხილავთ თუმცა გყვავს ახალი პაკმენი რომელიც უკვე #1ია თავის წონაში. (მარკეზთან მე5? არა დავიღალე... თუმცა დიდი შანსია მენიმ მოუგოს).
ბრედლი:
ძალიან მომეწონა ბრედლის პერფომანსი, ბოლომდე იბრძოლა... ნამდვილად კარგი მებრძოლია და ძალიან ბევრს დაამარცხებს, თუმცა პაკმენის სისწრაფე მაინც თითქმის ყველაფერს ამარცხებს... სიამოვნებით ვნახავ პაკმენ - ბრედლი III ნაწილს.. თუმცა მინდა რომ ტრენერი შეიცვალოს... ვირჯილ ჰანთერი დახატავს ბრედლის. არასწორე გეგმით ავარჯიშა ტრენერმა ბრედლი:
დასკვნა:
შენ ვერ დაანოკაუტებ მოწინააღმდეგეს, თუ ორიენტირებული ხარ მხოლოდ ნოკაუტზე, თუნდაც სუპერ ჩემპიონი იყო (პარალელები ნონიტო დონეირი - ჯეფრი მატაბულას წინააღმდეგ) როგორ შეიძლებოდა პაკიაოსთან ფანჩერობის სტილით გეჩხუბა, როცა პაკიაოს ბევრი ფანჩერი ყავს დამარცხებული?! და კონტრ-ფანჩერთან (მარკესი) კიდე მთელი მე-3 მსოფლიო ომი გამოიარა. არ მესმის ზოგი ტრენერის რა:
თუ ჩემს ჩვეულებრივ სუსტ მებრძოლს 1 თვეში ბრძოლა აქვს დევიდ პრაისთან, რაზე ვავარჯიშებ მე მას?! სისწრაფეზე? ან ბოდი ვორქზე?!(კორპუსში დარტყმებზე?) არა... რაღა თქმა უნდა ფანჩერობაზე და მიზანზე, რამეთუ ვიცი - კისერში გაარტყავ პრაისს და მორჩა ძირსაა... ეხლა თუ უკვე მებრძოლი ვერ გააკეთებს ამას რინგზე რომ კისერში გაარტყას და შეეშინდება ან ვერ მიწვდება - ეს უკვე მებრძოლის ბრალია და არა ჩემი, იმიტომ რომ მე სწორი გზით ვავარჯიშე... და მუცელში დარტყმებზე და სისწრაფეზე რომ მევარჯიშებინა, მუცელში ემუშავე - შედი დაარტი და გამოდი თქო და ქულებით UD12ის მოიგებ თქო, პრაისი დაშლიდა ძვლებში... იმიტომ რომ მეტი ძალა აქვს. მე სწორედ ვავარჯიშე, სწორი გზა ვაჩვენე, მაგრამ მაგის მაგივრად მე ვერ გავაკეთებ საქმეს რინგზე.
ეხლა: თუ მე ვხედავ, რომ პაკიაო ძალიან მაგარია, და გაუჭირდა მხოლოდ ერთთან ძალიან რომელიც კარგი კონტრ-ფანჩერი იყო, რომელსაც ასევე კარგი ტაიმინგი ჰქონდა... რაზე ვავარჯიშებ ჩემს ბოქსიორს? იმ ტექნიკაზე რაც პაკიაომ შუაზე გააპო?! მარგარიტო, კოტო, კლოტი?! თუ კონტრფანჩერობაზე და ტაიმინგზე?... მარტო ეგეთი ფანჩებით რომ გამოვიდა ბრედლი, როდის აქეთ იყო ფანჩერი? და ეგონა რომ მაგ დიდი მოქნევებით რამეს გაარტყავდა და დაანოკაუტებდა? სირცხვილი - ჯოელ დიაზს.
ფანჩერები არ იქმნებიან, ისინი იბადებიან... - ტაისონი დაიბადა როგორც ფანჩერი - By Eddie Atlas.