ქევხა როგორი მენეჯერია არ ვიცი, მაგრამ ფულზე გაგიჟებული კაცის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, თუმცა დადებით შედეგის მისაღწევად მარტო პირადი პატიოსნება საქმარისი არ არის.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მოვლენები შესაძლოა ასე განვითარდეს:
ოლიმპიადაზე ნაკრების სავარაუდო ჩასვრის შემდეგ გაიმარჯვებს ის მხარე ვის ზურგსაც უფრო დიდი ლობი ამაგრებს.
ანუ
თუ მხარეებად უზნასა და ქევხას წარმოვადგენთ, დღეისათვის უზნას პოზიციები უფრო ძლიერია, რომელიც სავარაუდოდ განუზომლად გაძლიერდება თუ სასწაული მოხდა და ვინმემ ოქრო აიღო.
უარყოფითი შედეგის დადგომის შემთხვევაში, უზნაძეს და მის კლანს აუცილებლად ექნებათ მომზადებული გეგმა B, რაც სავარაუდოდ ქევხას თავის გაგორებას გამოიწვევს.
ყველა ვარიანტში, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოზიციები საკმაოდ მოფანფალებულია.
ახლა ცოტა რამ ქევხაზეც.
დავუშვათ და ზვიადაური - უზნაზის კლანი ჩააჩოჩა.
რა გვექნება ასეთ შემთხვევაში?
ნაკრების მთავარ მწვრთნელად გუგავა ან სხვა ძე-ზე ან შვილ-ზე გვარდამთავრებული ტიპი დაინიშნება, რაც იმას გამოიწვევს, რომ დაახლოებით წელიწადნახევრის, ან 2 წლის შემდეგ გულშემატკივრები ისეთივე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, როგორიც დღეს გვაქვს.
მჯერა რომ კვალიფიციური უცხოელი (იაპონელი, ან კორეელი) მწვრთნელის დანიშვნა საქართველოს ნაკრების მომავალი წარმატებისთვის საკმარისი, არა მაგრამ აუცილებელი პირობაა.
თუ ქევხა ასეთ ხალხს უკვე ეძებს და მათთან კულუარულ მოლაპარაკებას მართავს, მაშინ მას ჩემი რესფექთები და უვაჟუხა თუ არა და მოგვიწევს ნაცნობ წრეზე ტრიალი.
1. გურჯული მენტალიტეტის შეცვლა.
2. კურატორების ინსტიტუტის დანერგვა (ყველა წონას თითო პასუხისმგებელი მწვრთნელი 1 წლიანი კონტრაქტით).
3. კვალიფიციური ფიზმომზადების მწვრთნელის დაქირავება.
4, ტექნიკის - ახალი ილეთების შესწავლისა და ძველის დახვეწის სპეციალური პროგრამის შემუშავება. პირად მწვრთნელთან და წონის კურატორთან ერთად ამ მიმართულებით სპეციალურად დანიშნული მწვრთნელის აუცილებლობა.
5. 3-4 ნომრების დონის ასამაღლებლად, იაპონიის მაგალითზე, წელიწადში რამდენიმე (5-6) შიდა სარეიტინგო ტურნირის ჩატარება, რომელზე მოპოვებული ქულები, ევროპული ოუფენის ქულების ტოლფასი, ხოლო საქართველოზე გამარჯვება გრანპრის ქულების ტოლფასი უნდა იყოს.
ანუ ნაკრების წევრების რანგირება საერთაშორისო და შიდა ქულების დაჯამებით უნდა ხდებოდეს.
ასეთ დროს, ყველა სპორტსმენი მთელი წლის განმავლობაში აქტიურია, კონკურენტის სუნთქვას გრძნობს და ვითარდება.
6. ფსიქოლოგების და ანალიტიკოსების ჯგუფის შექმნა რომელებიც სპორტსმენებთან არამარტო ინდივიდუალურად იმუშავებენ, არამედ მწვრთნელებს მიაწვდიან ინფორმაციებს სავარაუდო მოწინააღმდეგეების ძლიერ და სუსტი მხარეების შესახებ. მათთან ერთად დაგეგმავენ მომდევნო შეხვედრის სტრატეგიას, გაანალიზებენ და გაარჩევენ ჩვენი სპორტსმენების მიერ ჩატარებულ თითოეულ შეხვედრას.
7. ბავშვთა ძიუდოში, ტრადიციული ქართული ილეთების შესწავლის პარალელურად პარტერისა და დღეისათვის ძიუდოში ყველაზე ტრენდული ილეთების შესწავლის დანერგვა.
8. ხელფას-პრემიის სისტემის ოპტიმიზაცია.
სრულიად სპონტანურად, ყოველგვარი ფიქრის გარეშე, რაღაც აბდაუბდობები დავწერე, მაგრამ კარგი რაღაცეების ამორჩევა და გამოყენება შესაძლებელია.
დანიის სამეფოში რაღაც ისე არ არის მეგობრებო და ამიტომ ყველაფერი რადიკალურად უნდა შეიცვალოს.
რევოლუციაა საჭირო ქართულ ძიუდოში, რის შედეგად ბექასნაირი ტალანტების დაბადებას საცოდავად კი არ დაველოდებით, არამედ საშუალოზე მაღალი დონის ძიუდოისტებს კონვეირივით გამოვუშვებთ.
This post has been edited by VoK on 2 Apr 2016, 10:27
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...