aprilsilverრამდენიმე დღე და ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში სტარტს ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს. ტურნირს, წინა წლებისგან განსხვავებით, ძალიან პრინციპული და დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ფინალური ექვსეული ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურს მოიპოვებს.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ყაზახეთში პრობლემებით მიემგზავრება. როგორც ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, გიორგი იანტბელიძე “რეკორდერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, ნაკრების 70%-ს დღეს ტრავმები აქვს, ამიტომ დასახული მიზანი ლიცენზიათა მაქსიმალური რაოდენობის მოპოვებაა.
გენო პეტრიაშვილის უშუალო კონკურენტ თურქ ტაჰა აკგულს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის წინააღმდეგ, კვლავ ქართველი მოჭიდავეები ამზადებენ, მაშინ, როდესაც მისთვის სპარინგ-პარტნიორი ჭიდაობის ფედერაციას უცხოეთიდან ჩამოჰყავს. იანტბელიძე ამბობს, რომ სამინისტრო და ოლიმპიური კომიტეტი საქმის კურსში არიან, მაგრამ პრობლემა დღემდე გადაუჭრელია.
ხელი აქვს დაზიანებული ავთო კენჭაძესაც, რომელიც ნურ სულთანში განთესილი იქნება და ისეთ ძლიერ მეტოქეებს მინიმუმ ნახევარფინალამდე აცდება, როგორებიც ამერიკელი ბეროუზი, იტალიელი ჩამიზო და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, სიდაკოვია, რომელთანაც კენჭაძემ გასულ წელს, ბუდაპეშტში სადებიუტო მსოფლიოს ფინალი წააგო.
პრობლემა ბევრია, მიზანი კი უცვლელი – გიორგი იანტბელიძე აცხადებს, რომ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ სასურველი შედეგის მისაღწევად და ლიცენზიების მოსაპოვებლად, მომავალი წელი კი სრულად უნდა დაეთმოს ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას.
„ოლიმპიური დღიურების“ სტუმარი გიორგი იანტბელიძეა.
მაგდა კლდიაშვილი
რა ცუდი სიტუაციაა და არც ცდილობენ გამოსწორებას რეალურად არ ცდილობენ.
ამდენი წელია ვამბობ ჭიდაობას მიხედეთ ამ ყველაზე შედეგიანი სპორტის სახეობას საქართველოს სპორტის ისტორიაში თქო და არავინ არ აქცევს ყურადღებას.
ჭიდაობა ოკუპირებული აქვთ გარკვეულ ხალხს.
ბავშვთა ჭიდაობაზე ერთ თეთრს არ ხარჯავს არც ეს ხალხი არც სახელმწიფო.
მწვრთნელებს არ აქცევენ ყურადღებას და შედეგით ყველა ცნობილი და ძლიერი ტრენერი ჭიდაობის ვინც საბჭოთა სკოლიდან შემოგვრჩა სხვა ქვეყნებმა წაიყვანეს.
მიზეზი ქართული ფეხებზე მკიდია მენტალიტეტი მაინც ჭიდაობის ქვეყანა ვართ ვიღაც მუშა მწვრთნელი გაზრდის ახალ ლევან თედიაშვილი....
როდესაც ვამბობ მწვრთნელები და მოჭიდავეები გარბიან უცხოეთში და მიხედეთ თქო ამ საკითხს ყველას კიდია და აგერ ჩვენმა კიდევ ერთმა ისტორიულმა მტერმა თურქეთმა ქართველი გენო პეტრიაშვილის წინააღმდეგ ქართველი ტრენერები და მოჭიდავეები ჩართო და ტაჰა აკგიულს ამზადებენ.
სპორტის სამინისტრო და საქართველოს მთავრობა სირცხვილია ამაზე მეტად რაღა უნდა გაუკეთონ ჭიდაობას არ ვიცი.
ხალხი ჭიდაობაში ტრენერები უხელფასოდ ავარჯიშებენ ბავშვებს და პრემიებს და ხალხის ფულს თქვლეფავენ უბრალოთ სირცხვილის და კორუფციის ზღვარს გადააჭარბეს სპორტის კორუფციონერმა ჩინოვნიკებმა.
ძიუდოში ჩავარდნას რაგბში ჩავარდნას ჭიდაობაში ჩავარდნას და გამოდის სპორტს მიზანმიმართულად დედას უტყნავენ და ეს იმ დროს საქართველოს ვერცერთ სფეროში ვერ აღწევს წარმატებას ამ რამოდენიმე სპორტის სახეობების გარდა სრული სიბნელე და ნოლია და ამ უკანასკნელსაც გვინადგურებენ.
This post has been edited by bossi on 11 Sep 2019, 21:55