ფიური შეპირებისამებრ 15 ფუნტით დამძიმდა. უაილდერმა კი ყველა გააკვირვა თავისი წონით. აშკარაა იცოდა ფიური რომ ჭიდაობას აპირებდა და შესაბამისი ზომებიც მიიღო. ისე ფიურის შეკრებაზე რა ხდებოდა ალბათ ხუთი თითივით იცის უაილდერმა. მისი თანაშემწე მწვრთნელი ბრილანდი ყოფილი კრონკელია და იქიდან ინფორმაციის გამოტანა არ გაუჭირდებოდა.
კარიერაშე უმძიმესია უაილდერი და ეს სწორი გადაწყვეტილებაა. თუმცა ფიურიზე მაინც ბევრად მსუბუქია და კლინჩი ძაან გაუჭირდება. მითუმეტეს რომ მას ახლოში ჩხუბი ეჩხუბოს არავის უნახია.
მოკლედ როგორც ზემოთ დავწერე ყველაფერი ისე წავა. ეს იქნება ჭიდაობა, გლახაობა. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას თუ როგორ იმსაჯებს ბეილისი.
ჩემი საბოლოო პროგნოზი: ფიური იგებს ნოკაუტით მე-10 რაუნდში.