ლუხუმაზე მინდა დავწერო და კარგი იქნება თუ წაიკითხავს.
მოდი ჯერ ის ვთქვათ რითი მიაღწია ამ გრანდიოზულ წარმატებას:
1. ტექნიკა.
ტექნიკური არსენალი ძალზე გაამრავალფეროვნა. მავანი იტყვის, ვარჯიშებზე ეგ ადრეც ძალიან მაგარ რაღაცეებს აკეთებდა და დამწყებებს ახლაც ყველანაირი ილეთით ააყირავებსო, მაგრამ ფაქტია, რომ წლევანდელ ევროპაზე და განსაკუთრებით მიმდინარე მსოფლიოზე, ჩვეული ოდენ ჯაჯგურ-ბღლარძულა ლუხუმა ნამდვილად არ გვყოლია. ერთი სიტყვით, მისი ტექნიკური პროგრესი 26 წლის ასაკში უკვე თვალშისაცემია.
2. ტაქტიკა.
იქ სადაც გრძნობდა, რომ მოწინააღმდეგე კლასით მასზე მაღალა იდგა, ცდილობდა მეორე ნომრად ეჭიდავა და თავის შანს დალოდებოდა. რასაც კონტილეთის დახმარებით ყოველთვის ახერხებდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაცვითი სტილის მიუხედავად გაფრთხილებების გამო მოხსნის საფრთხის ქვეშ არც ერთხელ აღმოჩენილა.
3. ფიზიკა.
შესანიშნავად იყო მომზადებული. რაც იმაში გამოიხატა, რომ გოლდენ სქორში გადაყვანილი ყველა შეხვედრა აქტიურად ჩაატარა. სადაც შესანიშნავი დაცვითი ტაქტიკის გამო, მოწინაარმდეგის მიერ მიცემულ მინიმალურ შანსს იყენებდა, ხოლო იქ მოპოვებული შეფასება, თავადაც მოგეხსენებათ, საბოლოოა და მას დაცვა-შენარჩუნებაზე ჭიდაობა აღარ ჭირდება.
4. ფსიქოლოგია.
თავადაც ნახეთ, როგორი კონცეტრირებული იყო. აღარ შლიდა ხელებს და არ აპელირებდა არბიტრებთან. მკაცრად იცავდა მწვრთნელის
მიერ შემუშავებულ გეგმას.
4. მწვრთნელი.
როცა სპორტსმენი, ტექნიკურად, ტაქტიკურად, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად კარგად არის მომზადებული, ამასთან მწვრთნელს შესწავლილი და გაშიფრული ყავს შეგირდის თითოეული პოტენციური მოწინააღმდეგე, ჩათვალეთ რომ წარმატების 80% ხელში გიჭირავს.
ამიტომ თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ არა ამბაკო (და ყველა ვინც ლუხუმა ამ ჩემპიონატისთვის მოამზადა) ჩხვიმო ჩემპი ვერ გახდებოდა.
5. შეუფასებლობა.
მიუხედავად ევროპის ჩემპიონობისა, ლუხუმა თავისი კოლეგებისა და გულშემატკივრების უმრავლესობის შორის, მაინც საშუალო დონის, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჯაჯგურ-ფაფხურა, უინტელექტო ჯუდოკად ითვლებოდა. მასზე არავინ მუშაობდა და სერიოზულად არ განიხილავდნენ. შესაბამისად, განმეორდა ის რასაც შავიმ ლონდონში მიაღწია.
ჩემი აზრით, ლუხუმა ოლიმპიადაზე ვერაფერს მიაღწევს და აი რატომ.
1. პერსპექტივა.
როგორც ჩვენ გვჩვევია, ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე, იქ წამსვლელის ვინაობას წინასწარ ვასახელებთ. ამით არა მარტო აზრზს ვაკარგინებთ ამ წონაში სხვა სპორტსმენების გარჯას, ვკლავთ კონკურენციას, დათვურ სამსახურს ვუწევთ ოლიმპიადაზე წამსვლელს, არამედ ოლიპიადის გარეთ დარჩენილს ჯუდოკებს ვაიძულებთ სრული უპერსპექტივობის გამო ან ნაკლებად ივარჯიშონ, ან სხვა ქვეყანაში წასვლაზე იფიქრონ.
თავად ოლიმპიადაზე წასვლის კანდიდატი, როგორც წესი, არც საქართველოზე ჭიდაობს და თბილისის ტურნირს, ხომ საერთდოდაც "მოშნად" იკიდებს, ემანდ შემთხვევით კონკურენტმა არ დაამარცხოს და ყველაფერი თავიდან დასაწყები არ გაუხდეს. შესაბამისად რეგრესირბს და აღარ ვითარდება.
2. ოლიმპიადაზე ლუხუმა უკვე ისეთი გაშიფრულ-გადაღეჭილი იქნება შენი მოწონებული. ასე რომ....
3. მენტალიტეტი. წლის ბოლოს, როცა-ევროპა-მსოფლიოს ბონუსები ჩაირიცხება და გარაჟში ახალი "ბნვ" რომ შეგორდება, როგორ არ გინდა რომ არ იმარიაჟო?
ამდენ ჯუდოკებში, ერთადერთი კაცი (ხუბულური) გვყავს, რომელმაც მსოფლიოს მოგება 2-ჯერ მოახერხა. ოლიმპიადაზე ხომ საუბარი საერთოდ არაა..
არა მგონია, ლუხუმას გამონაკლისი იყოს.
და ბოლოს,
ჩემი აზრით, ქართველის სპორტსმენებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი სპორტული წლის შეჯამება უნდა იყოს, ხოლო ახალი წელი საქართველოს ჩემპიონატიდან და თბილისის ტურნირიდან უნდა იწყებოდეს. ასე ყველას თანაბარი შანსი ექნება, ხელს წინასწარ არავინ ჩაიქნევს და კონკურეცია-განვითარების პროცესი უფრო ობიქეტური და ეფექტური იქნება.
ასეთია ჩემი აღნიშნულ საკითხზე ჩემი მოსაზრება, ბუნებრივი არ ვამტკიცებ, აბსილუტურ სიმართლეს, შესაბამისად ლუხუმას და მის მიმდევრებს ჩემ "დაპადიეზდებას" და "ოსაკიკომიზე" დაჭერას არ ვურჩევ.
This post has been edited by VoK on 26 Aug 2019, 08:32
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...