ეგეთები დიდ ხანს ვერ რჩებიან მაღალ დონეზე. 1-2 ბრძოლიანი გამონათება აქვთ.
გამონაკლისია ბერნარდ ჰოპკინსი კრივში.
5 წელი იჯდა ციხეში, გამოვიდა და კრივს მიჰყვა.
23 წლისამ პროფესიონალური კარიერა დაიწყო წაგებით, პირველივე ბრძოლა წააგო.
28 წლამდე, ანუ 5 წლის განმავლობაში აღსანიშნავი მიღწევა არ ჰქონია. მერე სატიტულო ბრძოლა მოიპოვა და როი ჯონსთან წააგო.
29 წლის ასაკში მეორე სატიტულო ბრძოლა ჰქონდა, რომელც ფრედ დამთავრდა, ქამარი ვერ მოიპოვა მოკლედ.
ტიპს ყველაფერი ეუბნებოდა წადი, შეეშვი და ისევ კრიმინალს მიჰყევიო.
1 წელიწადში ზუსტად რიმატჩი მოიგო, ქამარი მოიპოვა.
30 წლის იყო ამ დროს, 30 წლის ასაკში ბევრი კარიერას ასრულებს, უფრო ბევრს უპერსპექტივოს ეძახიან.
მას შემდეგ 21 წელი იყო კიდევ რინგზე და ყველა დროის ერთ-ერთი წარმატებული მოკრივეა

საოცრებები აქვს ნაკეთები.