მოკლედ ვუყურე ჩხუბებს
დავიწყოთ იმით რომ ცოტა ფული მოვიგე, რის გამოც მადლობა ილიას და რომანას
ილია არის ცხოველი, ძალიან დიდი მომავალი აქვს, ქამარს აიღებს თუ არა არ ვიცი, მაგრამ ტოპ 5-10-ში იქნება უპრობლემოდ რაც ძალიან კარგია. 23 წლისაა ტიპი 10 წელი ufc-ში გვეყოლება იმედია

ილიას ჭიდაობა, კარდიო და ძალა რომ კარგია კი ვიცით ყველამ, ამ ჩხუბში ასევე ბოქსის საკმაოდ დახვეწილი ტექნიკა აჩვენა mma-სთვის
შეუძლიათ სერიოზულად ხელებით ჩხუბი და დასაფასებელია, ეს ტანის და თავის დარტყმების მონაცვლეობა, ლამაზი სანახავია და ეფექტურია(ღვიძლი თავზე უარესია ზოგჯერ

)
ილიამ კიდევ უნდა დახვეწოს ბოქსინგი, ზოგ მომენტში თავი ჩაღუნა და უბრალოდ იქნევდა ხელებს, რაც არასწორი იყო და ვისურვებდი კიდევ დახვეწოს ხელებით სტრაიკინგი
kick-ების დედაც რა, არაა აუცილებელი, 1-2 kick უნდა ისწავლოს კარგად და ეგაა, მაგაზე მეტი არცაა საჭირო და აუცილებელი.
თუ გრეპლინგი და boxing კარგი გაქვს ეგაა მთავარი
ილია

დოლიძე ძალიან მომწონს, მაგარი ტიპია, მაგრამ ჩაჯმული ვუყურებდი ჩხუბს, რადგანაც ბევრი შეცდომა დაუშვა და ამ წონაში ერთი კარგად რომ მოგადონ ეგრევე ვარდები ძირს, ალანმა ვერ გამოიყენა რომანის შეცდომები, მაგრამ სხვა გამოიყენებს.
რომანმა რომ დააგდო, იქვე უნდა ერტყა ხელები და ეგრე გაეთიშა, მაგრამ ცოტა გიჟია რომანი, მწვრთნელს რომ უთხრა მტკივნეულით მოვიგებო, მაგის მერე ჩაიციკლა და მაგან ცუდად იმოქმედა რომანზე.
რომანის კარდიოც ცოტა დასახვეწია, მაგრამ იმდენი იგიჟა დაიღალა კაცი, უკეთ უნდა გამოიზოგოს ენერგია.
მთლიანობაში მაინც კარგად იჩხუბა, მაგრამ დაკარგავს იმ 0-იანს თუ არ გამოასწორა შეცდომები
სანახაობრივად კი მომწონდა ენის გამოყოფები რომეროს სტილში, მაგრამ რომ დაგსვან მაგ ენის გამოყოფის მერე ძაან ტეხავს

რომანს რაზე აქვს სამუშაო
1. ჭკვინურად უნდა იჩხუბოს, როცა კაცი გდია ურტყი რა ამხელა იდაყვები რისთვის გაქვს
2. boxing-იც დასახვეწი აქვს ცოტა, კი ძლიერი დარტყმა აქვს, მაგრამ ტექნიკა დასახვეწია
კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს რომანი გამოასწორებს შეცდომებს.
პ.ს. split decision-ზე კომენტარსაც არ გავაკეთებ, უნდა შეუშვა ეგ ### მსაჯი რომანთან ოქტაგონზე, ეტყობა არ მოეწონა რომანის მარიაჟობა და მაგიტომ დაწერა ცუდი ქულები.
This post has been edited by არისტოტელე999 on 6 Dec 2020, 13:23
ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი...
Pastor just told me I'm toxic
I don't need help, I need options