მაგარი მოსაბეზრებელი გახდა კამათი იმაზე ხაბიბას ტონისთან უნდა ეჩხუბა თუ არა...
ყოველ შემთხვევეაში, მე უკვე მკიდია.
უფრო საინტერესოა თუ რატომ დაყარა ნურმაგომედოვმა ხელთათმანები დღეს და არა გუშინ, ან ხვალ?
ჩემი აზრით, ამის რამდენიმე მიზეზია, რომელთაგან კარიერის დასასრულებლად ერთიც საკმარისია.
კერძოდ,
1. ხაბიბმა შესანიშნავად იცოდა, რომ 155-ს ვეღარ აკეთებდა.
2. 170-ში ტოპ გრეპლერების სიმრავლის გათვალისწინებით, დიდ შანსებს ვერ ხედავდა.
3. გამომუშავებული ქონდა სერიოზული თანხა.
4. აღარ ჭირდებოდა ტრავმის მიღების და დაინვალიდების პერსპექტივით ცხოვრება.
აქედან გამომდინარე, მან წასვლისთვის ისეთი დრო და რაც მთავარია მიზეზი შეარჩია (დედის თხოვნა) კაცი უკეთესს რომ ვერ ინატრებდა.
ამიტომ,
მე, ხაბიბას ოფიციალური ჰეიტერი და ტონის მოქმედი ფანი ვაცხადებ:
1. კომბლე და მეცხვარე ხაბიბა კი არა მე ვყოფილვარ..
2. ის რომ ტონიმ გეიჯის ვერ მოუგო ხაბიბას ბრალი ნამდვილად არ არის.
ფერჯის წარმატების შემთხვევაში მასთან რომ არ ეჩხუბა, ნურმაგომედოვზე ყველა დაჯმა ალალი იქნებოდა.
3. ადრე რატომ არ შეხვდა?
ხან ამან ჩაშალა, ხან იმან.
ხდება ხოლმე.
ბუნებრივია, ტონისთვისაც რომ მოეგო და ისე წასულიყო, ეს ყველაზე უფრო, ალბათ, ხაბიბას უნდოდა, მაგრამ არ გამოვიდა ეს ამბავი და რა გინდა რომ ქნა?
დაწყევლილი ყოფილა ამ ორის ჩხუბი და არ გამოვიდა.
4. ხაბიბას არავითარი ვალდებულება არ ქონდა რომ კარიერა მრგვალი ციფრებით 30:0 -ზე დაესრულებინა.
ნურმაგომედოვზე საუბარს მოვრჩი.
მიუხედავად მისდამი დამოკიდებულებისა, ჩემს ტომ ხუთეულში ის არის.
ფურცელი დაიხურა, მაგრამ ახალი გაიხსნა.
ხვალინდელი დღე და მომავალი უფრო მაინტერესებს.
მოდით ცუდში კარგიც დავინახოთ. იგივე ტონის წინ არანაკლები გამოწვევები ელის, რაშიც ხაბიბთან შესაძლო წაგება ხელს ნამდვილად არ შეუწყობდა.
This post has been edited by VoK on 25 Oct 2020, 21:09
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...