სანამ ტონი ვს ჩარლზის პროგნოზს გავაკეთებ, ფერჯის გეიჯისთან წაგების ვერსიას წარმოვადგენ.
წონის 2 ჯერ კლება და სტილისტურად განსხვავებულ მოწინააღმდეგეთან ჩხუბისთვის მზადება, ბუნებრივია ტონის წისქვილზე წყალს არ ასხამდა, მაგრამ, ჩემი აზრით, მისი წაგების მთავარი მიზეზი მცდარი გეიმპლანი, ან მისი საერთოდ არ არსებობა იყო.
ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ აბდელ აზიზმა და მასთან დაკავშირებულმა პირებმა, ტონისთან ჩხუბამდე ინტენსიურად დაიწყეს საუბარი ჯასტინას მითიურ გრეპლინგზე.
ვრცელდებოდა მისი უსმანთან ჭიდაობის კადრები,.
გააქტიურდა ლეგენდა გეიჯის ბაროუზთან 7:4 წაგების შესახებ.
ერთი სიტყვით, ამქმედდა მანქანა და იქმნებოდა სიტუაცია, ტონის მიერ ჯასტინას პარტერში გადაყვანის სრული უაზრობის და შეუძლებლობის შესახებ.
არადა, ჩვენ ფორუმზეც კი დაიდო გეიჯის ერთი ადრინდელი ჩხუბის ვიდეო, სადაც მას ვიღაც ნოუნეიმმა, კანვასი აწმენდინა და სადაც ჯასტინამ ფეხზე წამოდგომა მხოლოდ რაუნდის დამთავრების შედეგად მოახერხა.
როგორ მოუგო პორიემ?
რამდენჯერმე პარტერში გადაიყვანა, მართალია დიდხანს ვერ გააჩერა, მაგრამ იმდენი ძალა კი გამოაცალა, რომ შემდეგ მარტივად დაანოკაუტა.
ხაბიბამ ხომ ნათლად დაგვანახა, რომ ჯასტინას ჭიდაობა და ჯიცუ გაბერილი ბუშტის მეტი არაფერი ყოფილა.
აქედან გამომდინარე, გვაქვს 2 ვარიანტი:
1. როგორც ყველა ჩვენგანმა, ტონიმაც დაიჯერა ჯასტინას უძლიერესი გრეპლერობა და მისი გადაყვანის ერთი მცდელობაც არ ქონია.
2. ტონიმ შეგნებულად თქვა გეიჯისთან ჭიდაობაზე უარი. არ აქვს მნიშვნელობა, ის მას ზევიდან მოექცეოდა თუ პირიქით, რადგან ჯიცერისთვის ეს არ არის მთავარი, ნურმაგომედოვის ქმედებიდან გამომდინარე კი გამოჩნდა, რომ ტონის ჯიცუში გეიჯისთან ტოტალური უპირატესობა ექნებოდა. ფერჯიმ შერეკილობის გამო, ჯონ ჯონსობა მოინდომა და გადაწყვიტა გეიჯი იმ კომპტონენტში გაენადგურებინა, რაშიც ის პელე იყო.
ერთადერთი სიახლე რაც იმ ჩხუბში ტონიმ გვაჩვენა გეიჯის ფეხში მუშტის დარტყმები იყო, რაც შედეგიდან გამომდინარე, აბსოლუტური უაზრობა გამოვიდა....

ასეა თუ ისე, აბდელ აზიზის მიერ დაგეგმილმა ჯასტინას უძლეველ გრეპლერობაზე ხმების გავრცელების ტაქტიკამ თუ ტონის მატრაკვეცობამ და რეალობის სწორად აღქმის შეგრძნების დაკარგვამ მოიტანა ის შედეგი, რაც მოიტანა.
არადა, როგორც აღმოჩნდა, წააქციე ჯასტინა, დაღალე პარტერში და მერე ისეთი ღლეც კი გათიშავს, როგორიც ალვარესია...
ეჰ, კოვბოი. ეს რომ მოეტვინა გეიჯისთან შანსი მასაც ექნებოდა...
ახლა რა ხდება ოლივეირასთან.
თუ ტონი ოლივეირასთან ჯიცუში მსოფლიო ჩემპიონატს არ მოაწყობს, გამარჯვების შანსები 80/20-ზე ექნება.
არ გამოვრიცხავ, რომ ტონიმ ჩარლზს ჯიცუშიც აჯობოს, თუმცა ეს დიდი რისკია, ფოცხზე ფეხის მეორედ დაბიჯებას გავს და იმედი მაქვს არ გააკეთებს.
მმა-ს ყურება ფერჯის გამო დავიწყე.
მას შემდეგ ყველა იმ ფაიტერს ვგულშემატკივრობ, ვინც სქილებით მეტ-ნაკლებად ტონის გავს.
ასეთია ბრაზილიური დესანტი: ოლივეირა, ბარნსი და ფიგუერედო, ამერიკელები ორტეგა და ალჯო. ესენი ვინც უცბად გამახსენდა.
ჰოდა,
ჯერ მადლობა ჩარლზს, რომ 20 დღიანი მომზადების ციკლით გაბედა და ფერჯისთან გადის.
მეორე ის, რომ მას წარმატების შანსი მხოლოდ მაშინ ექნება თუ ისე იჩხუბებს, როგორც ორტეგამ ზომბისთან.
სხვა სიტყვებით, ოლივეირამ რომ გაიმარჯვოს, ფერჯის უნდა აჯობოს, სტრაიკინგში, კარდიოში და რაც მთავარია მენტალობაში, რისი იმედიც ყველაზე ნაკლებად მაქვს.
შეძლებს?
ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ მაინც, მაშინ თამამად ვიტყვი, რომ
- "The king is dead, long live the king!"...
This post has been edited by VoK on 11 Dec 2020, 09:49
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...