ჩემი აზრით, იანი უფრო სახიფათო მეტოქე იყო ვიდრე უმარი.
თვითონ რა მებრძოლიც იანია და რა სქილებიც აქვს, იქედან გამომდინარე.
ქვემოთაც კარგია იანი. კრივი ელიტარული აქვს.
ორივეგან დაიჩაგრა, თან მაგრად.
უმარი ვიცით რომ ქვემოთ კარგია, სტრაიკინგიც არ აქვს ცუდი, რაც სენდჰეგენთან ვნახეთ.
სხვა რა აქვს განსაკუთრებული?
სიტყვაზე, იანთან შედარებით, რითი ჯობს იანსაც.
დაიკეტება ეგ ოქტაგონი და მოუწევს ნურმაგომედოვს დადგომა დვალიშვილის სტამინის წინააღმდეგ, რომელმაც აბსოლუტურად ყველა გააწამა.
აბსოლუტურად ყველა წამი მოძრაობა, ფეინთინგი და აქტიურობა არის მერაბის მთავარი კოზირი, რომელიც უნდა გაანეიტრალოს უმარმა, რომ მოიგოს და მაგის განეიტრალება თუ ისეთი მარტივია რო 1.3 კუშს აძლევენ, კი ბატონო. მორალესს, ალდოს, იანს, სეხუდოს და ომალის არასწორად შეუხედავთ, ალბათ.
ომალისთან წააგო საწყისი ორი რაუნდიო, წინა გვერდზე დაიწერა. ომალისთან მაქსიმუმ ერთი რაუნდი წააგო და ეგეც ბოლო.
და ომალი დივიზიონის საუკეთესო სტრაიკერია.
ჩიტო ვერას სახე გააძრო ერთი ბრძოლით ადრე, იმიტო რო ნელია ვერა და ამანაც უპრობლემოდ დაიჭირა დისტანციაზე. მუდმივად მოძრავი და დაუღალავი მერაბი რომ შეხვდა ვეღარ გამოიყენა თავისი სტრაიკინგის კოზირი. აი უმარი რა ჩემს ###ს გამოიყენებს?
მერაბის მოგებას ვფიქრობ
მოტყვნით ოღონდ
no gas tank
no ground game
ამერიკელებს უგებენ დაღესტნელები, მერაბი სხვა სტილია, ამას იმიტომ არ ვამბობ რომ ქართველია.
მოკლედ, წლის დასაწყისში ნურმაგომედოს უნდა აძვრეს სკალპი
ცარუკიანიც თუ რამეს იზამს გამიხარდება.
და წლის მეორე ნახევარში ანკალაევის ამძვრალ სკალპს ველი ალექსისგან.