ვიზიარებ ჩვენს მწუხარებას. იანი მგონი ყველაზე არაკაცური ტიპია მაგ დივიზიონში და ნაწილობრივ ამის გამოც გატეხა მასთან წაგებამ, მაგრამ საერთო ჯამში აზრი არ აქვს ვისთან წააგებ, წაგება წაგებაა. რისკზე წავიდა და არ გაამართლა, თუმცა ამას მიზეზები ქონდა , თან არაერთი. ჩემს აზრსაც გაგიზიარებთ.
აქ უმეტეს წილად კარდიოს აბრალებთ წაგებას, მაგრამ მერაბს არ წაუგია კარდიოს გამო. ეგ გამოფიტვა უბრალოდ ბონუსად დაემატა წაგების გზაზე. როგორც ადრე ბებერმა ტაისონმა თქვა ინტერვიუში, ბრძოლამდე ყველა მებრძოლს აქვს გეგმა, იქამდე სანამ ყბაში მუშტი მოხვდება. მერაბმა დარტყმები გაატარა თავიდან და იმ ადამიანის გატარებული დარტმები, რომელსაც სტილი კრივი აქვს, სხვა სიმძიმის არის და სხვანაირია. მერაბა დააზიანა ამ დარტყმებმა. თოფურია რომ ხალხს თიშავს, რა გგონიათ იმიტომ თიშავს რომ მერაბზე ბევრად დიდია ფიზიკურად? ან ეგ 150 კილო შტანგას ეწევა და მერაბა 70-ს?

)) ეგ არის კრივის ტექნიკა და რეფლექსები(გარდა ძალის უპირატესობისა), რომელიც ორ წელში არ ისწავლება. შეიძლება არც თოფურიაა დაბადებიდან მოკრივე, მაგრამ ზოგი ადამიანი რაღაცას უფრო ადვილად ითვისებს ხომ და ზოგი რთულად. თორე არც მერაბს დაუკლია დარტყმები, საკმაოდ ბევრი მოარტყა. მაგრამ იმის დარტყმებს სხვა ხარისხი ქონდა.
იანს არასოდეს ქონია კარდიოს პრობლემა. პირველ ბრძოლაში იმიტომ არ წაუგია რომ დაიღალა. პირველ ბრძოლაში მერაბამ იმიტომ გადაუარა, რომ მერაბა პირველივე წამიდან იყო თავისი თავი და აქეთ დააზიანა იანი, რონელიც მუდმივ დაცვაში იყო და შიგადაშიგ დარტყმებს იღებდა. უმაგრესი ჩხუბი იყო ესეც და მერაბი ეგეთი ბანძი თუ გგონიათ ფეხზე, ასე არაა, მაგრამ 35 წლის ასაკში ბოქსაობით ტიპს ვერ მოუგებ, როცა შენ ჭიდაობის ბაზა გაქვს და იმას კიდე კრივის. მერაბი მოიგებდა ამ ჩხუბს, ოღონდ პირველივე წუთიდან უნდა დაეწყო მოსაწყენი ჩხუბი. შიგადაშიგ მოარტყავდა იმ ფორთხიალში და გვიან რაუნდებში უკვე დაზიანებული იქნებოდა ვანია.
საშინელი გეიმ ფლანი მოკლედ.. ან ის რატო უთხრეს 3 რაუნდს იგებო რავი, ყველა ერთად გამოყლევდა..
ტრილოგია წესით იქნება. დანას დამოკიდებულება შეცვლილია მერაბის მიმართ, მითუმეტეს ბოლო ყველა ჩხუბი სასწაული ჩაატარა. ახლაც ტაშს უკრავდა და კაი სიტყვებითაც შეამკო.
ოღონდ უნდა დაისვენოს.
პეტია ძაან უხერხული მეტოქე იქნება მაინც, მარა ძველმოდური მერაბი ჩაუტარებს.
უმარი ბაუტისტასთან მოკვდა და იანს რა უნდა უყოს რავიცი.. არ მჯერა მე უმარის ჩემპიონობის. იანს მენტალიტეტიც უმაგრებს ზურგს.