დოლიძეს აქვს კიდე პერსპექტიული ჩხუბები, ენტონი ერნანდესი იყო ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი ამ წონაში და ამ ეტაპზე, ამიტომ გასაკვირი არც იყო როგორც წააგებდა. უბრალოდ ჩვენ გვეწყინა მთელ საქართველოს, თორე ბუკმეიკერებიც და ექსპერტებიც საერთო ჯამში 20% ანიჭებდნენ დოლიძეს და 80% ერნანდესს. უბრალოდ ჩვენ გვჯეროდა მისი უნარების მეტად და სასწაულს ველოდებოდით. ამაზე დიდი გაკვეთილი არც იმავოვთან მარცხი არ იყო, იქ კიდე რამდენიმე ეპიზოდში მიწაზეში ჩათრევას ცდილობდა და გამოუვიდა კიდეც ცოტახნით. ერნანდესთან მარცხით კი გამოჩნდა, რა მინუსებიც აქვს, უფრო მეტ კომპონენტში.
შემდეგ ჩხუბი სახელთან ექნება. რადგან ეს მოგებათა სერია და ვისთანაც მოიგო, არაა პატარა სახელები. ამას დამატებული 5 რაუნდი ვეტორისთან და წინა ბრძოლის მარცხის კითხვის ნიშნებიც გააქრო. ერნანდესთან მოუვიდა უბრალოდ შეჯახება, რადგან მეტოქე იმაზე მეტად ძლიერი იყო, ვიდრე დოლიძე წარმოიდგენდა. კი, ქამარზე გამსვლელ ბრძოლასთან ახლოს იყო, თუმცა ამით არ სრულდება ყველაფერი. ასევე ძალიან დიდი შეცდომა იყო დარბაზის და მწვრთნელის არჩევანი, ბრძოლის შემდეგ გახარებული დარბოდა ტიპი, ამას გარდა ეს მწვრთნელი ბევრმა გააკრიტიკა, ტიპს ფეხებზე კიდია თავისი მებრძოლები და ინტერვიუშიც ისე გამოიყვანა, რომ რომანს თითქოს არანაირი შანსი არ ქონდა რაიმე გამარჯვება მოეძებნა, ეს ხო არაა ფეხბურთი, ბრძოლაა სადაც მებრძოლის სტილიდან გამომდინარე უნდა გამოძებნო საინტერესო გზა, თუმცა ეს ოლივეირას მსგავსად მიწაზე უაზრო დაწოლებით, სადაც ყველამ კარგად იცოდა რომ არ ჩაყვებოდა ერნანდესი, ეს არის არამარტო მებრძოლის დიდი შეცდომა, არამედ მწვთნელისაც.

რომანმა თქვა ბოლო ინტერვიუში, რომ დარბაზი გამოიცვალა, ასევე არავის არ ვაბრალებ ჩემ წაგებას, თუმცა მინდა მეტად ახლოს ვნახო დარბაზი, რადგან უფრო აქტიურად მოვემზადოო. რაც იმას ნიშნავს, რომ გაკვეთილის გამოტანას ცდილობს. 38 წლისაა, თუმცა გვაქვს კარგი შანსი ნორმალური ბრძოლები ჩავატაროთ ამ წონაში. თუნდაც ჯარედ კანონიერთან ან სხვა სახელთან. ფიზიკურად ვერ ხდება ისე, როგორც ბევრს წარმოუდგენია ეს ორგანიზაცია, რომ თუ ასე წააგე მორჩა, გავარდი რეიტინგიდან ან სახლში გაგიშვეს, ყველაფერი ლოგიკას უნდა მიყვებოდეს და წყალში არავინ ჩაუყრის იმ მოგებებს, რაც მოიტანა აქამდე. ამიტომ სახელთან უეჭველი ექნება შემდეგი ჩხუბი.