Vanpersie18მე უფრო ის მგონია, ჩიმაევზე ბევრი იძახდა რომ ზედა წონაში თუ ავიდოდა, გაუჭირდებოდა ვიტეკერის გადაყვანა და დუპლესიზე ლაპარაკი ზედმეტი იყო ბევრისთვის, რაც წავიკითხე იმ პერიოდში. თუმცა, აგერ ვნახეთ და უქნა საჩემპიონო ჩხუბში, სხვა სტრატეგია აირჩია და ჯიუტად იჭიდავა. ვფიქრობ მეც რომ მახაჩევი სტრატეგიით გამოვა, არ იჩხუბებს ისე როგორც ქვედა წონაში იყო, სხვანაირი იქნება და შეიძლება დაგეთანხმო მაგ აზრში, რომ ბევრად სხვანაირი მებრძოლი გამოვა მეც ეგრე მგონია.
კურტის ბლეიდს პირველ რაუნდში გადაუარა ალმეიდამ, მანდ შეცდომა დაუშვა რომ დარტყმები გაატარა, თორე თავისუფლად მიქონდა მოგება. ბლეიდსი კიდე კარგი მოჭიდავეა. სატიტულოზე გამსვლელი ჩხუბია, ჩათვალე ალმეიდა 1 წამი არ გაჩერდება ფეხზე, ყველა მცდელობა გადაყვანისკენ იქნება განცხორციელებული. ალმეიდას ისიც აწყობს კონტროლით მოიგოს, თუ საბმიშენი ვერ იპოვა. მაგრამ ეგეც დანის პირზე გავლას გავს მაგისთვის, თუ ხვდება ეგრევე ემჩნევა მძიმე წონაში, ნოკდაუნისკენ მიდის. თუმცა მე ალმეიდასკენ ვიხრები, ვფიქრობ ძალიან ჭკვიანია. უბრალოდ ვოლკოვმა დროზე თუ მოასწრო მოარტყა, მაშინ შეიძლება გაითიშოს. აქვს ვოლკოვს ნოკაუტის ძალა. 3 რაუნდიანი ჩხუბი აწყობს ამ შემთხვევაში ალმეიდას. შეიძლება მაგრად მევასება ეს მებრძოლი და მაგიტომ ვიხრები მაგისკენ, თუმცა ბევრის აზრით ვოლკოვი მოიგებს. ვოლკოვს უფრო მეტი კუშიაქვს რაც ვნახე, ალმეიდაა ფავორიტი და სარისკო ფსონის თვალსაზრისით, რომელიც დიდი პროცენტული მაჩვენებელია წამოვიდეს ეგ იქნებოდა - ვოლკოვის ნოკაუტი, ან ტექნიკური ნოკაუტი. ანუ ისეთი ბრძოლაა, ცალსახა ფავორიტი ცოტა ძნელი სათქმელია ალმეიდას დავარქვათ. მოკლედ, მე ალმეიდასკენ ვიხრები, თუმცა რისკად რათქმაუნდა ვოლკოვი ღირს, თან კარგი ბრძოლებით მოდის.

რაკიჩი - მურზაკანოვში /// რავიცი, ვერსად ვერ ვხედავ რაკიჩის მოგებას ასეთ მოკრივესთან, რომელიც ყველას თიშავს. არადა ფსონებით ორივე თანაბარია. ჩემთვის კი ძალიან დიდი ფავორიტია მურზაკანოვი. ალბათ იმის გამო ხდება, რომ დონის გარკვევა ხდება ამ ჩხუბით, რა დონეზეა მურზაკანოვი. არის თუ არა საჩემპიონო ბრძოლების კანდიდატი. შემდეგი ალბათ რანტრი იქნებოდა ან ჯამალ ჰილი.

გადაწყვეტილებით უმარის მოგება მგონია. თუმცა ფინიშს შეეცდება, რადგან დანა უაითმა უკვე უთხრა სათქმელი რა უნდა ქნას.

აქ არ ვიცი რებეცკი რატო იჩაგრება, დიდ ზიანს რო იღებს ჩხუბებში თუ რატომ, ამ ზიანის მეტოქესაც უნდა ეშინოდეს, აქეთაც სულ წინ მიდის რებეცკი. თუმცა არ ვიცი ამ შემთხვევაში კლეინი რატოა ფავორიტი. ბოლო გამროტთან წააგო, თუმცა არ მიყურებია. ჭიდაობის ბაზა აქვთ და ამის იმედიაქვთ რომ რებეცკის ეჭიდავება, გაანეიტრალებს ? - არ ვიცი. თუმცა, ვფიქრობ რებეცკი არაა ცუდი მებრძოლი. სანამ ორგანიზაციაში მოვიდოდა, კარგი სერია ქონდა. როცა აქ მოვიდა +18 აწერია ყველა ჩხუბის მერე სახეზე.

ვოლკერის პირველი რაუნდის საბმიშენი.

მართლა მაგარია ალისკეროვი, ვიტეკერთან უბრალოდ არ გაუმართლა. პირველ წამებზე რო ეგეთ დარტყმას ატარებ, ეგ ჩვეულებრივი იღბლიანი დარტყმაა. თუმცა არ ვუკარგავ მოგებას ვიტეკერს, კლასის ხარჯზე გაატარა ეგეც. ალისკეროვი მეტს იტყვის ჩემი აზრით ორგანიზაციაში.

დერნი კარგი გრეპლერია და ამის ხარჯზე არის ფავორიტი ? - ანუ ილეთზე დაჭერას ელოდებიან, რომ მიწაზე მოიგებს. თუმცა ჯანდირობას უკეთესი სერია აქვს, დერნი ბლომადაც აგებდა სანამ ბოლო 2 არ მოიგო. ისე მართლა კარგი გრეპლერია. არ ვიცი ჯანდირობას ჩხუბები, სტატისტიკა ვნახე. დერნის ერთი ორი ჩხუბი მინახავს და რამდენიმეგან წკიპზე გადარჩა. თუმცა როგორც გრეპლერი ცუდი არაა.
This post has been edited by Paulleger7 on 24 Oct 2025, 14:15