ჭიკაძე - ბრიტო / ქართველზე აღარ გავაკეთებ პროგნოზს, რადგან ვერასდროს ვერ ვსვავ. უბრალოდ იმედი მაქვს და სურვილი, გადაწყვეტილებით მაინც მოვიგებთ. ბრიტოზე არ მაქვს დიდი ინფორმაცია თუმცა მძიმე ფავორიტია.
ფერეირა - შაჰბაზიანი / მაგარი ჩეხაობა წავა, ვადაზე ადრე მგონია მეც, ვეთანხმები ვან პერსის.
დესპაინი - ტუივასა / ტუივასამ იცოდა ჭიდაობა ? აღარ მახსოვს. დესპაინიმ რო არ იცის ეგ მახსოვს. შეიძლება 120 კილოიანი ოფლიანი მამაკაცების კოტრიალი ვნახოთ, თუმცა უფრო დესპაინის ფინიშისკენ ვიხრები, ღვიძლში დარტყმით - მუცლის არეს დაუმიზნებს და ესეც ეგრევე ძირს წავა.
ჟორდანი - ვერა / უფრო გადაწყვეტილება მგონია ჟორდანის, თუმცა გადაწყვეტილებებით მოგების მეფეა ვერა. სულ რომ მთელი 4 რაუნდი ვერას ურახუნონ, შანსი არაა თუ არ უნდა წინ გადადგას ნაბიჯი, ენერგიაც რომ ქონდეს. პერეირას ანტი ვერსიაა, ალექსი რისკავდა მაინც ხშირად ( ბოლო ჩხუბს თუ არ ჩავთვლით ) - ეს არ ვიცი ჩამოდგება და ეგაა. უბრალოდ ჟორდანი არის კი მაგის დონე ? - თუ დაბერდა ვერა. ვნახოთ - ჟორდანის გადაწყვეტილებით მოგება რეალური მგონია, თუ რამე არ გამოაძრო ვერამ. უფრო მყარი ვან პერსის პროგნოზი მგონია - ყველა რაუნდი შედგება.
ბარანიევსკი - მენიფილდი / გათიშავს ბარანიევსკი მენიფილდს.
სტივენსონი - შარაფი / ვისურვებდი ცოტა ვნახოთ გასაჭირშიც გეიბლი, თუმცა ჯერ ადრეა. მარტივად მოიგებს.
პიტბული - ჩოი / ჩოის მოგება მგონია, ეგ პიტბული ვერ ვნახე როდის იყო ძალიან მაგარი, ალბათ მოჭამა წლები უკვე. ჰაილათებს თუ ვნახავ აწი.
ცარუკიანი - რუფი / ცარუკიანი მოიგებს საბმიშენით. თუმცა მინდა რუფიმ 1 ჩაუჯინოს და ეგეც არ გამოვრიცხოთ, დისტანცია შეინარჩუნოს და რამდენიმე გაუტაროს საწყისად. უბრალოდ ახლა გავიგებთ რუფი მშიშარაა თუ მაგასაც სხვებივით ჯოჯოხეთური შიშიაქ მიწაზე არ გადაიყვანოს ვინმემ. სენ დენისთან მარტივად დანებდა მიწაზე.
ვანი - პანტოჟა / 2.5 რაუნდზე მეტი შედგება ვფიქრობ ამჯერად. უბრალოდ იმდენად ოსტატია პანტოჟა მიწაზე, რომ ვფიქრობ მეტი არსენალიაქ ვიდრე ვანს. ვანი მეტად სტატიკურია. ტაცურო ტაირა არაა პანტოჟა - ბევრად მაღალი ლეველია. ტაირამ იგრძნო თუ არა თამაში არ წაუვიდა, გახეთქეს ცემაში და სახის ასიმეტრია შეუცვალეს, დგომში კიდე პატარა ბავშვივით იქნევდა ხელებს, პანტოჟა მაგასთან შედარებით ცხოველია - ვფიქრობ 2.5 რაუნდს გაცდება და პანტოჟა მიწაზე მოიგებს, შეიძლება დგომშიც აჯობოს ჩვენდა გასაკვირად.
This post has been edited by Paulleger7 on 19 Sep 2026, 23:29