გამარჯობა,
თავიდანვე ვიტყვი რომ მაგარ შარში გავეძრე
კოროლა მყავს 2008-იანი 1.6 ძრავზე ავტომატიკა და გადაცემათა კოლოფზე ("კარობკაზე") შეექმნა პრობლემა. დაბალ სიჩქარეზე "აბგონზე" გასვლისას გაზს ბოლომდე რომ ვაჭერდი, "ძიორგანიებს" აძლევდა, სიჩქარიდან აგდებდა და მერე ჯდებოდა ისევ.
ერთისიტყვით, საქართველოში არ ვიყავი მეთვითონ რომ მიმეხედა მანქანისთვის და დიღომში, ტოიოტას ცენტრში წაიყვანეს. იქ დაშალეს კარობკა და გაფუჭებულიაო, ახალი გადაცემათა კოლოფი გინდაო, რაც 6,000-9,000 ლარი ღირსო და + 700 ლარი დაშლა-აწყობაში.
ეხლა ვფიქრობ როგორ მოვიქცე და ძალიან მჭირდება გამოცდილი ხალხის რჩევა.. ტოიოტაში უკვე დაშლილი არის "კარობკა" და როგორც მინიმუმ 500-700 ლარში უკვე მიზის დაშლისთვის.
რაც მომაფიქრდა და გავიკითხე რომ ჩამოვწერო, გამომდის შემდეგი ვარიანტები:
1. წავიღო დაშლილი გადაცემათა კოლოფი და მივუტანო ლობჟანიძეს (თემქაზე) ან ვინმე ემზარის, რომელიც ოკრიბასთან არის ქვევით სანაპიროზე და იმათმა შეაკეთონ, შემდეგ გაკეთებული კარობკა ტოიოტაში მივიტანო და იქ უკვე დააყენონ..
2. ავაწყობინო ტოიოტაში ისევ კარობკა (ამბობენ შეიძლება ვეღარ გაიაროსო..
) და მთლიანად მანქანა მივუყვანო გადაცემათა კოლოფის ხელოსნებს.. (ამ შეთმხვევაში ტოიოტას ცენტრში თანხა ტყუილად მექნება გადახდილი დაშლა-აწყობაში)
3. ვიყიდო "დაშლილებში" მთლიანად გადაცემათა კოლოფი (ე.წ. "ზბორში") და დავაყენო.. (ფეიქრები შემოვიარე და მარტო ერთი ვნახე 1200$ ად, myparts.ge-ზე ვერ ვნახე ვერაფერი)
3. გადავიხადო +9000 ლარი
4. გავყიდო მანქანა კაპიკებში
რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე..
დიდი მადლობა წინასწარ!