_T_U_R_A_რაც ტექ. პასპორტში უწერია ის ოქტანობა, და 1 ჩასხმით არამგონია გააფუჭოს ბენზინმა,
ცადე სხვადასხვა ოქტანობა და სხვაობას შენც გაიგებ. აქ არავინ არ არის მემგონი X-Trail-ის პატრონი,
რომ მაგ კითხვაზე ზუსტი პასუხი გაგცეს
Protectorეგრე კონკრეტულ რიცხვს აჰურა მაზდას გარდა ვერავინ ვერ იტყვის მეგობარო

გააჩნია ვინ როგორ გააკეთებს და რა ტექნოლოგიებს გამოიყენებს.
RB25 არ ვიცი, მაგრამ RB26-ზე ძრავის შიდა ნაწილების შეცვლის გარეშე,
როგორც ირწმუნებიან ნახევარ მეგავატს იღებენ..
მძიმე 'ქირურგიული ჩარევებით' კი 1 მეგავატზე (~1350 HP) უფრო ზემოთ.
RB25 კი ალბათ ყველაზე მაგრად საქართველოში გურიჩამ იცის, იმას კითხე

ხო, Twin-Turbo-ს რაც შეეხება მანდაც შეცდომით თქვი

პირიქითაა, დრაგსტერები Single-ზე გადაყავთ უფრო,
რადგან 1 ტურბინიდან უფრო მეტ დაბერვას იღებენ,
თუმცა 2-ს თავისი დადებითი მხარეები აქვს..