სალამი კლუბელებს

ერთი კვირაა ვიყიდე ფიტი და უკვე მიყვარს ეგ მანქანა

აქამდე მერსედესი მყავდა E240 2.6 ძრავით თამადა იყო კი არ წვავდა სვავდა. კაროჩე გამლოკა

ხოოდა ფიტის მერე მოეკიდა ობი

მთლა ისეთი ვერაა მაგრამ ფასთან წვასთან და კლასთან მიმართებაში იდეალურია.
მეც იგივე არჩევნის წინაშე ვიდექი როგორც უმრავლესობა "მალალიტრაშკას" არჩევისას მაგრამ ფიტი გლიჯავს, ბაზრობაზე რაც ფიტი იდგა და რაც ვიცი თითქმის ყველაზე ვიჯექი და ყველაფრით აჯობა, ვიცი მაქსიმუმ 0.5 ლიტრით ნაკლებს წვავდეს მაგრამ არ ღირს

მაგრამ მაგარი დათარსული მანქანაა

ელიავას პროპკაში ნისანის ჯიპმა უკვე მოასწრო ტრ**ზე კოცნა

350 ლარი გაძვრა ნისანს. ფარები გადარჩა. რომ გავაკეთებ ჩემს სურათებსაც დავდებ.
წვით მიწვავს 1ლ - 14.5კმ რავიცი მემგონი ცუდი არაა ქალაქისთვის, და ჯერ დასავლეთში არ წავსულვარ. პატარა ღილაკი აქვს საჭეზე speed აწერია და ქალაქში კარგად მშველის გაძრომა გამოძრომაში

ვასხავ ნახევარი ნახევარზე პრემიუმს და რეგულარს სოკარისას და თქვენ?
ერთი მირჩიეთ ვარიატორის ზეთი გამოვცვალო თუ არა? ყველა მეუბნება არ გამოცვალო რაც ასხია მაგაზე კარგს აქ ვერ ჩაასხავო. ზოგი სუნავს ზოგი გემოს უსინჯავს ზოგი შუშაზე აწვეთებს და მზეზე უყურებს, პრობლემა არ აქვს კაროპკას მაგრამ რომ ექნება მერე არ მინდა გვიანი იყოს,