BlackBaronლადო როგორ ხარ? იმედია ყველაფერი კარგად არის

კი სამსახურის ამბავია, თუ გამოვიდა ხომ კარგი, თუ არა და D კატეგორია მაინც შემრჩება, რაიცი რაში გამოადგეს ადამიანს
++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
ეხლა კი მთავარი ყველას ეხება ამ თემის წევრებს

მინდა განვაახლო ჩვენი თემის პირველი გვერდი ყველა ასპექტში, ისე რომ ყველაფერმა მოიყაროს თავი და ყველასთვის სამაგალითო იყოს. ამისათვის დამჭირდება თქვენი დახმარება...
ჩვენი მანქანებისთვის რეკომენდირებული და რეალობაში გამომდგარი საშუალებები მომწერეთ ბოლო 2-3 გვერძე
1. სავალი ნაწილები: სამუხრუჭე ხუნდები, აპორნები სტერჟინები, ბალკის რეზინები და ა.შ...... ბრენდი და არაბრენდი (რომ არ მოტყუვდეს ხალხი)
2. საპოხი მასალები: ძრავის, კარობკის (ავტომატიკა-მექანიკა) , ხიდის... კლასიფიკაცია და ბრენდი
3. ჰიდრავლიკა, ცეპლენიის (მოკიდების), ტორმუზის სისტემების სითხეები..... რომელში რომელი მიდის. მაგ: ტორმუზში DOT 4
5. ძრავისთვის რეკომენდირებული ნაწილები: ძრავის რემენი-როლიკი, პომპა, გარე გემნები, აალების სანთლები, მისი სადენები, თერმოსტატი, და ა.შ... მექანიკის შემთხვევაში მოკიდების სისტემები (ცეპლენიის დისკი და ა.შ) რომელი ვარგა
@: შენიშვნა: წლის და ძრავის მოდელის მიხედვით მიუწერეთ საჭირო ნაწილი. მაგ: B20B და B20Z_ს სხვადასხვა კომპრესია აქვს და შესაბამისად NGK_ს სხვადასხვა მოდელის აალების სანთლები უნდა (სვეჩები)
6. ფილტრები: ჰაერის, სალონის, ზეთის, ბენზინის
7. ინტერიერის და ექსტერიერის აქსესუარები
8. საბურავები
Mთავარი::: ზემოდხსენებულის ჩამოწერის შემთხვევაში მითითებულ ნაწილს მიაწერეთ რომელი ქვეყნის წარმომავლობის, წლის და ძრავის მოდელზე მიდის. (4 ბოლტიანია თუ 5 ბოლტიანი და ა.შ . ეს შედარებითია) ეს აუცილებელი პირობაა
თუ რამე გამომრჩა, დანარჩენი თქვენ დაამატეთ
ამის შემდეგ სად შეიძლება შევიძინოთ:
1. ჯერ საქართველოს მასშტაბით მაღაზიის სახელიბი, მისამართები, ტელეფონი და ა.შ... ასევე საიტები
2. უცხოური ონლაინ მაღაზიები (საიტები)...
@::: შენიშვნა: აუცილებელი ამერიკული, იაპონური და რამე ევროპული. ზოგ დეტალებში სხვაობებია
3. მეორადები და დაშლილები თავის ადგილებით, სახელებით და ნომრებით...
ხელოსნები:
1. ძრავის და გაგრილების სიტემის
2. გადაცემის კოლოფის (კარობკა)
3. სავალი ნაწილების
4. ელექტრიკი
5. თუნუქის ცივად გასწორება
6, მეთუნუქე (ჟეშტენჩიკი)
7. საქარე მინის აღდგენა ან ჩამოსხმა
8. სამუხრუჯე დისკის (აპორნის) "შლიფოვკა"
9. ვულკანიზაცია, ბალანსირება, დისკის აღდგენა-გასწორება
10. ძრავის დამცავი (ზაშიტნიკი) და უკანა დაკიდების გაძლიერება-აწევის, ამდაგვარი რეკომენდაციები და ადგილები
და ა.შ..........
ყველამ მოიკრიბეთ ყურადღება

დაწერეთ ინფო მხოლოდ თქვენი გამოცდილებიდან და თქვენს გარშემო საახლობლოს გამოცდილებიდან... უბრალოდ მოსმენილს, ნაწილი იქნება თუ ხელოსანი რეკომენდაციას ვერ გაუწევთ, ისევ ჩვენთვის არის ცუდი
ამ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენთვის და აქ შემოსული სტუმრისთვის, ვინც ვერ ერკვევა Honda CR-V_ში. ყველა ვყოფილვართ ასეთ მდგომარეობაში...
ერთად ვიდგეთ და ყველაფერი გამოვა, მომავალში კი შეკრებები დაიგეგმება

============================================================================================
ჩვენი წევრების ვისი მანქანის სურათებიც არ არის პირველ გვერძზე, გამომიგზავნეთ ნომრებთან ერთად, ასევე სასურველია მფლობელთან ერთად...
სადმე რომ შევხვდებით, ხომ უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს. თან მიაწერეთ ქალაქი

(ეხლა გამოჩნდება ვის აქვს საქმე დასამალად

, ეს ხუმრობით

)
დამატებები და შენიშვნები შეგიძლიათ შეიტანოთ
This post has been edited by crv777 on 7 Mar 2013, 15:31