gipianiგააჩნია რისთვის ყიდულობ E30. ქალაქში საქმეებზე სარბენად თუ "საგაზაოდ" ???

)
მაგრამ რაც მთავარია , კაპოტს რომ ახდი... ბაკავინებზე, სადაც ამორტიზატორების ჩაშკებია, მანდ არ ჰქონდეს ჟანგი ან ბზარები... და ზოგადად იყოს ნორმალურ მდგოამრეობაში...
ასევე როგორც მინიმუმ კვემოდან უნდა შეხედო... აწიო ან იამიდან... კიდე ბევრი ნიუანსებია მანდ , თუნდაც ბაგაჯნიკში ან კარების სტოიკებზე ...
რაც შეეხება ძრავს, შედარებით სუფტად უნდა იმუშაოს.. ან მხოლოდ და მხოლოდ ტალკატელებმა იხმაროს.. თუ კარხნულ ძრავზეა..
ასევე აუცილებლად უნდა შეხედო , როგორ იგებს აბაროტს ხალასტოი ხოდზე... და ხომ არ გუდავს 3-4-5 000 აბაროტის მერე. როგორც მინიმუმ წყალი უნდა ავიდეს 90 გრადუსზე. (ანუ დაჩიკის სტაბილურ პოზიციაზე. "სწორედ რომ იდგეს") და მერე ან აღმართზე აიღვანო.. პირველი-მეორე-მესამე-მეორე სიჩქარების ცვლით... და დააკვირდე წყალს. ადუღებს თუ არა

და რაც შეეხება პერედოკს. იდეალური პერედოკი არც ერთ ე30 არ აქვს, სანამ არ გააკეთებ. (რომც გაანახლებ ყველაფერს , მაინც 6-10 თვე გაქაჩოს , მერე ისევ ნელ ნელა დაზიანდება ჩვენ გზებზე)
უკანა რაზვალი არ სწორდება ე30. თუ აქვს რაზვალი , სავარაუდოდ გიტარებია დაღუნული... ან მთლიანად სტოიკა. წინ რაზვალი სწორდება ჩვეულებრივად. (იმ შემთხვევაში თუ არ აქვს დაღუნული ამორტიზატორი, ნაკანეჩნიკი ან წინა გიტარა)
სავარაუდოდ ფასსაც გეთყვი...
რაც 1000$ მდე იყიდება, მინიმუმ მაგდენი უნდა დაახარჯო ეგ გაიტვალისწინე...
კარგი შენახული - გამართული ე30 ფასი არის მინიმუმ 1400$-1500$ (მაგრამ არც ეგ არ იქნება იდეალური. რაღაც რაღაცეების გაკეთება დასჭირდება)
პ.ს. E30/E36 კლუბის ჩატარებული დრიფტი გორში