სალამი კლუბს !
დიდი ხანია მინდოდა ვარიატორში ATF-ის შეცვლა და როგორც იქნა მოვაბი თავი.
თუ ვინმეს დააინტერესებს და გამოადგება, იყოს აქაც.
ჩემი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი ძველი ATF-ის გამოშვება (ფერი და მუშაობა არ მომწონდა, უმნიშვნელო, მაგრამ წარტყმები ჰქონდა) და რადგან ფილტრს ვერ ვცვლიდი, არ მინდოდა ეს პროფილაქტიკის დანადგარით, წნევით გამეკეთებინა, რადგან წნევა დაგროვილ/დალექილ "სტრუჟკას" ამღვრევს და შედეგი არაპროგნოზირებადია - შეიძლება ყველაფერი უპრობლემოდ დამთავრდეს, ან პირიქით - დიდი პრობლემით

წავიკითხე ეს ინსტრუქცია, პროცედურაში ერთი შეხედვით რთული არაფერია.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ჩემი არის უბრალო კოლტ პლიუსი, 1.5 ძრავით.
ვიყიდე 2 ცალი 4 ლიტრიანი DiaQueen ATF SP III. კიდევ მქონდა 1ლ, ჯამში 9ლ.
ინსტრუქციაში აქაც და სხვა უცხოურ ფორუმებზე კი წერია, რომ საჭიროა 2 ადამიანი, თუმცა ყველაფერი გავაკეთე მარტომ და ნამდვილად არ მქონია მეორე ადამიანის აუცილებლობა. კარგი იქნებოდა სხვაც, თუმცა, სრულიად უპრობლემოდ, ყველაფერი გაკეთებადია მარტოც 1. ფარეხში ავწიე საკუთარი "დომკრატით". კორპუსი შევსვი ხის კუნძებზე, ბორბლების ქვეშ - ბლოკები. (ვისაც როგორ ურჩევნია ისე შეუძლია გააკეთოს, მთავარია უსაფრთხოდ იყოს აწეული და საშუალება იყოს წინიდან ქვეშ შეძრომის, "ზაშიტნიკის" მოხსნის და "შლანგების" გადახსნა/მიერთების)
2. მოვხსენი "ბოლტი" და დაველოდე რაც ჩამოვიდოდა თავისით. დაახლოებით 4.5 ლიტრი (საშინელება) ჩამოვიდა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
3. შემდეგ მოვხსენი "ზაშიტნიკი" და დავიწყე რადიატორიდან კარობკისკენ მიმავალი "შლანგის" ძებნა, მაგრამ ვერ ვიპოვე. უკვე 10 საათი ხდებოდა, კაი სიცივე იყო და შევეშვი. დავუყენე "ბოლტი", (მანამდე გავწმინდე მაგნიტი, რომელზეც მიკრულია ნაცვეთი ნაგავი) და ინტერნეტში დავიწყე გამოსავლის ძებნა. როგორც აღმოჩნდა, იმ ინსტრუქციაში მოცემული ძრავი არის 4G15 ან 4G19, ხოლო ჩემი არის 4A91 (იგივეა 4A90 ძრავზე) და ჩემსაზე რადიატორში არ შედის ATF-ის შლანგი. უყენია თავისი პატარა რადიატორი, რომელშიც შედის და გამოდის ATF და მანდ უნდა გადაიხსნას გამომსვლელი, რომელიც სურათზე წითელი X-ით ავღნიშნე.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
4. მეორე საღამოს, სანამ სხვა რამეს ვიზამდი, ისევ "ბოლტი" მოვხსენი და ჩემდა გასაკვირად, ლამის 1 ლიტრამდე ჩამოვიდა!!! ზოგი ჭირი მარგებელიაო, კიდევ კაი ბლომად ძველი ATF მოვაკელი

) შემდეგ გადავხსენი გამომავალი "შლანგი" და გავამზადე ყველაფერი N-ში დაქოქილზე დარჩენილი ძველი ATF-ის გამოსაშვებად.
5. მივაყენე და დავუჭირე "ბოლტი". ჩავასხი იმდენივე ATF, რამდენიც ჩამოვასხი. (დაახლოებით 6ლ, ძალიან ზუსტი მოცულობა არაა ამ ეტაპზე გადამწყვეტი). ჩამოსაშვები დარჩა დაახლოებით 2ლ ძველი ATF. მაგრამ ახალს რომ შეერევა ძველი, კარგი იქნება თუ ცოტა მეტს ჩამოვუშვებთ. მე 3ლ ჩამოვუშვი.
6. გადავხსენი სურათზე X-ით მონიშნული "შლანგი". (შეყუდებულ ჭურჭელში კარგად რომ ჩასხმულიყო, ძაბრის ვარიანტში სხვა "შლანგი" მივაყენე და ჩავუშვი ჭურჭელში) ჭურჭელზე გავხაზე სადამდე უნდა ჩამომესხა ძველი ATF.
7. სიჩქარე გადავიტანე N-ში და დავქოქე კოლტი. (სავარაუდოდ ამ პუნქტისთვის არი მითითებული, რომ 2 ადამიანია საჭირო, მაგრამ მარტოც მშვენივრად ართმევ თავს). შევძვერი მანქანის ქვეშ და ველოდებოდი, სანამ გახაზულამდე ჩამოისხმებოდა ATF. დაახლოებით 40 წამი დასჭირდა. გამოვძვერი და ჩავაქრე. მივაყენე "შლანგი" თავის ადგილას.
8. ჩავასხი 3 ლიტრი ახალი ATF.
9. ცხელ ვარიატორზე (10-15კმ გავლის შემდეგ) შევამოწმე, ცოტა აკლდა. დავამატე ნახევარი ლიტრი და დაგდა
ცხელი ნიშნულის ზომაზე.
სულ ეს იყო. ფერიც მოსაწონია, წარტყმებიც გაქრა.
პროცედურას დასჭირდა 2 დღე

თუმცა ჯამში ნახევარი საათის საქმეა.
თუ ვინმეს დახმარება დასჭირდეს, არ მოგერიდოთ - შემეხმიანეთ.
P.S. კოლტის
"იუზერ მანუალი" , ბევრს გამოადგება. ვერც ფორუმებზე, ვერც კლუბებში პასუხი ვერ მივიღე ჩემს კითხვებზე, მანუალში ყველაფერია.
This post has been edited by nutria-113 on 23 Jan 2018, 17:09