ე.ი. მეგობრებო,
რამდენიმე დღის წინ ჩემი ტემპერატურის მაჩვენებელმა აურია. დილას სამსახურში მაგვიანდებოდა და დაქოქვის შემდეგ მალევე დავძარი მანქანა. გზაში ტემპერატურის ისარი ცივიდან ავარდა ცხელზე. გავაჩერე მანქანა ჩავაქრე, ხელახლა დავქოქე და დადგა იმ ნიშნულზე, სადაც უნდა ყოფილიყო. სიცივეში აურია, ალბათ, ტემპერატურის სენსორმა. ძალიან არ მინდა, რომ თერმოსტატის პრობლემა იყოს

(((((((((((((
ისე გათბობა ძალიან საკაიფოდ მუშაობს, უბრალოდ ძრავი თბება ნელა. გარეთ არსებულ ტემპერატურას თუ გავითვალისწინებთ არაა გასაკვირი. მე ის მაშინებს, რომ გამთბარი ძრავი არ უნდა გრილდებოდეს. ნუცუბიძეზე ვიყავი ასული და ღამე რომ მოვდიოდი ისე დავეშვი დაღმართზე, რომ მუხრუჭი თითქმის არ მიხმარია და დაიწია ტემპერატურამ თავისით. ტრასაზე დიდი სიჩქარით თუ მივდივარ გრილდება ძრავი, არ ცივდება, მაგრამ ისარი შუაში არ ჩერდება, ოდნავ მარცხნივაა გადმოხრილი. მაინცდამაინც თვალშისაცემად არა, მაგრამ ჩემს დაკვირვებულ თვალს არ გამოპარვია. ზაფხულში ისე იდიალურად მუშაობდა ჩემი გაგრილების სისტემა, რომ ეხლა გული მისკდება, რომ შევეხოოოოოოოოოოო...
აბა, ლომებო, მირჩიეთ ახლა რამე :*:*:*:*:*:*:*:*

)))))))))))))))))))))))))))))
პ.ს. სარკასტული ჩანართების გარეშე, ოღონდ...