rereასტრა G-ს ამორტიზატორი, გინდა წინა, გინდა უკანა, წესით და რიგით ყველა არის გაზით დატენილი. ქარხნულად ზეთით დატენილი ამორტიზატორი ასტრა G-ს არ ეკუთვნის კატალოგით.
ბილშტეინი ორიგინალი აქვს ჩვენთან ITA-ს, ita.com.ge
KYB (კაიაბა) შემოაქვს პრემიქს ავტოპარტსს (აგლაძეზე) და ჯეოტრონიკს (სააკაძეზე რომ ლურჯი მაღაზიაა)
თეგეტას აქვს Sachs
მე წინები მიყენია იტა-ში ნაყიდი ბილშტეინები ჩემს ასტრა G-ზე და ძალიან კარგებია ნამდვილად.
უკანები მიყენია პრემიქსში ნაყიდი KYB და ეგენიც კარგებია.
დარეკე ხვალ იტა-ში, პრემიქსში (ბილშტეინები ამათაც აქვთ ხოლმე) და ნახე სად რა აქვთ, იმის მიხედვით იყიდე. ხარისხი რომ კარგია ეგ ფაქტია. უმძიმესი 17-იანი დისკებით ვმოძრაობ და მშვენივრადაა ჩემთან ამორტიზატორები. არამგონია ჩემზე მძიმე საბურავები გქონდეს და მეტი დატვირთვა დაადგეს შენს მანქანაზე ამორტებს.
თეგეტასაც ორიგინალი ზაქსი ექნება ალბათ, მაგრამ უფრო ძვირად ყიდის ვიდრე სხვები ბილშტეინებს და KYB-ას.
ელიავაზე და ა.შ. ჩინურები და რაღაცები არ იყიდო, სასტიკი ნაგვებია. მეზობელმა დაითრია, დააყენა და რაიონიდან რომ ჩამოვიდა - ორმოში ჩავარტყი და შტოკი გაიღუნაო

ვეღარ დაიკეცა ეტყობა გაშლილი ამორტი, გაიჭედა და შტოკი გაღუნა ისეთი უხარისხო იყო
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.