yurmetalშენც ჩემს დღეში ყოფილხარ...
როგორც კი ვიყიდე მანქანა თავიდანვე ეგ პრობლემა ჰქონდა, უფრო კონკრეტულად კი კომპიუტერი წერდა SBC ბლოკის რესივერს
ეს არის მთლიანად სბც ბლოკი, უკან მომრგვალებული არის რესივერი

აი ეს

მოკლედ 2 თვის ნაყიდი მყავს რა თითქმის, როცა ვიყიდე დავარესეტე გარბენი (მიხვდები რასაც ვგულისხმობ) და დღეს ჩამოვედი ქობულეთიდან და შევამოწმე 3500 კმ ზე მეტია გავლილი უკვე
2 ჯერ თბილისში ვიყავი, 3 ჯერ ქობულეთი-ბათუმში და ამ დღეებში ბევრი სიარული მოუწია და ეს 3500 კმ გავლილია ამ "ავარიულ მდგომარეობაში"
თბილისში ცენტრში რო ვიყავი დიაგნოსტიკაზე გაგიჟდა ის ამით არ იაროო დატოვე აქო წადი მარშუტკით და პასუხს დაელოდე და მერე ჩამოდიო და ა.შ....
ცალკე ეს რესივერი არ იყიდება მთლიანად ბლოკი უნდა გამოიცვალოს, ცენტრიდან უარი ჩამომივიდა დაფინანსებაზე, სხვა ვარიანტი არი მეორადებში ყიდვა შესაბამისი ნომრით (ცენტრში ჩამაწერინეს ნომრები) სადაც ჯდება ყველაზე ცოტა 300 დოლარი ეს ბლოკი + მერე ხელობა ელექტრიკი რამდენს წაიღებს ეგ არ ვიცი.
მე ქუთაისში დაშლილებში ველოდებოდი ამ ნაწილს, ხვალ უნდა გავიდე და უნდა ვნახო 2 მანქანა ჩამოუვიდათ და იმედია დამეთხვევა ნომერი რომელიღაცასი და ავიღებ (ძველი პატრონი "მიფინანსებს" :დ ) და მერე ელექტრიკმა უნდა გადააწყოს 50-100 ლარს წაიღებს სავარაუდოდ
ცენტრში ვიკითხე და 270 ლარი ჯდებაო ასე მითხრეს, მარტო გამოცვლა, ასე რომ მანდ მაინც არ მივიდოდი :დ
დაშბორდზე ამას წერს ხო?

ადრე ხანდახან მოძრაობისას ESP-საც მინთებდა ახლა კაი ხანია აღარ აუნთია, მარტო ამას ანთებს
This post has been edited by l-e-v-a-n on 29 Aug 2014, 23:50
სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!