1,5 მყავს AXIS მოდიფიკაციის გარეშე. ქალაქში დაახლოებით 6-7-8 ლიტრს წვავს მაქსიმუმ. გააჩნია სად დავდივარ. აღმართებზე თუ მიწევს ან საცობებში ან თუ მეტი შუქნიშანი შემხვდა ან თუ სწრაფად ვმანევრირებ მაშინ 8 ლიტრს ვწვავ.
სხვა სიტუაციებში დილით სამსახურში წასვლისას და მერე გვიან საღამოს სახლში დაბრუნებისას 6 ლიტრამდე მაწვევინებს.
ბათუმში ამ ზაფხულს 100 ლარად ჩავედი და ჩამოვედი. მთელი აბგონებით, ტვირთებით და ხალხით დათვირთული. მახსოვს ჩასვლისას გზად ქუთაისში სოლიდური ტვირთი ჩავიტანე დაჟე უკანა სკამები გადაწეული მქონდა და მთელი საბარგული და უკანა მხარე ტვირთით მქონდა სავსე.
ამიტომ ვინც ამბობთ რომ ბევრს წვავს პრობლემა მანქანაში კი არა თქვენშია. რაციონალურად უნდა აქსელერატორის და მუხრუჭის ხმარება. რაც შეიძლება ცოტა მუხრუჭი უნდა, რადგან მუხრუჭის დროს ერთბაშად ვარდება განვითარებული სისწრაფე და მითუმეტეს ვარიატორზე ხელახლა გიწევს მერე აკრება რათა საწყის მდგომარეობას დაუბრუნდეს.
მაშ ასე რაც შეეხება ზეთებს.
როდესაც გადამრთველ ყუთში გაიგონებთ 'ჩარტყმის' ხმებს აი მაშინ აქვს კარობკას 'დანძრეული'. ზოგადად ისე დადის მექანიკაზე მანქანების უმრავლესობა კარობკის ზეთი გამოცვლილიც კი არ აქვს, მაგრამ რადგან ავტომატიკაა ტიიდები ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ. ზეთის გამოცვლა საკმაოდ ძვირადღირებული ფუფუნებაა გადაცემათა კოლოფში, ამიტომ ბევრი თავს იკავებს. მაგალითისთვის ფიტზე ან კოლტზე რომ გესაუბრებოდეთ გეტყოდით სასწრაფო წესით გამოცვალეთთქო თუმცა ტიიდა ჯერ-ჯერობით ამ ასპექტით სახელს ითქვამს. ტიიდას ეს პრობლემა არ აწუხებს, რადგან როგორც სჩანს ეს მისი აქილევსის ქუსლი არ არის.
მოტორის ზეთს აუცილებლად სინთეტიკას ვასხამ, აუცილებლად კასტროლის ან ჰაჰა მოტულის. მიუხედავად იმისა რომ ჩემს გამონაცვალ ზეთს ბევრი მანქანა კიდევ 10.000 კმ იხმარდა 8.000 ზე ვუცვლი ჩემს ტიიდას და ყოველი გამოცვლისას ვხვდები მატორის ხმა როგორ იცვლება. ფერი, რაოდენობა ნამდვილი მძღოლისთვის არ არის ზეთის გამოცვლის ცისკარი, მან ზეთის გამოცვლის დროულობა ყურით უნდა გაარჩიოს. როგორი ხმა აქვს მოტორს, როგორ რეაგირებს აქსელერაციაზე, როგორ კრებს სისწრაფეს და ა.შ ამის მერე უკვე შეგიძლიათ 'შუპი' ამოსწიოთ და შეამოწმოთ ფერი და დონე.
ტაკ რაც შეეხება საბურავებს.
ჩამოყვანის დღიდან მიყენია ზაფხულის მობილსისის საბურავები. ზამთარი ვიარე შარშან, ზაფხულიც ვიარე, გაზაფხულიც, შემოდგომაც. ნორმალურია კაპრონია თუ რეზინა არ ვიცი მაგრამ ნორმალურია. ესეც ტარებაზეა დამოკიდებული რომ იცოდეთ. მე მაგალითად სასტიკად იშვიათად ვურტყამ მუხრუჭს. რადგან ჩემი მუხრუჭი აქსელერატორია. ამიტომ საბურავებსაც ნაკლები ძალა ადგება. რომ ჩამოვიდა იმასთან შედარებით ძალიან ძალიან მცირედაა ნაცვეთი.
ბრაგუნზე
საშინლად ბრაგუნებს! ხანდახან თავი კარტოფილი მგონია. არ მაქვს მანქანაში მუსიკა და მიწევს ამ ბრაგუნის საამურ ხმას ვუსმინო. ჩემსას იაპონიაში საბარგულზე 'შეჭყლეტილი' ჰქონდა და დეფორმაცია აქვს საბარგულს ისედაც + ამას სხვა ბრაგუნები ემატება და თავი სამაკატზე მგონია ხოლმე.
მაგრამ თუ საუბარი მიდგება ტიიდა ერთი თავით სჯობს:
1. ფიტსაც
2. ვიცსაც
3. გეცსაც
4. ტიგრასაც და ძალიან ბევრ მსგავს ავტომობილს
რატომ? იმიტომ რომ ტიიდა მსგავსი ჰეჩბექი არ არის. მისი სალონი აბსოლუტურად სხვა კატეგორიის ავტომობილებს მიეკუთვნება, როგორც მისი გარეგანი ნაწილი. ძალიან ბევრი მგზავრი იმას აღნიშნავს რომ სულ სხვანაირი ეგონათ შიგნით და რომ ჩასხდნენ არა მხოლოდ ფეხები გაშალეს ბოლომდე, არამედ ადგილიც დარჩათ. ზემოდან სხვა მანქანებს ვადარებდი და ბევრ სედანზე უფრო ფართე და დიდია.
მოკლედ ვინც ფიტზე დაიწყებს საუბარ ჯერ ის არგუმენტი უთხარით, რომ ტიიდას ანალოგი ჰყავს მსოფლიო ბაზრისთვის სახელად 'ვერსა'. ამერიკული ბაზრისთვის ცუდ ავტომობილებს არ იკარებს, ფიტს კი როგორც ვიცი მხოლოდ ფიტი ჰყავს. ამიტომ რომ იცოდეთ არა მხოლოდიაპონურ ავტომობილზე ზიხართ

))
p.s საჭე არ გადაიტანოთ. საჭე რომ მარჯვნივაა არაფერში გიშლით ხელს. მხოლოდ გასწრების დროს ტრასაზე და ასე ხშირად დადიხართ?