MRAVALJAMIERეკონომიის მხრივ ყველა მანქანა მიახლოებით ერთნაირია, ამიტომ ამას არ დავწერ. თან ყველას თავისი ტარების მანერა აქვს და აქედან გამომდინარე განსხვავებული ხარჯები. რაც შეეხება სალონში სივრცეს და ტრანსფორმაციას: დემიო უდავო ლიდერია, ალბად იმიტომაც, რომ რამოდენიმე სანტიმეტრით გრძელია თავის კონკურენტებზე. ასევე საკმაოდ მძლავრი დაკიდება აქვს. თავისუფლად შეუძლია 5 ნახინკლავები გრუზინის ტრანსპორტირება ჩვენი გზების პირობებში. კოლტსაც არაუშავს სალონის სივრცის და ტრანსფორმაციის მხრივ. მაგრამ, უკანა საკიდარის სვლა აქვს ძალიან მოკლე და 3 კაცი, თუ ჩასვით უკან, დიდი შანსია პატარა ორმოებშიც "დისკზე გაიაროს". ანუ ბოლომდე იკუმშება უკანა ზამბარები და მანქანა ისე ხტის, რომ არამგონია ვინმე კმაყოფილი დარჩეს მაგ მომენტში. მარჩში კი პირიქით: დაკიდება ძლიერი აქვს, მაგრამ სალონის ტრასფორმაცია პრაქტიკულად არ გააჩნია და სივრცეც ყველაზე პატარაა კონკურენტებს შორის. ჰონდა ფიტი, ამ შემთხვევაში დემიოს დონეზეა, თუმცა სალონი ოდნავ უფრო პატარა აქვს ვიდრე დემიოს. ხმის იზოლაციის მხრივ ლიდერია ჰონდა ფიტი, შემდეგ მოდის მიცუბისი კოლტი და ბოლოში დემიო და მარჩია. ამ უკნაასკნელ ორში ხმის იზოლაცია ფაქტიურად არ არის. ანუ ფანჯარა გინდ ჩამოსწიე გინდ ასწიე, ქუჩიდან ხმაური მაინც შემოვა. წვიმაში საერთოდ მეგონა, რომ უკანა ფანჯრები ღია მაქვს მეთქი, ისე ძალიან შემოდიოდა წვიმაში სიარულის ხმა. ასევე არაკომფორტულია ტრასაზე სიარული მაღალი სიჩქარით აეროდინამიური ხმაურის გამო(100კმ საათში და მეტი). რაც შეეხება ექსპლუატაციის ხარჯებს, აქ დემიო და მარჩი ლიდერობს, ვინაიდან ავტომატური გადაცემათა კოლოფები აქვთ, ფიტი და კოლტი კი ვარიატორებზეა. რატომ? იმიტომ რომ ვარიატორებში საკმაოდ დიდი რაოდენობის, საკმაოდ ძვირფასი ზეთი ჩადის, რომელიც უნდა ცვალოთ გარკვეული პერიოდულობით. (180-დან 250 ლარამდე მერყეობს ზეთის შეცვლა რამდენადაც ვიცი, თუ შევცდი მომიტევეთ. უმეტესობა ავტომატებსაც სჭირდება ზეთის შეცვლა, თუმცა დემიოს მაგალითისთვის არ სჭირდება.
მე ჩემი გამოცდილებიდან მივედი დასკვნამდე, რომ ამ კლასში ყველაზე საუკეთესო მანქანები არი დემიო და ფიტ-ი. ოღონდ ყიდვის შემთხვევაში 1.5 ძრავით გირჩევთ. ხარჯი პრაქტიკულად იგივეა, სამაგიეროდ 90 ცხენის ნაცვლად 110 ცხენი გექნებათ. სრულად დატვირთული პატარა მანქანისთვის კი თბილისის აღმართებში, ის 20 ცხენი დიდი შეღავათია დამიჯერეთ.
Nissan march:
პატარა, იაფფასიანი, მინიმალური კომფორტის და ზოგადად "მუღამის" მქონდე მანქანა. ზედგამოჭრილია დიასახლისებისთვის, რომლებსაც 2-3 ბავშვი ჰყავთ. უკანა სავარძელზე თავისუფლად ეტევა ბავშვის სავარძელიც(Carseat). პრაქტიკულად არ გააჩნია საბარგული, რაც თავისთავად დიდი მინუსია. უპრობლემო working horse არის მოკლედ

) ყიდვისას დააკვირდით, რომ ქონდეს უგასაღებო გაღების და დაქოქვის ფუნქცია. როგორც წესი ამ ფუნქციის გამო ფასს არ უმატებენ, დანარჩენი მანქანებისაგან განსხვავებით.
Mitsubishi colt:
საკმაოდ დიდი სალონი აქვს გაბარიტებთან შედარებით. ყველაზე უკეთესია, პრაქტიკულობის თვალსაზრისით, 1.5 ძრავიანი ვერსია, ერთი მთლიანი სავარძლით წინ(ძაან მაგარი რამეა ერთიანი სავარძელი). საბარგულიც საკმაოდ ტევადი აქვს. თან ნისსანისგან განსხვავებით, აქ კაცი მძღოლიც არ "ტეხავს", თუკი ლამაზი დისკებით და აეროდინამიული ოპციით იქნება. ოღონდ ესეთი მანქანა მარჩზე 300-400$ ით ძვირი ეღირება იაპონიაში. მინუსი არის ის, რაც ზემოთ აღვნიშნე: ვარიატორი და მასთან დაკავშირებული ხარჯები. და მთავარი მინუსი: ამ ტევადობას, რეალურად ვერ გამოიყენებთ, იმიტომ რომ, უკანა დაკიდებას მოკლე სვლა აქვს-დატვირთავ მანქანას და დიდ შეცდომასაც დაუშვებ. მე 3 მაქსიმუმ 4 კაცს ჩავსვამდი ბარგის გარეშე ან 2 კაცი ბარგით. დანარჩენი თვითონ განსაჯეთ.
Honda fit:
ტევადი სალონი, და ყველაზე მაღალი კომფორტის დონე დანარჩენ კონკურენტებში. თუმცა ყველაზე ძვირი ღირს კლასში, 1.5 იანი ვერსია საჭეზე სიჩქარეების გადამრთველის ფუნქციით ღირს სიამოვნებად. ფიტს აქვს ყველა ის დადებითი მხარეები რაც კოლტს და ამ დროს უფრო პრაქტიკულიცაა და კომფორტულიც. მინუსი მხოლოდ ვარიატორის მომსახურების ხარჯებია. ასევე არ ღირს 100 000 გარბენზე მეტი მქონე მანქანის ყიდვა(ეს ზოგადად ვარიატორიან მანქანებს ეხება, რადგან უფრო დაბალი რესურსი აქვთ ჩვეულებრივ ავტომატებთან შედარებით).
დაბოლოს ჩემი Mazda Demio 1.5 sport
არის მარჩივით პრაქტიკული და იაფი შესანახი, ამავე დროს აქვს ყველაზე დიდი სალონი კონკურენტებში და ღირს საკმაოდ იაფი(კოლტსა და მარჩს შორის). დიასახლისებისთვის, რომელთაც აქვთ დიდი ოჯახი, ან უბრალოდ ბევრი ხალხი უნდა ჩასვას ხოლმე, არის იდეალური ვარიანტი ფასის გათვალისწინებით. კაცებისთვის სპორტ ვერსია უფრო შესაფერისი იქნება, რადგან ჩვეულებრივი 1.5 დემიოსგან განსხვავებით სპორტ-ს აქვს ტიპრტონიკი, და არა ავტომატი(მე პირადად მუდამ manual mode-ში დამყავს მანქანა). ერთადერთი მინუსია ხმის იზოლაცია და ისიც დაბალ სიჩქარეებზე და ქალაქის პირობებში არ წარმოადგენს პრობლემას. ასევე სპორტი კომპლექტაციით ბევრად ჯობია სხვებს: ქსენონები, მულტი საჭე, აეროდინამიური ოპცია, ნისლსაწინააღმდეგო ფარები. რეალური კონკურენტი კლასში არის მხოლოდ Honda Fit 1.5, მაგრამ იმდენად ძვირი ღირს Demio Sport-თან შედარებით, რომ...
ერთი სიტყვით ვისაც ფული არ გაქვთ და არც გინდათ მანქანას რაიმე დაახარჯოთ: მარჩია თქვენი არჩევანი.
ვისაც ფული არ გაქვთ და არ გინდათ დაახარჯოთ მანქანას, მაგრამ რაღაც "მუღამი" მაინც გინდათ, რომ გქონდეთ მანქანისგანაც, მაშინ mazda demio sport-ი იქნება იდეალური არჩევანი.
ვისაც ფული გაქვთ-Honda fit 1,5 უდაოდ.
მიცუბისი კოლტი უფრო მოყვარულისთვისაა და არა იმისთვის ვინც რეალურად აფასებს პრაქტიკულობას. ვერ მოვირგე ეგ მანქანა, იმიტომ რომ თითქოს პრაქტიკულია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება ვერ იყენებ ამ პრაქტიკულობას.
რაც მთავარია არცერთ შემთხვევაში არ იყიდოთ 1.3-იანი მანქანა, თუკი 1.5 იან ანალოგზე გაცილებით იაფი არ იქნება.
პ.ს. ეს ადრე მქონდა დაწერილი ფეისბუქზე და გადმოვაკოპირე. ნისსან ნოუტი სამწუხაროდ არ მყოლია და ვერ ვიტყვი როგორია. 4x4 მაგათ არა აქვთ ისეთI როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია

) უკანა ორი ბორბალი, მოდის მოძრაობაში პაარა ელექტრო ძრავით. და ისიც საჭიროების შემთხვევაში. ძირითადში გათიშულია. რაც შეეხება ჩემს დემიოს 2300$ დამიჯდა ზუსტად.