არ უსმინო ამ სისულელეებს, კონკრეტულად ეს მოდელი მყავს (ა4 ბ7 2006 წ. 2.0 ტურბო, ტიპტრონიკი, კვადრო).
უმეტესობა სხვისგან გაგონილ ჭორს გიყვება. ასე მაგალითად:
1 - თუ გეტყვიან ავტომატიკებს კარობკები არ უვარგავო, კონკრეტულად ამ მოდელზე ეგ ზღაპარია. თუ კვადროს აიღებ (და არა წინა წამყვანს), აქვს უფუჭებელი ტიპტრონიკი;
2 - ტურბინა ძნელი მოსავლელი აქვსო, არ დაიჯერო. ამ მოდელზე გაუმჯობესებულია სისტემა და მანქანას რო გააჩერებ 2-3 წუთის ლოდინი აღარაა საჭირო ძრავის ჩაქრობამდე;
3 - პერედოკი სუსტი აქვსო. 3 წელია დავდივარ (არც ტყე-ღრე სიარულს ვიკლებ და არც ქალაქში) და ჯერ არაფერი არ დასჭირვებია. უკანა მხარე ადრინდელი მოდელებისგან განსხვავებით (რომლებზეც დადიაოდა გიტარების ლეგენდები) საერთოდ უფუჭებელია;
4 - ზეთი ნამდვილად კარგი ხარისხის უნდა, თუმცა მიდის მხოლოდ 4,5 ლიტრი, ესეც ერთგვარი ეკონომიაა;
5 - 200 ცხენის ძალით, თან ოთხივე წამყვანი, ქალაქში მხოლოდ 12 ლიტრს წვავს (შეადარე ნებისმიერი ბრენდის ამ სიმძლავრის ნებისმიერ მანქანას, ანალოგიური მაჩვენებლებით), ტრასზე 8;
6 - არ მოგატყუოს არავინ, რემნის გამოსაცვლელად ცხვირი და პერედოკი უნდა დაიშალოსო (ისედაც იცვლება, ამ მოდელზე კაპოტქვეშ არის ამისთვის ადგილი);
და ა.შ.
სურვილის შემთხვევაში მარტივად ექვემდებარება 250 ცხენამდე გაძლიერებას (დაახლოებით 300 დოლარი ჯდება), მაგრამ არ მგონია ამისი საჭიროება არსებობდეს.კომფორტზე და ვიზუალზე არაფერს ვიტყვი, ეს სუბიექტურია.
კვადრო რო განსაკუთრებული რამეა, ეს გაგიგია ალბათ და იმ ჭორებისგან განსხვავებით ეს სიმართლეა.
მანქანა საოცრად მდგრადი და მაგარი სატარებელია. არ დაგტოვებს არსად და არ გიმტყუნებს არასდროს.
ურთულეს სიტუაციაშიც კი დამაჯერებლად იკავებს კურსს და მიმართულებას.
ერთი სიტყვით მაგარი მანქანაა.
ესეც ხედი ჩემი მანქანიდან
დაუკვირდით რა სიჩქარეზე ხდება ეს ყველაფერი. მანქანამ გამოცდა ჩააბარა ხუთიანზე (სხვათაშორის არაერთხელ).
This post has been edited by spider77 on 17 Aug 2015, 18:57